ზოგჯერ პატარა იმდენად ეჩვევა დაბლენდერებულ საკვებს, რომ მასზე უარის თქმა და მყარ, საღეჭ საკვებზე გადასვლას ძალიან უჭირს ზოგჯერ პატარა იმდენად ეჩვევა დაბლენდერებულ საკვებს, რომ მასზე უარის თქმა და მყარ, საღეჭ საკვებზე გადასვლას ძალიან უჭირს. საჭმლის პატარ-პატარა ნაწილაკებიც კი რომ ხვდება პირში, გულს ირევს და უარს ამბობს ჭამაზე. ზედმეტად რომ არ მიეჩვიოს ფაფის კონსისტენციის საკვებს, თადარიგი 6 თვიდან დაიჭირეთ - ამ დროს შეიძლება ორცხობილა დააჭერინოთ ხელში ან გამომშრალი პური.
თუ ბავშვი 1-2 წლის ასაკში უარს ამბობს მყარი საკვების ჭამაზე და მხოლოდ ფაფისებურ მასას ჭამს, ნუ შეეგუებით. სხვათა შორის, ბიჭები უფრო ზარმაცები არიან ჭამაში, ვიდრე გოგონები.
შედეგად, ყბის არასრული დატვირების გამო კბილების არასწორად ამოდის და ბავშვი ცუდად გამოთქვამს თანხმოვნებს, ირღვევა კუჭ-ნაწლავის მოქმედებაც. ეს რომ არ მოხდეს, დროულად მიაჩვიეთ ბავშვი ღეჭვას. შესთავაზეთ ვაშლის ან სტაფილოს ნაჭერი. კატლეტის და გუფთის ნაცვლად კი ნაჭრებად დაჭრილი ხორცი აჭამეთ. არაუშავს, თუ თავიდან ცოტა დაეზარება ულუფის ბოლომდე შეჭმა, სამაგიეროდ, მოგვიანებით ბევრ პრობლემას აიცილებთ თავიდან.
ძალიან ბევრი პედიატრი საერთოდ წინააღმდეგია დაბლენდერებული საკვების. შინ მომზადებული ფაფები და მოგვიანებით ჩანგლით დაჭყლეტილი საკვები სრულიად მისაღებია პატარისთვის.
წაიკითხეთ ასევე: