უნდა შევჭრათ თუ არა ბავშვს თმა 1 წლის ასაკში და "აცლის" თუ არა სასარგებლო ნივთიერებებს გრძელი თმა
 უნდა შევჭრათ თუ არა ბავშვს თმა 1 წლის ასაკში და "აცლის" თუ არა სასარგებლო ნივთიერებებს გრძელი თმა
ყველა დედიკომ იცის, რომ ერთ წლამდე ბავშვს თმა არ უნდა შეაჭრას. ეს ტრადიცია ბებიებისგან ვიცით. თუმცა, თმის შეჭრის თემას დედა ერთი წლის შემდეგაც სიფრთხილით ეკიდება.
გავრცელებული შეხედულებით, გრძელი თმა, განსაკუთრებით გოგონებში, სასარგებლო ნივთიერებებს შთანთქვს და ამ ნივთიერებების დეფიციტს იწვევს. მეტიც, ზოგ დედას ჰგონია, რომ ამის გამო ბავშვის სიმაღლეში ზრდაც შეიძლება შეფერხდეს.
სინამდვილეში, სამედიცინო თვალსაზრისით, თმის შეჭრას ბავშვის ასაკთან არავითარი კავშირი არა აქვს და ყოველთვის უსაფრთხოა. ასევე ორსულებშიც - თმის შეჭრა არც დედას და არც ნაყოფს სამედიცინო თვალსაზრისით, საფრთხეს არ უქმნის.
პატარა ბავშვისთვის თმის შეჭრასთან დაკავშირებულ ტრადიციებს უფრო საკრალური მნიშვნელობა აქვს. ბიჭებს თმა სულ უნდა გადაპარსონ, გოგონებს კი სიმბოლურად მოაჭრან თმა ოთხივე მხრიდან - შუბლიდან, კეფიდან და მარჯვენა-მარცხენა გვერდიდან.
გოგონებისთვის თმის გადაპარსვა არც ერთ ასაკში არაა სასურველი თუ სამედიცნო დანიშნულება არ მოითხოვს.
ძველად ერთ წლამდე ბავშვს თმას არასდროს სჭრიდნენ, მაგრამ თუ პატარას იგი სწრაფად ეზრდება, და თვალებთან მოდის, ცოტა შეგიძლიათ შეაჭრათ.
ძველად, როცა ერთი წლის ბავშვს თმას სჭრიდნენ გარკვეული რიტუალი ტარდებოდა. პატარას თეთრ სამოსს აცმევდნენ. ბარაქისთვის კანფეტებსა და ხორბალს აყრიდნენ თავზე. ბიჭის თმას გადაპარსვისთანავე წვავდნენ. ხოლო გოგონასას დედა ინახავდა და როცა ის გათხოვდებოდა, ანუ
მამის ოჯახიდან ქმრის ოჯახში გადავიდოდა, მაშინ წვავდნენ.
4991
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?