ბავშვობიდანვე ცნობილია წესი - თუ სწრაფად აიღებ ძირს დაგდებულს, ის არ ითვლება დაბინძურებულად. ნუთუ ეს მართალია? უთუოდ გეცნობათ სიტუაცია, როდესაც თქვენი ბუტერბროდი იატაკზე ეცემა. თავში ერთი აზრი გაიელვებს მაშინვე: ოღონდ კარაქის მხარეს არ დავარდეს...
ბავშვობიდანვე ცნობილია წესი - თუ სწრაფად აიღებ ძირს დაგდებულს, ის არ ითვლება დაბინძურებულად. ნუთუ ეს მართალია? თუ პირიქით - როდესაც იატაკიდან ვიღებთ საკვებს, ჩვენს ორგანიზმს ვუმატებთ სამუშაოს საშიშ ბაქტერიებთან საბრძოლველად? პირადი ჰიგიენა და ჯანმრთელობა ხომ ურთიერთკავშირშია.
პირადი ჰიგიენის წესები
მთელი სწავლული მსოფლიო შეიკრიბა იატაკზე დავარდნილი ბუტერბროდის გარშემო. სპეციალური წესიც კი მოიგონეს "5 წამი", რის მიხედვითაც საკვები, რომელიც იატაკს შეეხო, რჩება უსაფრთხოდ 5 წამის განმავლობაში. შემდეგ მასზე იწყებს გამრავლებას საშიში მიკროორგანიზმები. მთავარია მოასწრო და ჩაეტიო 5 წამში.
ცნობილი პედიატრი ევგენი კომაროვსკი გვაფრთხილებს: "99%-ში იატაკიდან აღებული საკვებით არაფერი დაგემართებათ. თუმცა იატაკიდან ჭამა არავისთვის არ არის რეკომენდებული. რაც შეეხება "5 წამს", სინამდვილეში - არ მუშაობს. მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ რისკის ხარისხი, რაც დაკავშირებულია იმასთან, რა და სად დავარდა. უმრავლეს შემთხვევაში მიკრობები ცხოვრობენ არა იატაკზე, არამედ ადამიანის ხელებსა და პირში! სახლის დალაგების დროსაც დაიცავით ზომიერება. რადგან, საგულდაგულო სისუფთავე სერიოზული დარტყმაა ბავშვის იმუნურ სისტემაზე".
ცნობილმა მიკრობიოლოგი ჩარლზ გერბმა არაერთხელ გამოიკვლია ბაქტერიები, რომლებიც ცხოვრობენ საშუალო სტატისტიკური სახლების ღია ზედაპირებზე. მისმა ჯგუფმა განსაზღვრა, რამდენად კარგად წმენდდნენ საწმენდი საშუალებები ამ ზედაპირებიდან ნაწლავის ჩხირს. თქვენ გაოცებული დარჩებით შედეგით!
აღმოჩნდა, რომ სამზარეულოს ერთ კვადრატულ იატაკზე ცხოვრობს 2,75 ნაწლავური ჩხირის ბაქტერიების კოლონია. მაცივრის სახელურზე - 5,37 კოლონია, სამზარეულოს მაგიდაზე - 5,75! რამდენჯერ შეეხეთ დღეს მაცივრის სახელურს? რამდენჯერ მიუჯექი სამზარეულოს მაგიდას?
ყველაზე საშიშ ადგილად ჩვენს სახლებში მიჩნეულია სააბაზანო. ყველაზე ბინძური საგანი - უნიტაზი? აღმოჩნდა, რომ ტუალეტის ზედაპირზე სულ რაღაც ბაქტერიების 0,68 კოლონია ბინადრობს. სამაგიეროდ, ჩასარეცხ ღილაკზე - 35 კოლონია, ხოლო ონკანზე - 15,84! იატაკი სულაც არ ყოფილა ლიდერი დაბინძურების თვალსაზრისით.
წავიდეთ ცოტა შორს და შევიხედოთ საავადმყოფოში. თითქოს უჩვეულო არაფერია, მაგრამ მედპერსონალის მობილურ ტელეფონებზე 95% საშიში ბაქტერიები ბინადრობს, ხოლო 52% - მშვიდად ცხოვრობს ოქროსფერი სტაფილოკოკი. მაგრამ პირადი ჰიგიენის დაცვის წესები ყოველთვის არ გულისხმობს ხელების დაბანას ყოველი ტელეფონის ყურმილის აღების შემდეგ.
რატომ არ უნდა გაზარდოთ ბავშვი სტერილურად - ორი უკიდურესობა, რომელიც დედებს სჩვევიათ
"ჭუჭყიანი ნივთების რეიტინგით", რა თქმა უნდა, ფული ლიდერობს. ყოველთვის იბანთ ხელს გარეთ წახემსების შემდეგ, როდესაც გამყიდველს გაუწოდეთ თანხა? ფულის კუპიურების 94% კოლონიზებულია ბაქტერიებით, რომელთაგან 7% პათოგენურია და საშიშია ადამიანების ჯანმრთელობისთვის. რა თქმა უნდა, ფულს საფულეში ინახავთ. როდის გარეცხეთ ბოლოს თქვენი საფულე?
თუ სახლში ფულის გარდა რაიმე უფრო ბინძური არის, ეს შეუმჩნეველი სამზარეულოს ღრუბელია. უმრავლესობა არც ფიქრობს მის დეზინფიცირებას გამოყენების შემდეგ. ზოგჯერ თვეობით დევს თავისთვის, არავის არ უშლის ხელს. ჩარლზ გერბამ დაასახელა ყველაზე ჭუჭყიანი ნივთი სახლში, რომელზეც 20 000 000 კოლონია ბაქტერია ცხოვრობს. ღრუბელის გამოყენების ოპტიმალური ვადა 3-5 დღეა!
აღარაფერს ვამბობთ კბილის ჯაგრისზე, პირსახოცზე და კარის სახელურებზე. ჩვენ ვცხოვრობთ ბაქტერიებისა და მიკრობების გარემოცვაში. ვეხებით მათ, მაგრამ არაფერი არ ხდება!
არ არის საჭირო ზემოთ ჩამოთვლილი ინფორმაციის პანიკად აღქმა, სადეზინფექციო ხსნარების ყიდვა და მათი გამოყენება. მნიშვნელოვანია ასწავლოთ შვილებს ხელების დაბანა ყოველი გასეირნების, სკოლიდან მოსვლის, ჭამის წინ, ასევე ცხოველებთან თამაშის შემდეგ. არ არსებობს ისეთი საშუალება, რომელიც დაგიცავთ ბაქტერიებისა და ვირუსებისგან უკეთესად, ვიდრე ხელების დაბანა.
და ისიც გახსოვდეთ, რომ ზედმეტი სტერილობა ცუდად მოქმედებს ბავშვის იმუნიტეტის ფორმირებაზე.
მოამზადა სალომე გორგოშიძემ