როგორ უნდა იცნოთ ცხენის ან ვირის ხორცი დახლებზე
როგორ უნდა იცნოთ ცხენის ან ვირის ხორცი დახლებზე
გასულ კვირას AMBEBI.GE თბილისში, კერძოდ, გლდანის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილ დახლებზე, ცხენის ხორცით სავარაუდოდ ვაჭრობაზე წერდა. ამ საკითხით ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებლის მიერ გამოქვეყნებული პოსტის შემდეგ დავინტერესდით, საუბარი იყო იმაზე, გლდანში თუ როგორ კლავენ ცხენებს და საქონლის ხორცად ასაღებენ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შეტყობინება არ მიუღიათ, თუმცა გლდანში ცხენის ხორცის რეალიზაციის ფაქტები აქამდე დაფიქსირებულა, რასაც სააგენტოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვა.

თეა შველიძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი:

"სურსათის ეროვნულ სააგენტოს არცერთი შეტყობინება სოციალურ ქსელში გავრცელებულიც კი, არ
დაუტოვებია რეაგირების გარეშე. როდესაც ინტერნეტმომხმარებელს აქვს ასეთი ფაქტი, მისი ვალდებულებაც არის, რომ დარეკოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელ ხაზზე და დატოვოს შეტყობინება. თუ მომხმარებელი ითანამშრომლებს ოფიციალურ უწყებებთან, არავინ დატოვებს მომხდარს რეაგირების გარეშე. როგორც აღნიშნეთ, საუბარია გლდანის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ანუ იქ არსებულ გარევაჭრობაზე. გეტყვით, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო აკონტროლებს რეგისტრირებულ ბიზნესოპერატორებს.

- ვინ აკონტროლებს აგრარულ ბაზარს?

- აგრარული ბაზრის შემოწმების შესახებ სისტემატურად ვავრცელებთ ინფორმაციას. ხორცის კონტროლი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რადგანაც ის მაღალი რისკის სურსათს მიეკუთვნება და მნიშვნელოვანია, დაცული იყოს შენახვისა და რეალიზაციის პირობები. რაც შეეხება ცხენის ხორცს, გეტყვით, რომ მიუხედავად იმისა, რომ რეგისტრირებულ ბიზნესოპერატორებს
ვამოწმებთ, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, გასულ წელს, 500 კილოგრამზე მეტი ცხენის ხორცი გამოავლინა გლდანის მიდებარე ტერიტორიაზე. განაგრძეთ კითხვა
2656
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?