საკმაოდ საინტერესო, "ჩამთრევი" და დადებითი ემოციების მომგვრელია ხელსაქმე და ხელნაკეთი ნივთები ბოლო დროს ძალიან პოპულარული გახდა. ამის მიზეზია პროცესი, რომელიც საკმაოდ საინტერესო, "ჩამთრევი" და დადებითი ემოციების მომგვრელია. რაც მთავარია, ამ საქმეს ერთნაირი გატაცებით ეკიდებიან როგორც ბავშვები, ასევე მოზრდილებიც.
ვინაიდან ხელსაქმისადმი ინტერესი გაიზარდა, თანდათან მისი გამარტივებისა და გამრავალფეროვნების ხერხებიც გაჩნდა. მაგალითად, მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსში" დიდი ხანია ე.წ. კრაფტის ხაზი წარმატებით ვითარდება. აქ მომხმარებელი შეხვდება მრავალი სხვადასხვა ნივთის დასამზადებელ მასალას. ამ მასალებით შეძლებთ ააწყოთ, შეკეროთ, მოხატოთ ან მოაპირკეთოთ სხვადასხვა ნივთი. არჩევანი მართლაც შთამბეჭდავია - თქვენი ხელით დამზადებული ნივთები სამახსოვროდ დაგრჩებათ, აგრეთვე გაჩუქებასაც შეძლებთ და რაც მთავარია, მისი კეთებით სიამოვნებას მიიღებთ.
გასართობ ცენტრ "ბიბლუსი ქიდსში" ბავშვებისთვის ინტენსიურად ტარდება ხელსაქმის მასტერკლასები. ბავშვების ხელსაქმით გართობა ხომ ამ ცენტრის მომსახურების გამორჩეული ნაწილია. ბევრი ფსიქოლოგი აღიარებს, რომ ხელგარჯილობა არაერთ სასარგებლო უნარს უმუშავებს ბავშვს -უვითარებს კოორდინაციას, ასწავლის თანმიმდევრულობას, უვარჯიშებს ნებისყოფას.
კრაფტის მასტერკლასების მსვლელობისას სპეციალისტებია დგილზევე ასწავლიან პატარებს ხელნაკეთი ნივთების დამზადებას, აძლევენ რჩევებს, იმის შესახებ, თუ რომელი მასალა როგორ უნდა გამოიყენოს. ბავშვები არამარტო ქმნიან ლამაზ-ლამაზ ნივთებს, პროცესშიც აქტიურად არიან ჩართულნი და საჩუქრებსაც იღებენ.
ბუნებრივია, ყველა ბავშვს თან მშობელი ახლავს. აღმოჩნდა, რომ უფროსებს ნაკლებად არ აინტერესებთ ხელსაქმის სპეციალისტთა რჩევები. ძალიან ბევრი მშობელი თავადაც გატაცებულია ხელსაქმით და ნაკეთობების მეტი დახვეწილობისთვის სურთ მიიღონ გამოცდილი ადამიანების რჩევები.
ამიტომაც ბიბლუსი გალერეამ მათი მოთხოვნა გაითვალისწინა და უფროსებისთვისაც გადაწყვიტა მასტერკლასების ჩატარება.
ბიბლუსი გალერეა გელით ყველას, ვისაც ხელსაქმე სიამოვნებას განიჭებთ. კრაფტის ლამაზ-ლამაზი მასალები მშობლებსა და შვილებს თანაბრად გაახარებს.