თუ ტრანსპორტში ცუდად ხდებით - ეს რჩევები თქვენთვისაა
მოძრაობის ავადმყოფობა - ხასიათდება სისუსტით, თავბრუსხვევით, მომატებული ნერწყვდენით, გულისრევით და ღებინებით.ეს სიმპტომები დამახასიათებელია ვესტიბულარული აპარატის ხანგრძლივი გაღიზიანებით (ხანგრძლივი მგზავრობა, ფრენა და ა.შ.).
თუ თქვენც გაწუხებთ მსგავსი სიმპტომები, ჩვენი რჩევები გამოგადგებათ.
გადაჯექით წინა სავარძელზე; იყურეთ მოძრაობის მიმართულებით; იყურეთ რაც შეიძლება შორს და პირდაპირ; კარგად მიადეთ თავი საზურგეს; გააღეთ ფანჯარა და ისუნთქეთ ღრმად; პატარა ყლუპებით დალიეთ წყალი, წვენი, ჩაი; პირში ჩაიდეთ ყინულის კუბები, პიტნის ტაბლეტები და წუწნეთ; 30-40 წუთში ერთხელ გააჩერეთ სატრანსპორტო საშუალება და გადმოდით (თუ ამის საშუალება არის); გამოიყენეთ სპეციალური პრეპარატები (ექიმთან შეთანხმებით), რომლებიც შეამცირებს სიმპტომებს. პროფილაქტიკა
მგზავრობის წინ მოერიდეთ კარგად დანაყრებას და ცხიმიანი საკვების მიღებას არ მიიღოთ ალკოჰოლური, ტკბილი გაზიანი სასმელი. ასევე მარილიანი და რძის პროდუქტები. საკვები მიიღეთ გამგზავრებამდე 1,5-2 საათით ადრე. თვითმფრინავში შეძლებისდაგვარად დაჯექით თვითმფრინავის ფრთასთან; მოერიდეთ გადახურებას; გამგზავრებამდე დაგეგმეთ ვიზიტი ექიმთან. შეათანხმეთ ისეთი პრეპარატების მიღება, რაც შეამცირებს მგზავრობასთან დაკავშირებულ სიმპტომებს.