როგორ ნაწილდება მშობლების ქონება შვილებზე და რომელ შვილს აქვს უპირატესობა?
როგორ ნაწილდება მშობლების ქონება შვილებზე და რომელ შვილს აქვს უპირატესობა?
ქართულ რეალობაში მშობლების მიერ შვილებითვის ქონების გადანაწილება ხშირად არის სადავო საკითხი. გავრცელებული პრაქტიკით, მშობლები საკუთარ ქონებას უმცროს ვაჟს უტოვებენ, ან თუ ქალ-ვაჟი ჰყავთ - უპირატესად ვაჟს, იშვიათად ხდება, როცა მათი  ქონება თანაბრად ნაწილდება თითოეულ შვილზე. იმისა გასარკვევად, თუ რას გვთავაზობს ამ კუთხით კანონი, mshoblebi.ge  იურისტ ჟანა ჩიქოვანს ესაუბრა.   

- ქონების გადაცემისას კანონით არანაირი უპირატესობით არ სარგებლობს არც უფროსი შვილი, არც უმცროსი და არც ბიჭი შვილი. ეს დამოკიდებულია მშობლის ნებაზე. მშობლებიდან შვილებზე ქონების გადაცემის ვალდებულება არ არსებობს. ერთადერთი შემთხვევა ეს არის, როცა მშობელი ხდება მამკვიდრებელი და შვილებს, როგორც მემკვიდრეებს

გადაეცემათ ქონება, როცა მშობელი გარდაიცვლება. თუკი ანდერძი არსებობს,  იმ შემთხვევაში მემკვიდრეობა გადაიცემა ანდერძის მიხედვით, მაგრამ თუ კანონიერ მემკვიდრეებს არ მოიხსენიებს ანდერძში, პირველი რიგის მემკვიდრეებს (პირველი რიგის მემკვიდრეები არიან: გარდაცვლილის შვილები, მეუღლე, მშობლები) შეუძლიათ სავალდებულო წილის მიღება. ეს სავალდებული წილი გათვალისწინებულია კანონმდებლობით.


რა უნდა იცოდეთ განქორწინების დროს ცოლ-ქმრის უფლებებზე, ქონების გაყოფაზე და რის მიხედვით წესდება ალიმენტი

- სავალდებულო წილი რას ნიშნავს?

- სავალდებულო წილი წარმოადგენს სამკვიდროს იმ ნაწილის ნახევარს, რომელიც ერგებოდა მამკვიდრებლის შვილებს, მეუღლეს ან მშობლებს, იმ შემთხვევაში, თუ არ იარსებებდა ანდერძი და სამკვიდროს განაწილება მოხდებოდა კანონით მემკვიდრეებზე. სავალდებულო წილი ნიშნავს, რომ მემკვიდრე მიიღებს კანონით გათვალისწინებული

წილის ნახევარს. მაგალითად, ჰყავს მშობელს სამი შვილი და დაწერა ანდერძი მხოლოდ ერთზე. ანდერძი რომ არ ყოფილიყო დაწერილი, სამი შვილიდან თითოეული მიიღებდა ქონების ერთ მესამედს, მაგრამ რადგან ანდერძი დაიწერა, მაშინ თითოეულ არაანდერძისეულ მემკვიდრეს ეკუთვნის ერთი მესამედის ნახევარი.

რუსკა კილასონია 


36362
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (6)
თაათ
0
ნუ გაგიჟდებიით შვილიც გაურჩეველია და მშობლებზე პასუხისმგებლობაც ერთნაირად აქვთ. რამ გაგაბოროტათ ქონების მაზდევრებს ბედნიერება არ ღირსებიათ გიყვარდეთ და პატივი ეცით მშობლებსაც და დედმამიშვილსაც უკეთესს ვერ შეიძენთ შტერებოო
14:40 / 02-02-2019
მაიას
1
პრივატიზება ვის სახელზეც გაკეთდა, მისი ის ბინა. პრივატიზებამდე სახელმწიფო საკუთრებაში იყო.
17:12 / 29-01-2019
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი