"როცა ბავშვი მხრებში მოხრილია, ბეჭებში არ გაასწოროთ, მუცელი შეწიოს" - მოცეკვავეების რჩევები ლამაზი აღნაგობისთვის
"როცა ბავშვი მხრებში მოხრილია, ბეჭებში არ გაასწოროთ, მუცელი შეწიოს" - მოცეკვავეების რჩევები ლამაზი აღნაგობისთვის
ლამაზი აღნაგობა, მუდამ ახალგაზრდული იერი და გრაციოზული მიხრა-მოხრა ნებისმიერი ქალის ოცნებაა. მოცეკვავეებს კი ეს თვისებები ყოველთვის გამოარჩევთ სხვებისგან. ანსამბლ სუხიშვილების მოცეკვავემ, თეა დარჩიამ გადაცემა "სხვა შუადღეში" ქალებს ძალიან სასარგებლო რჩევები მისცა და ცეკვის რამდენიმე ილეთიც ასწავლა. რა არის ის ხრიკი, რითაც მოცეკვავეები განსხვავებულად, სულ კარგ ფორმაში არიან?
-  მთავარი ის არის, რომ სულ ტონუსში ხარ და ამით უზარმაზარ სიამოვნებას იღებ, ენდორფინები ასხამს ორგანიზმიდან. ენდორფინი ხომ ბედნიერების ჰორმონია, რომელიც ადამიანებს ძალიან გვჭირდება, მითუმეტეს ახლა, ამ ეპოქაში. ქალბატონებს ასაკში განსაკუთრებულ პრობლემას უქმნის
მკლავებზე ჩამოშვებული კანი. ასე რომ არ მოხდეს, ქართულ ცეკვაში ხელი სულ ზემოთ არის და გვეხმარება სხეული სულ ფორმაში, ტონუსში გვქონდეს.
ქალბატონებს ვურჩევ, ეცადონ, მუცლის კუნთი შესუნთქული იყოს. როგორც კი მუცელს შეისუნთქავთ, მომენტალურად სწორდება ხერხემლის კუნთები.

-  ქართული ცეკვის მოცეკვავეები განსაკუთრებით ვარჯიშებს მიმართავენ, თუ ყველაფერი არის თქვენი რეჟიმის დამსახურება?
-  ქართული ცეკვა იმხელა ენერგიას და შინაგან წვას ითხოვს, არანაირად არ გჭირდება ზედმეტი არაფერი. უბრალოდ თუ ქალს უნდა მთელი ცხოვრება ფორმაში იყოს, მუცლის კუნთი ეჭიროს, საჯდომის კუნთი ეჭიროს და ყველაფერი მწყობრში ჩადგება. ხელს რაც შეეხება, ხელი გვიჭირავ იმ კუნთით, რომელიც შემდეგ ასაკში ეშვება. არცერთ ქართულის
მოცეკვავე ქალს, რომელიც დღემდე ცეკვავს, გამორიცხულია რომელიმე კუნთი მოუდუნდეს.
არჩილ სოლოღაშვილი, გადაცემის წამყვანი:
როცა ბავშვი მხებში მოხრილია, არასოდეს ბეჭებში არ გაასწოროთ. მიეცით საშუალება დადგეს და მუცელი შეწიოს. ამ დროს ფიზიოლოგიურად ზუსტად ისე სწორდება ხერხემალი, როგორც ბუნებრივად უნდა იყოს.

იხილეთ ვიდეო

მოამზადა მანანა გაბრიჭიძე

7945
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?