რომელი თხილი აუმჯობესებს იმუნიტეტს და რომელთან უნდა იყოს ფრთხილად მშობელი - თხილი ბავშვის მენიუში
რომელი თხილი აუმჯობესებს იმუნიტეტს და რომელთან უნდა იყოს ფრთხილად მშობელი -  თხილი ბავშვის მენიუში
თხილის სასარგებლო თვისებების შესახებ არაერთხელ გაგვიგონია. ისინი ვიტამინებისა და მინერალების საბადოა, მაგრამ საინტერესოა, რამდენად სასარგებლო თითეული თხილეული და რა შემთხვევაში?

კაკალი
ნიგოზში ბევრია უჯრედისი, რაც დადებითად მოქმედებს საკვების მომნელებელ სისტემაზე. კაკლის გული მდიდარია E ვიტამინით, რომელიც აუცილებელია ორსულობისას ნაყოფის განვითარებისთვის. ნიგოზში ბევრია მაგნიუმი, რასაც გააჩნია სისხლძარღვთა გამაფართოებელი შარდმდენი თვისება, ასევე ბევრია კალიუმი, რომელიც ორგანიზმიდან გამოდევნის ნატრიუმს და ზრდის შარდის გამოყოფას.
კაკალი, მის უზომო სარგებლობასთან ერთად, სიფრთხილითაც უნდა მიიღოთ. მაგალითად, 12 თვეზე ადრე არ არის სასურველი, ბავშვმა ნიგოზი მიიღოს, ალერგიულ ბავშვებთან
- 24-36 თვის შემდეგ შეგვიძლია მცირე რაოდენობით ჩავრთოთ ნიგოზი კვების რაციონში. ბავშვებისთვის, განსაკუთრებით სკოლის მოსწავლეებისთვის, ნიგოზი ძალიან სასარგებლოა, მათი გონებრივი
განვითარებისთვის, იმუნიტეტისთვის. 5-6 ლებანი ნიგოზი სავსებით მისაღები და სასარგებლო დოზაა.
mshoblebi
თხილი
თხილი აუმჯობესებს იმუნიტეტს. მდიდარია რკინით, იოდით, კობალტით, სპილენძით, A E C B1 ვიტამინით. ნიგოზთან შედარებით 20 პროცენტით მდიდარია ცილის შემცველობით. გამოიყენება ანემიის დროს. მასში შემავალი სასარგებლო ნივთიერებები ხელს უწყობენ ორგანიზმიდან წიდების გამოდევნას და ჩირქიანი პროცესების შეხორცებას. 
ავადმყოფობისას მოუმზადეთ ბავშვებს თხილის რძე: 100 გრამი თხილი ოდნავ მოხალეთ და დააბლენდერეთ, დაუმატეთ 0,5 თბილი რძე და სურვილისამებრ ვანილი.
mshoblebi
ნუში
B და E ჯგუფის ვიტამინებითაა მდიდარი.
აგრეთვე, ცივით, რკინითა და თუთიით. შეიცავს დღის ნორმის 40 პროცენტ კალციუმსა და მაგნიუმს, ფოსფორი კი მასში უფრო მეტი, ვიდრე სხვა თხილში. ნუში აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს, აძლიერებს გულს, თმისა და კბილების მდგომარეობას.
mshoblebi
არაქისი
არაქისი აუმჯობესებს მხედველობას, სმენას, აახლებს უჯრედებს. სხვათა შორის, სასარგებლოა მისი პროდუქტიც მაგალითად, არაქისის ზეთი (პასტაში არ აგერიოთ). თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ არაქისი საკმაოდ ალერგიული პროდუქტია და სიფრთხილე გმართებთ.
ყველაზე პოპულარული თხილია. პატარებიც და დიდებიც სიამოვნებით აკნატუნებენ მას. იგი მდიდარია ცილით, სასარგებლო ცხიმით, ფოლიუმის მჟავით. ამინომჟავებით, C A D E K B1 B2 და PP ვიტამინებით. აგრეთვე, ნატრიუმით, კალციუმით, კალიუმით, მაგნიუმით, ფოსფორით, რკინითა და თუთიით.

რით არის სასარგებლო კაკალი, რამდენი და რომელ ასაკში უნდა გაასინჯოთ ბავშვს?

კედრის კაკალი
კედრის კაკალს უნიშნავენ ნერვული აღგზნებისა და თირკმლების დაავადების დროს.
ცილებით, ცხიმებით, უჯრედისითაა მდიდარი. ამინომჟავები მასში უფრო მეტია, ვიდრე რძესა და ხორცში. მდიდარია ა, ე, დე, ცე, პპ და ბე ჯგუფის ვიტამინებით. 100 გრამი თხილი შეიცავს იოდის, სპილენძის, თუთიის, კობალტის დღიურ ნორმას.

9 ვიტამინი ტვინისთვის: რომელი პროდუქტები აუმჯობესებენ მეხსიერებას და ტვინის მუშაობას

ფსტა
ა, ბე1 და რკინით მდიდარი თხილია. აუმჯობესებს გულის, ტვინისა და ღვიძლის მუშაობას. სასარგებლოა ფიზიკური დატვირთვების დროს. მაცოცხლებელი თხილია. დღეში მხოლოდ 5-8 ცალი უნდა მიირთვათ. წინააღმდეგ შემთხვევაში იწვევს გულისრევის შეგრძნებას და თავბრუსხვევას.
mshoblebi
3431
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?