ბავშვები იმ ხელნაკეთი ნივთების დამზადებას შეისწავლიან, რომლებიც მანამდე, არც ერთ მასტერკლასზე არ გამოყენებულა მშობლების უმრავლესობა კითხვაზე, როგორია იდეალური გასართობი ცენტრი ბავშვისთვის, პასუხობს:
ბავშვი გატაცებით უნდა ჩაერთოს პროცესში გასართობი აქტივობა უნდა იყოს საინტერესო და იმდენად ორიგინალური, რომ სახლში მისი კეთება ბავშვს მობეზრებული არ ჰქონდეს გართობა სასარგებლოც უნდა იყოს განვითარებისთვის ადგილი, სადაც პატარა ერთობა, უნდა იყოს უსაფრთხო და სასიამოვნო განწყობის შემქნელი გასართობი აქტივობა ფინანსურად ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
მშობლების სურვილები გასართობ ცენტრ ბიბლუსი KIDS-ში კარგად გააანალიზეს და ამის შედეგად შეიქმნა ხელსაქმის მასტერკლასების სერია ბავშვებისთვის.
მასტერკლასის ფარგლებში კრაფტის სპეციალისტები პატარებს ადგილზევე ასწავლიან სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთის დამზადებას. მათი რჩევებითა და მითითებებით ბავშვები საკუთარი ხელით ქმნიან ლამაზ ნივთებს.
შესაბამისად, მასტერკლასის ბოლოს მათ საჩუქრად და სამახსოვროდ რჩებათ ლამაზ-ლამაზი ხელნაკეთი სათამაშოები.
სახლში ნამდვილად რთულია ბავშვთან ერთად ხელსაქმე - ნივთის დასამზადებლად ყველა დეტალი შინ არც მოიძებნება, პროცესიც არეულობის მომტანია, წებო, საღებავები, გამოჭრილი მასალების ნაკუწები ბავშვის ხელში ადვილი სამართავი არაა. არადა როგორ უყვართ პატარებს ეს ალიაქოთი...
მასტერკლასებზე კი ეს არეულობა მშობლის პრობლემა აღარ არის, ბავშვები კრაფტის ოსტატების ყურადღების ქვეშ არიან. რაც მტავარია, ხელნაკეთი ნივთების დამზადებას განსაკუთრებული შედეგი მოაქვს. ბავშვებს ის განვითარებაში, თვითრეგულაციაში, კონცენტრაციის და დაგეგმვის უნარების გაუმჯობესებაში ეხმარება.
უახლოესი მასტერკლასი ბიბლუსი KIDS-ში 17 თებერვალს, შაბათს გაიმართება.
ბავშვები იმ ხელნაკეთი ნივთების დამზადებას შეისწავლიან, რომლებიც მანამდე, არც ერთ მასტერკლასზე არ გამოყენებულა.
მასტერკლასი სამ ეტაპად ჩატარდება: 12:00,13:00 და14:00 საათზე.
ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა ადგილზე უნდა შეიძინონ ფოტოზე ნაჩვენები აქსესუარების დასამზადებლად საჭირო მასალები, რომელთა ღირებულებაც დაახლოებით 5 ლარს შეადგენს. სხვა სავალდებულო გადასახადს მასტერკლასი არ ითვალისწინებს.
ეს გასართობი დააინტერესებს 5-9 წლის ასაკის ბავშვებს
მსურველი საკმაოდ ბევრია. ხარსხიანი გაკვეთილისთვის კი ბავშვთა რაოდენობა წინასწრ არის განსზღვრული. ამიტომ დასწრების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ამ ბმულზე
მისამართი: მის: ჭავჭავაძის 7
"ბიბლუსი გალერეა"
☎ 597 74 74 01