მშობლები და ექსპერტები გვაფრთხილებენ აბაზანის სათამაშოების მავნებლობაზე
თუ თქვენ დაინტერესდებით, რა იმალება საყვარელი რეზინის იხვის შიგნით, მაშინვე მოგინდებათ მისი გადაგდება.

საქმე ისაა, რომ თბილ და სველ გარემოში სათამაშოს შიგნით ადვილად ბინადრდება ობი. ასეთი აღმოჩენა გააკეთა ამერიკელმა ჯეკ ტეპფერმა. მან შეისწავლა პლასტიკის მეკობრის ფიგურა, რომლითაც სიამოვნებით თამაშობენ ბავშვები აბაზანაში. როდესაც ჯეკი აჭერდა ფიგურაზე, პირიდან იღვრებოდა არასასიამოვნო სუნის ბლანტი სუბსტანცია. ბავშვის მამამ YouTube-ზე განათავსა ვიდეო, სადაც მოუწოდა მშობლებს გადეყარათ აბაზანის სათამაშოები.

"დაუფიქრებლად გადაყარეთ ნებისმიერი სათამაშო, რაშიც გუბდება წყალი, რასაც
აქვს ნახვრეტი და რომელსაც ვერ გააშრობთ ბანაობის შემდეგ. თქვენი ბავშვები პირში იდებენ სათამაშოებს, შეიძლება პირშიც შეისხან მასში დაგუბებული სითხე, რომელიც ობით და ბაქტერიებითაა სავსე. უბრალოდ გადაყარეთ ყოველი გამოყენების შემდეგ. ეს სათამაშოები არ არის ძვირი, სჯობს ყოველი ბანაობის წინ ახალი შეიძინოთ", - მოუწოდა ჯეკმა მშობლებს.

ჯეკის აღმოჩენა არ არის სიახლე. 2017 წელს მშობლები მასობრივათ აზიარებდნენ ვიდეორგოლს, სადაც ნაჩვენები იყო მთელ მსოფლიოში ცნობილი რეზინის სათამაშო - ღრძილებისათვის "სოფის ჟირაფი", სადაც ნაჩვენები იყო დაობებული შიგთავსი.


ამ ფერადი რეზინებ
ის შესახებ ეს უნდა იცოდეთ - ლუმ ბანდსების სკანდალი


- რამდენად საშიშია ბავშვების ჯანმრთელობისათვის ობი, რომელიც სათამაშოში იმალება? თუ თქვენი ბავშვის იმუნიტეტი წესრიგშია, ალბათობა იმისა, რომ სათამაშოდან დალეული სითხით ის ავად გახდება, ნულის ტოლია, - განმარტა ინტერვიუში ნიუ-იორკის პედიატრმა ლუბა კონიპასეკმა, - თუმცა, უფრო მგრძნობიარე ბავშვებისთვის ასეთი კონტაქტი შეიძლება გახდეს ალერგიული რეაქციების და ასთმის მიზეზი.

თუ არ გსურთ ყურადღება არ მიაქციოთ ჯეკ ტეფერს და გადაყაროთ სათამაშოები ყოველი ბანაობის შემდეგ, მაშინ შეიძლება მისდიოთ რეკომენდაციას, რომელსაც გვიზიარებს საიტი Romper.-ი. პირველ რიგში ცხელი წებოთი დაგმანეთ სათამაშოს ნახვრეტები, საიდანაც ჩადის წყალი. ბანაობის შუალედებში სათამაშოები დადეთ მშრალ, კარგად განიავებად ადგილას და არა აბაზანაში, სადაც მაღალი ტენიანობაა. ან შეიძინეთ ისეთი დიზაინის სათამაშოები, რომელსაც არ აქვს ნახვრეტი, ადვილად ირეცხება და შრება.
მოამზადა სალომე გორგოშიძემ
3261
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?