მკვეთრი შუქი ძილის წინ საზიანოა ბავშვებისთვის
მკვეთრი შუქი ძილის წინ საზიანოა ბავშვებისთვის
მეცნიერები რჩევას აძლევენ მშობლებს: დაძინებამდე 1 საათით ადრე გამოართვან ბავშვებს სმარტფონები და პლანშეტები.

საქმე ისაა, რომ მკვეთრი შუქის ზემოქმედების შედეგად თითქმის მთლიანად ქვეითდება "ძილის ჰორმონის" - მელატონინის გამომუშავება ბავშვის თავის ტვინში. ამ ჰორმონის გამომუშავება კიდევ არ ხდება 50 წუთის შემდეგ მას შემდეგ, რაც შუქი ჩაქრება. მელატონინი არეგულირებს დღე- ღამურ რიტმს და აქედან გამომდინარე ყველა ძირითად პროცესს, რომელიც მიმდინარეობს ბავშვისა და მოზარდის ორგანიზმში. ნორმაში ჰორმონის კონცენტრაცია იზრდება ღამის საათებში და მცირდება დღის განმავლობაში. მელატონინის სინთეზის (ნორმალური რიტმის) დარღვევა ნეგატიურად აისახება არა
მარტო ძილის ხარისხზე, არამედ ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებაზე.

ამის შესახებ მშობლებს აფრთხილებენ კოლორადოს უნივერსიტეტის მკვლევარები. განსაკუთრებით საყურადღებოა მკვეთრი შუქის უარყოფითი გავლენა მელატონინის გამომუშავებაზე, რაც გამოწვეულია ბავშვებში სხვადასხვა ელექტრომოწყობილობების ზეგავლენით. სკოლამდელი ბავშვებისთვის ეს ნიშნავს არა მარტო ჩაძინებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, არამედ მომატებულ ძილიანობას მთელი დღის მანძილზე. დღე- ღამური რიტმის ქრონიკულმა უკმარისობამ შეიძლება გამოიწვიოს ბიოლოგიური პროცესების ნორმალური მიმდინარეობის დარღვევა, რაც ძალზე მნიშვნელოვანია ბავშვების განვითარებისა და ჯანმრთელობისათვის.
727
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?