"ჩემი გამოცდილება თქვენც გამოგადგებათ..." ძალიან ხშირად წერენ დედები სხვადასხვა სოციალურ ჯგუფსა თუ გვერდზე, რომ უჩივიან ბავშვების სუსტ ჯანმრთელობას, ხშირ ავადობას. იმაზეც ხშირად წერენ, რომ ექიმმა ამ პრობლემების გადასაჭრელად საცურაო აუზზე სიარული ურჩიათ, მაგრამ ვერ შეარჩიეს კარგი აუზი ან სხვა პრობლემების წინაშე აღმოჩნდენ...
მინდა, ჩემი აზრი და გამოცდილება გაგიზიაროთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით, როგორც ჩვეულებრივმა დედამ, და რასაკვირველია, გამოსავალიც, რომელიც პირადად მე ვიპოვე.
ორი შვილი მყავს - 7 წლის გოგონა და 12 წლის ვაჟი. ჩვენ ხშირი ავადობის პრობლემა არ გვქონდა, რადგან სულ პატარაობიდან საკმაოდ თავისუფლად ვზრდი ორივეს, ხშირად არიან ჰაერზე, სოფელსა თუ კურორტებზე დამყავს აქტიურად და იმუნიტეტს არ ვუჩივით. ერთ-ერთ დამსახურებად მიმაჩნია საცურაო აუზიც, რომელიც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების უცილობენ ატრიბუტად იქცა, თუმცა სანამ ამ რეჟიმში ჩავდგებოდით, საკმაო წინაღობები გვქონდა.
აუზი თავიდანვე გვირჩია ჩვენმა პედიატრმა - იმუნიტეტისთვისაც და გარდა ამისა, უფროსს, ნიკას, ორთოპედიული პრობლემები აქვს - აღმოაჩნდა, ცოტა წონაც აწუხებს ბოლო პერიოდში და საცურაო აუზი მისწრება იქნებაო...
დიდხანს ვეძებე ბავშვებისთვის შესაფერისი აუზი, არც ისე ადვილი ამოცანა აღმოჩნდა - ზოგან ჰიგიენის პრობლემები დამხვდა, ზოგან - უხეში ან უცოდინარი მწვრთნელების, სხვაგან - ისეთი საოცარი ფასები, რომ ორ ბავშვზე ნამდვილად ვერ გადავიხდიდი. ბოლოს მივაგენი იმ აუზს, სადაც ახლა დავდივარ, უკვე წლებია. ბავშვებიც მიეჩვივნენ და ცურვაც რა ხანია, ისწავლეს.
მიუხედავად იმისა, რომ ეს აუზი მაინც ყველაზე კარგია, რაც კი პირადად ვნახე რჩევა-რჩევის დროს, გარკვეული ხარვეზები აქაც არის. როგორც იცით, საქართველოში აუზების უმრავლესობას ძირითადად მაინც ქლორით ასუფთავებენ და სერიოზული გაფილტვრა, რომელიც ძვირი ჯდება, არც ისე ხშირად ხდება. ქლორს თავისი უარყოფითი თვისებები აქვს - განსაკუთრებულად, თვალებთან დაკავშირებით. გოგონას - ანას არ ჰქონია ამ მხრივ გართულებები, აი ნიკას შემთხვევაში კი არაერთხელ აღმოვჩნდით თვალის ექიმთან თვალების წვისა და სიწითლის სიმპტომებით. საბოლოოდ ეს პრობლემაც გადავჭერით და ახლა შესანიშნავად ავეწყვეთ.
გაციებით რომ პრაქტიკულად აღარ ცივდებიან, ეს ერთი, ნიკას ხერხემალსაც ეტყობა უკვე ცურვის შედეგები და გარკვეული ნაბიჯების შემდეგ თვალებზეც აღარ გვაქვს პრობლემა.
ახლა კი ჩემი რჩევები:
1. სანამ ბავშვს ცურვაზე ჩაწერთ, საგულდაგულოდ შეარჩიეთ აუზი, განსაკუთრებით - ჰიგიენის მხრივ. 2. არ დაზოგოთ ფული საჭირო ნივთებზე - პირსახოცი ხარისხიანი უნდა იყოს და კარგად ამშრალებდეს; ქუდი - კარგად უფარავდეს თავს და წყალი არ შედიოდეს; სათვალე იყოს ხარისხიანი და აუცილებლად კარგად მორგებული; ფეხზე აუცილებლად უნდა ეცვას კარგი შლოპანცები და აუზიდან გამოსულმაც კარგად შეიმშრალოს განსაკუთრებულად - თავი და ყურები. 3. თვალების დამცავი უამრავი საშუალება არსებობს, თუმცა ჩვენ ყველაზე კარგად "როტო ჰიდრა" გამოგვადგა (გაითვალისწინეთ, 12 წლიდან ინიშნება და ჩემი ვაჟი უკვე 12-ისაა).ეს სპეციალური თვალის დამატენიანებელი საშუალებაა, რომელიც თვალს ქლორიანი წლით გამოწვეული დაბინძურებისგან იცავს და არა მარტო აუზზე ვიყენებთ, მე პირადად კომპიუტერთან ვმუშაობ დიდხანს და ნიკასთან ერთად მეც ამ საშუალებით ვიცავ თვალებს. 4. როცა ბავშვი აუზზე დადის, აუცილებელია ასევე, რომ აუზზე წასვლამდე ერთი საათი მაინც არ ჰქონდეს მიღებული საკვები და ყოველდღიურად დალიოს მინიმუმ ერთი ლიტრი წყალი. 5. თუ მიიყვანთ აუზზე, ატარეთ სტაბილურად, გაცდენების და ორ-სამთვიანი "არდადეგების" გარეშე - ასე გაცილებით მეტ შედეგს მიიღებთ.
მე მგონი, ეს რჩევები გამოგადგებათ.