საკუთარი თავის მხვერპლად შეწირვა ცუდი მაგალითია შვილებისთვის. გადაღლილი ან ავადმყოფი მშობლები უარყოფით ემოციებს განიცდიან, რაც მთელი ოჯახისთვის საზიანოა მედიცინის დოქტორი, ამერიკელი მარიკა ლინდჰორმი ათ წელზე მეტია ასწავლის მენეჯმენტს ვეინბერგის სამხრეთ დასავლეთ უნივერსიტეტში. იგი ESME.com საიტის დამაარსებელია, რომელიც მარტოხელა დედებს ერთმანეთთან აკავშირებს. ლინდჰორმი ყვება, თუ როგორ დადებითად აისახება მშობლის უნარ-ჩვევებზე საკუთარი თავის სიყვარული და გვაძლევს 10 კონკრეტულ რჩევას.
ბავშვის გაზრდა - დიდი შრომაა. საკუთარი თავის სიყვარული კი გვეხმარება ამ გამოწვევებთან განმკლავებაში. გთავაზობთ 10 სტრატეგიას:
1. პრიორიტეტად გაიხადეთ საკუთარი თავის მოვლა და ძილი. გადაღლა და უძილობა - დედობის ხშირი თანამგზავრია. ეს არ არის სწორი! შეძლებისდაგვარად შეეცადეთ იზრუნოთ საკუთარ თავზე ისე, როგორც ზრუნავთ ბავშვზე: ჯანმრთელი კვება, ძილი და ფიზიკური აქტივობა. უძილობა და დაღლა მშობლის ხშირი მეგზურია. საკუთარი თავის მხვერპლად შეწირვა ცუდი მაგალითია შვილებისთვის. გადაღლილი ან ავადმყოფი მშობლები უარყოფით ემოციებს განიცდიან, რაც მთელი ოჯახისთვის საზიანოა.
2. ნუ დამალავთ თქვენს სულიერ ტკივილს. უნდა უმკურნალო არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ფსიქოლოგიურ ტრავმებს. მნიშვნელოვანი ნაბიჯი საკუთარი თავის სიყვარულისკენ - ემოციონალური გამთლიანებაა.
3. ეცადეთ შეინარჩუნოთ ოპტიმიზმი. მიდრეკილი ხართ პესიმიზმისკენ? მუდმივად ცუდის მოლოდინი გაღიზიანებულ მშობლად გაქცევთ. დაიწყეთ ყოველი იმ შემთხვევის დაწერა, როდესაც თქვენი პესიმისტური პროგნოზი არ გამართლდა. ასევე აღნიშნეთ დადებითი ქმედებები და მათი შედეგები. რწმენა თქვენი თავისა და სხვების მიმართ ბავშვს ოპტიმიზმს შეჰმატებს.
მთავარი წესი ოჯახის კეთილდღეობისათვის - დედის ჯანმრთელობაა
4. შეაქეთ საკუთარი თავი. ყოველდღე იფიქრეთ იმაზე, თუ რისი მიცემა შეგიძლიათ თქვენი ბავშვისთვის და როგორ ართმევთ ამ ყველაფერს თავს. შეაქეთ საკუთარი თავი პატარ-პატარა მიღწევებისთვის. თუ თქვენს თავს მიაჩვევთ საკუთარი თავის შექებას, აღარ გექნებათ დანაშაულის შეგრძნება.
5. ისწავლეთ საკუთარი თავის პატიება. შეეცადეთ საკუთარ თავს აპატიოთ ისე, როგორც პატიობთ სხვას.
6. კონცენტრირება მოახდინეთ მადლიერებაზე. მადლიერების გრძნობა, ცხოვრებაში არსებულ დიდ და პატარა მომენტებზე, ჩვენს თვითშეფასებასა და კეთილდღეობაზე მუშაობს. ეცადეთ ყოველდღე გონებით გამოხატოთ მადლიერება.
7. დააწესეთ ჯილდო. იყო მშობელი - არ არის იოლი. დააწესეთ თქვენთვის ჯილდო. მაგ: სოციალურ ქსელში წაიკითხეთ, რომ დღეს დედის დღეა. წადით და რიტუალურად იყიდეთ ახალი ფეხსაცმელი თქვენთვის. ასე შეახსენებთ თქვენს თავს, რომ თქვენი შრომა იმსახურებს ჯილდოს.
8. უარი თქვით არარეალურ მიზნებზე. ნუ დაისახავთ ისეთ მიზანს, თუ იცით, რომ ის ნამდვილად წარუმატებლად დამთავრდება.
9. ისწავლეთ "არას" თქმა. აჩუქეთ საკუთარ თავს დამატებითი დრო და ძალა. ნამდვილ სიხარულს მოგანიჭებთ ის, რაშიც ნამდვილად ხართ დაინტერესებული.
გემუდარებით, ნუ იცხოვრებთ მხოლოდ შვილებისთვის!
10. დაგეგმეთ ავანტიურა და თავგადასავლები. პერიოდული გაქცევა რუტინული შრომისგან სასარგებლოა თქვენი და თქვენი შვილების ფსიქიკისთვის. დამტკიცებულია, რომ ბუნებაში გატარებული დრო ხსნის სტრესს და დადებითად მოქმედებს ბავშვებისა და მშობლების ურთიერთობაზე. ბავშვები იქნებიან კმაყოფილები და თქვენც ყოველდღიური სტრესისა და ქაოსის ფონზე საკუთარ თავს უმაღლეს შეფასებას მისცემთ.
მშობლები ოცნებობენ იმაზე, რომ ბავშვს უყვარდეს და ზრუნავდეს საკუთარ თავზე. მაგრამ ყოველთვის არ გამოგვდის მათთვის მაგალითის მიცემა. აჩვენეთ საკუთარ მაგალითზე, როგორ გააკეთონ ეს. საფასურად მიიღებთ კარგ ჯანმრთელობას და მაღალ თვითშეფასებას.