როგორ დავაძინოთ ბავშვი ძლიერ სიცხეში
როგორ დავაძინოთ ბავშვი ძლიერ სიცხეში
ზაფხულის სეზონის ყველაზე შემაწუხებელი პრობლემა ღამით დახუთულ ოთახში ძილია. ამ დროს ბავშვსაც და უფროსსაც ერთნაირად უჭირთ. პატარა შფოთავს, ვერ ისვენებს, ბუნებრივია, ძილის სიმშვიდეც ირღვევა.

ცხელი ოთახის გაგრილების ყველაზე მარტივი საშუალება კონდენციონერია, მაგრამ ეს ფუფუნება არც არის ყველსთვის ხელმისაწვდომი, თანაც ბავშვისთვის კონდენციონერის ნაკადის ქვეშ ძილიც არ არის სასარგებლო. აბა, როგორ მოვიქცეთ? არსებობს რამდენიმე რეკომენდაცია, რომელიც გარკვეულ შვებას მოგგვრით როგორც თქვენ, ასევე ბავშვსაც.

მთავარი წესი - ძილის წინ ნოყიერად არ ივახშმოთ არც
თავად და არც ბავშვმა.  მიირთვით უფრო სწრაფად და ადვილად მოსალანელებელი საკვები. მაწონი, ხაჭო, ხილის ან ბოსტნეული სალათა. ასევე ეცადეთ, რომ ძილის წინ ზედმეტი ფიზიკურ აქტივობა არ გამოიჩინოთ. საღამოს თუ მშვიდად გაატარებთ, უფრო გრილადაც დაგეძინებათ.

აუცილებლად მიიღეთ საღამოს შხაპი. ბავშვიც აბანავეთ. შხაპის ეპექტი გაგრილების საკითხში შეუცვლელია.

თუ საძინებელ ოთახს მზე მთელი დღის ან საღამო განმავლობაში დიდხანს უმზერს, ფანჯრებზე სქელი, სინათლეგაუმტარი ფარდები უნდა ჩამოაფაროთ. ისინი ოთახს გადახურებისგან დაიცავენ.

თუ ვენტილატორით გაგრილება გადაწყვიტეთ, მის წინ სველი ზეწარი ჩამოაფარეთ. იქიდან ბევრად იფრო გრილი ჰაერი დაუბერავს.

საძინებელში წყლით სავსე რამდენიმე ფართოპირიანი ჭურჭელი დადგით (თეფში, პატარა თასი) და შიგნით რამდენიმე წვეთი მენთოლის ზეთი ან პიტნის ეთილირებული ზეთი ჩაასხით (მათი
შეძენა აფთიაქებში შესაძლებელია). ეს ნივთიერებები ოთახს სიგრილის შეგრძნებას ანიჭებს. თან სასიამოვნო არომატიც აქვს.
56294
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი