"დედა აფთიაქში შევიდა და ბავშვი გარეთ დაუტოვებია" - აჟიოტაჟი დაკარგული 4 წლის ბავშვის გარშემო
"დედა აფთიაქში შევიდა და ბავშვი გარეთ დაუტოვებია" - აჟიოტაჟი დაკარგული 4 წლის ბავშვის გარშემო
1 / 2
Next
თბილისში, ვაკის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე გამვლელებმა 4 წლის ბავშვი იპოვეს, რომელიც მშობლებს დაეკარგათ... ეს ინფორმაცია გუშინ საღამოს სოციალურ ქსელში გავრცელდა. როგორც პოსტის ავტორი კომენტარებში განმარტავდა, დედა აფთიაქში შესულა და ბავშვი ცოტა ხნით გარეთ დაუტოვებია... გარეთ გამოსულს კი ვეღარსად დაუნახავს პატარა… პოსტს, რა თქმა უნდა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგი მშობელს ჰკიცხავდა და მათთვის ბავშვის ჩამორთმევაც "ეცოტავებოდა", ზოგს კი ბავშვის დაკარგვის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტის გამოქვეყნება და ზედ დართული ბავშვის ფოტო უფრო დიდ დანაშაულად მიაჩნდა. 

საბოლოოდ, ბავშვის პოვნა პატრულის თუ ფეისბუქის დახმარებით,
მალევე მოხერხდა. ბავშვი ოჯახს დაუბრუნდა და ამჯერად ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.
თუმცა ბავშვის დაკარგვის შემთხვევები საკმაოდ ხშირია და არც მომავალში ვართ დაზღვეულები მსგავსი უსიამოვნებისგან. შესაბამისად, მშობელმაც და მპოვნელმაც უნდა იცოდეს, როგორ იმოქმედოს ამ დროს სწორად, რათა ინციდენტი რაც შეიძლება მალე, მინიმალური სტრესით და ზედმეტი პრობლემის გარეშე დასრულდეს.

როგორც შსს-ს წარმომადგენელმა, ნინო ცხადაძემ განმარტა, კავსაძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტში პატრული 40 წუთის შემდეგ ჩაერთო, რადგან მანამდე არავის დაურეკავს.
"თუ არ დარეკავენ, ვერასოდეს მივა პატრული!. ... ფეისბუკზე დაპოსტვას მსგავს სიტუაციაში ყოველთვის ჯობია 112-ზე დარეკონ. ამჯერად ყველაფერი კარგად დამთავრდა, ბედნიერად ჩავაბარეთ ბავშვი მშობლებს, არავინ გაწვალებულა."

სოციალური მომსახურების სააგენტოს
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი – ტატა გამყრელიძე:


გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე
1 / 2
Next
9868
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
სუსი
0
რა საინტერესოა, რატომ დატოვა ქუჩაში 4 წლის ბავშვი, ვერ შეიყვანა აფთიაქში? საოცარია პირდაპირ.
15:05 / 24-03-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```