დედა შვილს ქირას ართმევს, რათა მან ფულის ყადრი იცოდეს...
დედა შვილს ქირას ართმევს, რათა მან ფულის ყადრი იცოდეს...
შვილის მომზადება ცხოვრებისთვის - ასეთი ამოცანა დაისახა დედამ თავისი შვილისთვის. მაგრამ აღზრდის ეს მეთოდი  ყველასათვის მისაღები არ აღმოჩნდა.
Facebook-ის მომხმარებელმა ესენს ევანსმა გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც სოციალური ქსელის მომხმარებლებს გაუზიარა 5 წლის შვილის აღზრდის საიდუმლო.

«ყოველ კვირას ჩემი გოგონას ვაძლევ 7 დოლარს ჯიბის ფულისთვის. მე ავუხსენი, რომ რეალურ ცხოვრებაში უფროსებს უწევთ ხელფასის დიდი ნაწილის დახარჯვა და მხოლოდ მცირედის მოხმარება საკუთარი თავისთვის. ამოტომ, ვთხოვ ხოლმე, რომ 5 დოლარი უკან დამიბრუნოს: 1 
დოლარი - ბინის ქირა, 1 დოლარი - წყლის გადასახადი, 1 დოლარი - შუქის გადასახადი, 1 დოლარი - ტელეფონის გადასახადი და 1 დოლარი - საკვებისთვის. დარჩენილი 2 დოლარი ბავშვს შეუძლია დაიტოვოს თავისი საჭიროებებისთვის“.

ასეთი ქმედებებით ესენსს სურს, გოგონა მოამზადოს ცხოვრებისთვის. დედამ საიდუმლოდ დაიტოვა ის, რომ სინამდვილეში ყოველ კვირას გამორთმეულ 5 დოლარს ბანკში უგროვებს თავის გოგონას. საბოლოოდ ამ თანხის გამოყენებას ის 18 წლის ასაკში შეძლებს. თუ მოუნდება დამოუკიდებლად ცხოვრება, მას უკვე 3 000 დოლარი ექნება, ეს კი ცოტა არ არის საწყისი კაპიტალისთვის.

ესენსის პოსტმა 200 000 მოწონება დააგროვა. ათასობით ადამიანი უწონებდა აღზრდის ამ მეთოდს.
«ყოჩაღ თქვენ! თქვენი მეთოდი გადმოვიღე ჩემი შვილების აღზრდაში. ახლა მათ იციან, რომ ფულს არავინ არიგებს ისე უბრალოდ. ფული დამსახურებულად უნდა მიიღო", -
წერს მელისა ტომასი.


ასევე იხილეთ: არ დატოვოთ მოზარდი ჯიბის ფულის გარეშე - როგორ მოქმედებს ბავშვზე ფული?


«არაჩვეულებრივი დედა ხართ! როდესაც ჩემი ბიჭები პატარები იყვნენ, მეც ასე ვასწავლიდი მათ. ახლა კარგი მამები არიან. იციან, როგორ გამოიმუშაონ ფული და როგორ დახარჯონ,“ - წერს კომენტარში მარია ბრომანი.

დადებითი კომენტარების გარდა, აღმოჩნდნენ ამ მეთოდის მოწინააღმდეგეებიც. ისინი თვლიან, რომ აღზრდის ეს მეთოდი სტრესულ მდგომარეობაში ამყოფებს ბავშვს.
«კი ბატონო, დაუგროვეთ შემნახველ სალაროში თანხა, ოღონდ ნუ აიძულებთ ბავშვს მოვალედ იგრძნოს თავი და გადაიხადოს ის გადასახადები, რაც როგორც მშობელს, ისედაც გევალებათ“.
1178
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?