როგორ ნაწილდება ქონება განქორწინების შემდეგ
ვის, როგორ და რა რაოდენობის წილი ერგება მშობლების, ბებია-ბაბუის, მეუღლის თუ სხვა ახლობლის დანატოვარი ქონებიდან, ეს საკითხი ხშირად ხდება დავის საგანი. ამ თემას ჩვენ ადრეც შევეხეთ, თუმცა შეკითხვები კვლავ დაგროვდა. mshoblebi.ge იურისტ ჟანა ჩიქოვანს ესაუბრა და რედაქციაში შემოსულ შეკითხვებზე სთხოვა პასუხები:
- კანონით უფროს დებს წილი ეკუთვნით. თუმცა მოცემულ შემთხვევაში პასუხის გასაცემად სრული ინფორმაცია არ გვაქვს ხელთ. საჭიროა ვიცოდეთ, რა ფორმით მოხდა ბინის თქვენზე გადაფორმება და როდის? ( ჩუქება; ნასყიდობა), ასევე მშობლების გარდაცვალების მომენტისათვის ცხოვრობდნენ თუ არა თქვენი დები აღნიშნულ სახლში, ჩაწერილი იყვნენ თუ არა მისამართზე, ანუ ხომ არ მიიღეს სამკვიდრო ქონება ფაქტობრივად. ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ იქნება შესაძლებელი პასუხის გაცემა.
- შვილიშვილები კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის(ანუ ბებიის გარდაცვალების დროს) ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა. შესაბამისად ბებიის ქონებას შვილიშვილები მიიღებენ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც მის მშობელს ეკუთვნოდა. წილი გამოითვლება იმისდა მიხედვით, თუ რამდენი შვილი ყავდა ბებიას და თქვენ, სამნი, მხოლოდ ბებიის ერთი შვილის შვილიშვილები ხართ თუ სხვადასხვა შვილის შვილიშვილები ?
როგორ ნაწილდება მშობლების ქონება შვილებზე და რომელ შვილს აქვს უპირატესობა?
- სამკვიდრო მიღებული უნდა იყოს სამკვიდროს გახსნის დღიდან (მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან) 6 თვის განმავლობაში, მიმართოს სანოტარო ბიუროს, ან სამკვიდრო ქონება მიიღოს ფაქტობრივი ფლობით. მემკვიდრემ, რომელიც ამ ვადას არ დაიცავს, შეიძლება დაკარგოს სამკვიდროს მიღების უფლება. სამკვიდროს მიღების ვადის გასვლის შემდეგ მემკვიდრემ, რომელმაც ეს ვადა გაუშვა, შეიძლება მაინც მიიღოს მემკვიდრეობა, თუ ამაზე თანახმა იქნება სამკვიდროს მიმღები ყველა მემკვიდრე. ასევე, სამკვიდროს მიღების ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომაც, თუ ვადის გადაცილების მიზეზი საპატიოდ იქნება მიჩნეული.
- დიახ, უარი უნდა თქვან სამკვიდრო წილზე. სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის ვადა სამი თვეა იმ მომენტიდან, როდესაც მემკვიდრემ შეიტყო ან უნდა შეეტყო სამკვიდროს გახსნის (მამკვიდრებლის გარდაცვალების) შესახებ. საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში სასამართლოს მიერ ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ არაუმეტეს ორი თვით. მემკვიდრის უარი უნდა გაფორმდეს ნოტარიუსის მიერ. ამ ვადის გასვლის შედეგად მემკვიდრეს თავის წილ სამკვიდროზე უარის თქმის უფლება აღარ აქვს.
- არა, ბინის პრივატიზება არ უთანაბრდება ქონების ანდერძით გადაცემას, ვინაიდან სხვადასხვა სამართლებრივი შედეგი შეიძლება მოჰყვეს მას.
- იმისათვის, რომ გარდაცვლილის ქონება გადავიდეს მემკვიდრეზე, საჭიროა მემკვიდრემ სამკვიდრო ქონება მიიღოს კანონით დადგენილი წესითა და პირობებით, მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში, სანოტარო ბიუროსათვის მიმართვით, ან 6 თვეში ფაქტობრივად სამკვიდრო ქონების მიღებით და შემდეგ სასამართლოსათვის მიმართვით.
- პასუხის გასაცემად საჭიროა მეტი ინფორმაციის ცოდნა. ზოგადად კი მარეგისტრირებელ ორგანოში, საჯარო რეესტრში უნდა წარადგინოთ მართლზომიერი ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ასეთის არარსებობის შემთხვევაში მოგიწევთ სასამართლოსთვის მიმართვა.
- თქვენ ქორწინებაში შეძენილი ქონების ნახევარი გეკუთვნით. სასამართლოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია გადიდდეს თქვენი წილი, იმის გათვალისწინებით, თუ არასრულწლოვანია შვილი და მან უნდა იცხოვროს თქვენთან.
- ქონების გაყოფისას ქორწინების ხანდაზმულობას მნიშვნელობა არა აქვს. თუ ქონება მეუღლეებმა ერთად შეიძინეს, მაშინ ეს ქონება თანასაკუთრებაა და განქორწინების შემდგომ (განქორწინებიდან 3 წელიწადში) ის გაიყოფა თანაბრად.
რუსკა კილასონია