ექიმი ნარკოლოგის სკანდალური დასკვნა, რომელმაც ბევრი შეაშფოთა ექიმი ნარკოლოგი მენდი სალიგარი თვლის, რომ მოზარდისთვის სოციალურ ქსელში თავისუფალი დროის გატარება იწვევს უფრო საშიშ დამოკიდებულებას, ვიდრე ალკოჰოლიზმი და ნარკომანიაა. ბოლო ათწლეულში სმარტფონების მასობრივად გავრცელება მოხდა. სმარტფონომანებმა მოიცვა ყველა ასაკობრივი ჯგუფი - მოზარდებიდან დაწყებული ხანში შესულებით დამთავრებული. სმარტფონებმა საზოგადოება ისე შეცვალა, რომ არავინ მოელოდა ამას.
ფსიქოლოგ-ნარკოლოგის სიტყვებით, აჩუქო ბავშვს სმარტფონი იგივეა, რაც მისცე მას ერთი გრამი კოკაინი. კლინიკა "Rehab"-ის სპეციალისტი ამბობს: "მე ყოველთვის ვეუბნები ხალხს: როდესაც ბავშვს ხელში აძლევთ პლანშეტს ან ტელეფონს, ჩათვალეთ, რომ აწვდით ბოთლ ღვინოს ან ერთ გრამ კოკაინს". ასევე მან აღნიშნა, რომ მოზარდების ჩვევამ, თავისუფალ დროს სოციალურქსელში ყოფნისა, შეიძლება ახალი ტიპის დამოკიდებულება გაუჩინოს ბავშვს და ეს უფრო საშიშია, ვიდრე ალკოჰოლიზმი და ნარკომანია.
"ეს, რა თქმა უნდა, საშიშად ჟღერს, მაგრამ ახლა ბავშვები 13 წლამდე იძულებული არიან გაიარონ რეაბილიტაციის კურსები ციფრულ ტექნოლოგიებზე დამოკიდებულების გამო", - განაცხადა სალიგარიმ. როგორც რეაბილიტაციის სპეციალისტმა, მან აღმოაჩინა, რომ გაიზარდა ახალგაზრდების რიცხვი, რომლებსაც სურთ განკურნება ციფრული ნარკომანიისაგან. პაციენტების ნახევარზე მეტი 16-დან 20 წლამდე ახალგაზრდაა.
მიზეზები, თუ რატომ არ უნდა შეუწყოთ ხელი ბავშვის გაჯეტებით გატაცებას
რიჩარდ გრემმა, ლონდონის ჰოსპიტალის წამყვანმა კონსულტანტმა და ფსიქიატრმა, ექიმ სალიგართან ერთად გამოაქვეყნა თავისი კვლევების შედეგები. უფროსები 3-დან 4 წლამდე ბავშვებს ხშირად აძლევენ სმარტფონებს. ეს ბავშვები კვირის განმავლობაში მინიმუმ 6,5 საათს ატარებენ ინტერნეტში. სალიგარი და გრეჰემი მივიდნენ დასკვნამდე, რომ საუკეთესო საშუალება ახალ ტექნოლოგიებზე დამოკიდებულებისგან თავის დასაღწევად, მშობლების მხრიდან კომენდანტის საათის დაწესებაა, რაც საშუალებას მისცემს უფროსებს, ლიმიტირებული გახადონ სმარტფონების მოხმარება.
სალიგარი თვლის, რომ ჯერ კიდევ არ არის გვიანი სიტუაციის გამოსწორება. რა თქმა უნდა, ბავშვებს და მოზარდებს არ მოეწონებათ ეს რეგულაციები, მაგრამ უფროსების ჩარევის გარეშე მდგომარეობა უფრო გართულდება. მოზარდებმა არ უნდა ჩათვალონ, რომ გაჯეტების შეუზღუდავი მოხმარება ნორმალურია, თუ ამას ვერ ხედავენ მშობლები და მასწავლებლები.