თურმე როგორ გაბედა და ამ თემაზე ღიად დაწერა ქალებს რომ ამ ქვეყანაში ბევრი პრობლემა გვაქვს, ამას მტკიცება აღარ უნდა. მაგრამ არც თავად ვინდობთ საკუთარ თავებს. პროფესიით ექიმი ვარ და სულ ვაქცევ ყურადღებას სამედიცინო თემატიკის ჯგუფებს თუ პოსტებს. ერთმა პოსტმა, უფრო სწორად, პოსტზე რეაქციამ საგონებელში ჩამაგდო... ქალი დახურულ ჯგუფში წერდა, რომ კლიმაქსის პრობლემები აქვს და ითხოვდა, რაიმე საშუალებას ხომ არ მირჩევთ, უკეთესად გავხდეო. ეს ჯგუფი სწორედ ასეთი კითხვებისთვის და რჩევებისთვისაა. და როგორ ფიქრობთ, რა მოჰყვა ამ პოსტს? სირცხვილი და თავისმოჭრა. სხვას ვერაფერს დავარქმევ საპასუხო კომენტარებს. კომენტარების ავტორები ძირითადად ქალები იყვნენ და იცით, რა იყო მათი პასუხი შეწუხებული ქალის თხოვნაზე? თურმე როგორ გაბედა და ამ თემაზე ღიად დაწერა. კლიმაქსზე კითხვის დასმა როგორ შეიძლება, ეს ქალმა როგორ უნდა გაამხილოს? თურმე ეს ყოფილა უპატიებელი დანაშაული, თავისმოჭრა, ნამუსზე ხელის აღება... რაც ქალებმა დააკლეს, კაცებმა დაასრულეს - მათაც თავის მხრივ არ დაინდეს და „ჩაქოლეს“ „უსირცხვილო ქალი“...
იცით, რა მინდა გითხრათ ძვირფასო ქალებო და კაცებო, ცოლებო და ქმრებო. კლიმაქსი არც სირცხვილია და არც თავისმოჭრა. ასაკობრივი მოვლენაა და ვერცერთი ქალი ამის გარეშე ვერ დაბერდება. ტყუილად გგონიათ, რომ კლიმაქსს დამალვის მეტი არაფერი სჭირდება. ზოგჯერ ისეთი გამოვლინებები აქვს, ბევრ დაავადებაზე რთული სამკურნალოა და არანაკლებ ყურადღებას, ჩარევას თუ ექიმის რეკომენდაციას საჭიროებს.
იცით, ამ დროს რა მდგომარეობაშია ქალი? აქვს ალები, რომელიც საშინლად შემაწუხებელია, საშინელი ოფლიანობა, თავბრუსხვევა, გულის აჩქარება, წნევის ცვალებადობა. ამ ყველაფერს დეპრესია, ძილის დარღვევა და გადამეტებული შფოთვა ერთვის და ეს ყველაფერი თვეობით გრძელდება.
სინამდვილეში ეს ავადმყოფობა არ არის, უბრალოდ ფიზიოლოგიური მდგომარეობაა, როცა ასაკის გამო ქალური ჰორმონები, ესტროგენები მკვეთრად კლებულობს. რაც უფრო მკვეთრია ეს ვარდნა, მით უფრო რთული გადასატანია კლიმაქსი. ამ ჰორმონების დეფიციტი კი ძალიან ბევრი დაავადების მიზეზი შეიძლება გახდეს.
წარმოიდგინეთ, შუახნის ქალი, რომელმაც დაზარდა შვილები, შეუქმნა მათ მომავალი, წლები მოანდომა ოჯახის კეთილდღეობის შექმნას, მხარში ედგა ქმარს, უვლიდა მთელ ოჯახს, კარიერაშიც გარკვეული მიღწევები და ნორმალური შემოსავალი აქვს და ახლა, როცა თავისი შრომის შედეგი უნდა მოიმკას, ეს ასაკობრივი პრობლემა უტევს, აწუხებს, ზოგჯერ ცხოვრებასაც უმწარებს და ამ დროს რა ქნას? გაჩუმდეს და შეეგუოს, რომ „ესაა ქალის“ ბედი? 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ, აღარ არის საჭირო ასეთი ტანჯვა, როცა მედიცინას აქვს ამის ადვილად გადატანის საშუალება.
ძვირფასო ქალებო, დედებო, შვილებო, ცოლებო და ქმრებო - კლიმაქსის პერიოდში ქალის ორგანიზმს მიშველება სჭირდება. მსუბუქ და საშუალო სირთულის შემთხვევებში საკმარისია პრეპარატი, რომელიც სწორედ იმ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებიც ესტროგენების დეფიციტის დროს ქალის ორგანიზმს გააძლიერებს. ხელს შეუწყობს ძვლოვანი სისტემის ჯანმრთელობის შენარჩუნებას, აგრეთვე ნერვული, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური ფუნქციონირებას. ასეთი გახლავთ ბრიტანული წარმოების „მენოპეისი კალციუმი“, რომელიც ჩამოთვლილ პრობლემებს საგრძნობლად შეგიმცირებთ. რაც შეეხება რთულ შემთხვევებს, როცა მკურნალობაა ჩასატარებელი, ამ მკურნალობის შედეგის შესანარჩულებლადაც „მენოპესის კალციუმი“ გამოგადგებათ. უნდა მიიღოთ ორი აბი დღეში ძირითადი კვების დროს ან დაუყოვნებლივ მის შემდეგ წყალთან ან სხვა ცივ სასმელთან ერთად. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.
იფიქრეთ საკუთარ თავზე.. იქნებ დედა, სულაც დედამთილი გყავთ ამ ასაკში. გაუგეთ და დაეხმარეთ, რითაც შეძლებთ. რაც მთავარია, ქალებმა მეტი თანადგომა გამოვიჩინოთ ერთმანეთის მიმართ.
წაიკითხეთ ასევე:
„კლიმაქსი“ მამაკაცებში - თუ თქვენს ქმარს ეს ნიშნები აქვს, დროულად მიიღეთ ზომები!