როგორ უნდა მოიქცეთ ძლიერი ქარის დროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსალოდნელ ძლიერ ქართან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს და რჩევებს აძლევს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ მოქალაქეები კონკრეტულ სიტუაციაში.
უწყების ინფორმაციით, ამინდის გაუარესების გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყველა დანაყოფი განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს. ყველა იმ ქალაქსა და დასახლებულ პუნქტში, სადაც არსებობს მაღალი რისკი სრულად მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ვითარების შემდგომი გართულების თავიდან ასაცილებლად მიღებულია შესაბამისი პრევენციული ზომები.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს ურჩევს, ძლიერი ქარის დროს შენობის გარეთ ყოფნისას შემდეგი რეკომენდაციები გაითვალისწინონ:
იპოვეთ შენობა და შეაფარეთ თავი; დაიცავით სხეულის მგრძნობიარე ნაწილი (სახე, კიდურები); დარეკეთ 112-ში; შეინარჩუნეთ სიმშვიდე და არ აყვეთ პანიკას ან დაელოდეთ სამაშველო რაზმს დახურულ სივრცეში კი, უწყების რჩევაა, მოსახლეობამ შემდეგი რეკომენდაციებით იხელმძღვანელოს: მყარად დამაგრეთ ყველა ის ნივთი, რომელიც შეიძლება ჩამოვარდეს ძლიერი ქარის შედეგად; დახურეთ ფანჯრები, ჟალუზები, რათა დაიცვათ თავი დამტვრეული მინისგან; მიიღეთ განახლებული ინფორმაცია ამინდის პროგნოზის ან/და ევაკუაციის გეგმის შესახებ; იმ შემთხვევაში, თუ იმყოფებით ევაკუაციის ზონაში, ყურადღებით მოუსმინეთ ინსტრუქციებს ან დარეკონ 112-ში. საქართველოში დღეს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს. ზღვაზე მოსალოდნელია 4–5 ბალიანი შტორმი. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში მოთოვს, ზოგან შესაძლებელია ქარბუქი.
როგორ უნდა მოიქცეთ ძლიერი ქარის დროს
აღმოსავლეთ საქართველოში ქარი დღის მეორე ნახევრიდან გაძლიერდება. განსაკუთრებით ძლიერი ქარი იქროლებს: შიდა ქართლში, თბილისში და კახეთის ზოგიერთ რაიონში. კერძოდ, 9 მარტს საღამოსა და 10 მარტის ღამის საათებში შესაძლოა ქარის სიჩქარე 28–30 მეტრ წამამდე გაიზარდოს. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 10–12 გრადუსი იქნება, მთიან რაიონებში 7-9 გრადუსი, მაღალმთიან რაიონებში- –1+4; აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლში, დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 10-12 გრადუსი იქნება, კახეთის რეგიონში – 12–14 გრადუსი.
თბილისში წვიმაა მოსალოდნელი, რომელიც დღის მეორენახევრამდე გაგრძელდება. დღისით თბილისში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 12 გრადუსი იქნება.