დედმამიშვილებს შორის ჩხუბი უფრო საყურადღებო აღმოჩნდა, ვიდრე აქამდე ეგონათ
დედმამიშვილებს შორის ჩხუბი უფრო საყურადღებო აღმოჩნდა, ვიდრე აქამდე ეგონათ
ახალგაზრდებს, რომლებიც ბავშვობაში ატერორებდნენ თავიან და-ძმებს ან თავად იყვნენ დაცინვისა და ძალადობის მსხვერპლი, შიზოფრენიისა და სხვა ფსიქიკური აშლილობის განვითარების სამჯერ მაღალი რისკი აქვთ.

უორვისკის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოკითხეს 12 წლის ასაკის 7 000 ბავშვი - თუ როგორი ურთიერთობა ჰქონდათ მათ და- ძმებთან. როდესაც გამოკითხულ ბავშვებს 18 წელი შეუსრულდათ, მათ გაიარეს სტანდარტული გამოკვლევა ფსიქიკური აშლილობის მხრივ. შეგროვებული მონაცემებით აღმოჩნდა: ბავშვობაში რაც უფრო ხშირად ხდებოდა ჩხუბი და უთანხმოება და-ძმებს შორის, მით მაღალი იყო მათში შიზოფრენიის განვითარების რისკი, ბიპოლარული აშლილობა და სხვა ფსიქიკური დაავადებები.

თუმცა, ამ შემთხვევაში არ ჰქონდა მნიშვნელობა იმას, თვითონ იყვნენ კონფლიქტის მიზეზი თუ მათზე იყო განხორციელებული ძალადობა.


როგორ დავამეგობროთ დედმამიშვილები ერთმანეთთან


თუ 12 წლის ასაკში მსგავსი ეპიზოდები კვირაში 2-3-ჯერ ფიქსირდება, ფსიქიკური აშლილობის რისკი 18 წლის ასაკში 2-3-ჯერ მაღალი იქნება იმათგან განსხვავებით, ვისაც ასეთი გამოცდილება არ ჰქონია. ყველაზე მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდებიან ბავშვები, რომლებიც სახლშიც და სკოლაშიც განიცდიან ზეწოლას და დამცირებას. ასეთ შემთხვევაში შიზოფრენიის და სხვა აშლილობის განვითარების რისკი 4-ჯერ მაღალია.

როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, ხშირად მშობლები არ აქცევენ ყურადღებას ბავშვებს შორის კონფლიქტს. თვლიან, რომ დ
ამცირება, წყენა, ცრემლები, დაცინვა, ჩხუბი - ნორმალურია და რომ ბავშვები თვითონ გადაიტანენ ამ პერიოდსა და პრობლემებს. როცა ეს არ არის ჩვეულებრივი კინკლაობა და არის გრძელვადიანი აგრესია ოჯახში ბავშვებს შორის, ეს უკვე დაუშვებელია, არ შეფასდეს მშობლების მხრიდან სათანადოდ. გამოდის, რომ ბავშვს არ რჩება თავისუფალი უსაფრთხო სივრცე, სადაც შეძლებს და აგრესიას დააღწევს თავს. ეს განსაკუთრებით ტრავმულია ბავშვისთვის სკოლის ფარგლებში. ამის გამო ბავშვის ფსიქიკა მუდმივად დაძაბულია. ქრონიკული ტრავმა კი იწვევს ფსიქიკურ აშლილობას.
3368
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
0
რა ვქნათ და ძმა ერთ მომენტში კატა თაგვივით არიან და მერე საუკეთესო მეგობრები მაობელს მათ გაშველებაზე და ჩხუბზე ნერვები აწყდება არადა ისინი თვითონ ვერ ძლებენ უერთმანეთოთ მელას თავის მახჩობელა უყვარდაო ასე არიან დაძმები!არ არსებობს ოჯახი სადაც ბავშვები არ კინკლაობენ.ერთ რჩევას მივცემდი მშობლებს ეცადეთ ერთნაირი რამეები უყოდოთ რომ არ დაიწყონ არა ეს მე მინად ეს მე.ყველანირად ეცადეთ განმუხტოთ კინკლაობა .და არ განასხვაოთ ბავშვები .უფროსები და შუათანები იჩაგრებიან ხშიეად!გაუღვივეთ დედმამისშვილებს ერთმანეთის პატივისცემის უნარი მაგალითად არ აიღოს უფროსი დაიკოს ნივთი დაუკითხავად და ასე შემდეგ .ურთიერთპატივისცემა როცაა კინკლაობა და ჩხუბიც ნაკლებია!
05:36 / 21-12-2019
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?