ჩაატარეთ ეს ტესტი და გაარკვევთ, აქვს თუ არა თქვენს შვილს "ელექტრონული ეკრანის სინდრომი"
ჩაატარეთ ეს ტესტი და გაარკვევთ, აქვს თუ არა თქვენს შვილს "ელექტრონული ეკრანის სინდრომი"
1 / 2
Next
ტესტი მოწოდებულია ამერიკელი ფსიქიატრის, წიგნ "გადატვირთეთ საკუთარი შვილის ტვინი"-ს ავტორის - ვიქტორ დანკლის მიერ.

რამდენი ხანი შეიძლება ბავშვებისათვის სმარტფონის, პლანშეტის ან ტელევიზორის ეკრანის ყურება?

დამოკიდებულების აღმოცენებამდე კარგა ხნით ადრე, ბავშვის მგრძნობიარე ნერვული სისტემა შესაძლოა ზედმეტად აღეგზნოს ელექტრონული მოწყობილობების ეკრანთან არც თუ ისე დიდი დროის, მაგრამ რეგულარულად ყოფნის შედეგად.
აქედან გამომდინარე ბავშვის ტვინი მუდამ ქრონიკული სტრესის მდგომარეობაშია და შუბლის წილების მოკლე ჩართვასაც კი განიცდის. ამ დროს აღმოცენებული სიმპტომები შესაძლოა სულიერი აშლილობის სიმპტომებს წააგავდეს. თუ სულიერი აშლილობა ისე
დაც არის, შესაძლებელია მისი გაღრმავება და გაძლიერებაც. გარდა ამისა, ყოველივე ამას სწავლაში პრობლემების შექმნაც შეუძლია.

ვიქტორ დანკლი ასეთ მდგომარეობას "ელექტრონული ეკრანის სინდრომს" უწოდებს. დაკვირვების დასაწყისში მშობლებისათვის სასურველია სინდრომის არსებობის ამოცნობა (ამაში არ იგულისხმება ისეთი აშკარა გამოვლინებები, როგორიცაა სმარტფონის, პლანშეტის ან ტელევიზორის ეკრანთან ყოფნის დაუოკებელი სურვილი). გაიარეთ ეს ტესტი და თავად მიხვდებით, გაქვთ თუ არა შეშფოთების საბაბი.
  • გამოიყურება თუ არა თქვენი ბავშვი მუდმივად აღელვებულად?
  • იძაბება თუ არა იგი უმნიშვნელო მიზეზის გამო?
  • ემართება თუ არა სრულფასოვანი მრისხანების შემოტევა?
  • გახდა
    თუ არა ბავშვი თავხედი და არაორგანიზებული?
  • ღიზიანდება თუ არა, როცა ტელეფონის დადების ან კომპიუტერიდან ადგომისკენ მოუწოდებთ?
  • შეგიმჩნევიათ თუ არა გუგების გადიდება ელ. მოწყობილობების მოხმარების შემდეგ?
  • გაურბის თუ არა ბავშვი მხედველობით კონტაქტს ელ. მოწყობილობების მოხმარების შემდეგ?
  • შესაძლებელია ითქვას, რომ თქვენ ბავშვს ეკრანი იზიდავს?
  • ხდება ზოგჯერ ისე, რომ ამჩნევთ: ბავშვი ძველებურად არ აკეთებს მისთვის ჩვეულ საქმეს?
  • ბავშვს პრობლემები აქვს მეგობრებთან დაუფიქრებელი საქციელების გამო?
  • ღელავთ იმის გამო, რომ ბოლო ხანებში ბავშვის ინტერესმა გარე სამყაროს მიმართ იკლო და ის ახლა ძირითადად ახალი ვიდეოების ყურებით, კომპიუტერული თამაშებით და ინტერნეტითაა დაკავებული?
  • იგრძნობა თუ არა, რომ მისი ბუნებრივი ინტერესები დაქვეითდა?
  • ბავშვის სწავლის დონემ იკლო, მოსწრება მის პოტენციალზე ბევრად ნაკლებია და მიზეზს კი ვერავინ ხვდება?
  • მასწავლებლები, ექიმები ვარაუდობენ, რომ ბავშვს შესაძლოა ბიპოლარული აშლილობა, დეპრესია ან ჰიპერაქტიურობის და ყურადღების დეფიციტის სინდრომი სჭირდეს და ოჯახში კი ამის მსგავსი გენეტიკური განწყობა არ არსებობს?
  • ყველა ექიმი სხვადასხვა დიაგნოზს სვამს და როცა წამლებსაც ნიშნავენ, თქვენ რაღაცის გამო არ ეთანხმებით ამ ამბავს?
  • თქვენს ბავშვს უკვე დასმული აქვს დიაგნოზი. მაგალითად აუტიზმი, სიმპტომები ეკრანთან გატარებული გარკვეული დროის შემდეგ ძლიერდება?
  • დაღლილი, მაგრამ ზედმეტად აგზნებული ბავშვი ხშირად ვერ იძინებს და თუ იძინებს, მაინც გამოუძინებელი რჩება?
  • ბავშვი არაფრისადმი არ იჩენს ინტერესს და უყურადღებოა დეტალების მიმართ?
  • თქვენ შეგიძლიათ თქვათ, რომ ბავშვი სტრესულ მდგომარეობაშია, მაგრამ ამის მიზეზს ვერ ხედავთ?
  • თქვენი ბავშვი დადის სკოლის ფსიქოლოგთან, მაგრამ უშედეგოდ?
  • თქვენ ყოველთვის მოგდით უსიამოვნება ელექტრონულ ეკრანთან დაკავშირებით (შეზღუდვა, დრო, მეცადინეობა, ახალი მოწყობილობის ყიდვა და ა.შ.)?
  • ბავშვი ყოველთვის იტყუება სმარტფონთან, კომპიუტერთან და ტელევიზორთან გატარებული დროს ხანგძლივობის შესახებ?
  • მიაქვს მცირე ზომის მოწყობილებები ლოგინში?
  • ბავშვს იმდენად არ უყვარს წაგება, რომ ეს ფაქტორი მის ადამიანებთან ურთიერთობაზეც მოქმედებს?
  • ბავშვს ცოცხალ ურთიერთობებზე უფრო ქსელური ურთიერთობები მოსწონს?
  • თქვენ ვეღარ აკონტროლებთ ბავშვის მიერ ეკრანთან გატარებული დროის ხანგძლივობას, რადგან მისი მწვავე რეაქცის გეშინიათ. დაიღალეთ თუ დანაშაულის გრძობა გაგიჩნდათ მის მიმართ?
  • თქვენ გაურბიხართ ბავშთან ერთად ყოფნას, რადგან შიშობთ, რომ ეს არასასიამოვნო იქნება. მისდამი ნეგატიური გრძნობებმა ხომ არ დაისადგურა თქვენში?
გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე და იხილეთ შედეგები
1 / 2
Next
10091
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
სუსი
0
ეს მსოფლიო პრობლემაა და ვერ მოვერევით უფროსები იმიტომ რომ უფროსებსაც იგივე დაავადება გვჭირს, ასე არ არის? ჩვენც დამოკიდებულები ვართ და შემძვრალები სმარტფონებში, სადღაა ცოცხალი ურთიერთობები, ერთმანეთის გვერდით ვზივართ და
08:39 / 23-03-2018
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი