"კვირიკაშვილი მანდ არ დადის. თქვენ დადიხართ და თქვენი ბავშვები" ახლახან მომხდარი კიდევ ერთი ხანძრის შემდეგ შემდეგ ბევრი მშობელი წუხს, რამდენად უსაფრთხოა ბავშვთა თავშეყრის ადგილები, თუნდაც ჩვენი გასართობი ცენტრები და ხანძრის შემთხვევაში, რამდენად მზად არიან მისული სტუმრების გადასარჩენად. ერთ-ერთმა ქართველმა ინტერნეტმომხმარებელმა გამოქვეყნა პოსტი, რომელშიც ძალიან ცნობილ გასართობ ცენტრზე წერს (მისი დასახელებისგან თავს ვიკავებთ, რადგან პრონციპული მნიშვნელობა არ აქვს. მსგავსი ვითარებაა ძალიან ბევრ ცენტრში).
"დაახლოებით ხუთას კვადრატზე მოწყობილია სათამაშო მოედანი პლასტმასის შემობებით, პოროლონის ბალიშებით, ატრაქციონებითა და სინთეტიკური ხალიჩით. ასევე არის კაფეც თავისი სამზარეულოთი. გავიარე, გამოვიარე, ვეძებე, და ვერც საევაკუაციო გეგმები შევნიშნე, ვერც ერთი ცალი ცეცხლმაქრი, ვერც კვამლის სენსორები, ვერც სახანძრო ხორთუმი და ვერც საევაკუაციო ნიშნები. მივწერე მათ გვერდზე და პასუხს არ მცემენ იმაზე, თუ რატომ არ არის დაცული ელემენტალური უსაფრთხოების წესები. და ვერც მივიღებ, სავარაუდოდ. დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი სიტუაცია არის 90% მსგავს დაწესებულებებში. წარმოგიდგენიათ, როგორ საფრთხეს წარმდგენს ელემენტალურად მაშხალა ან ტორტის სანთელი? მაგრამ ჩვენ ამ საშინელ სიტუაციას ვუწყობთ ხელს ჩვენი პასიურობით. მოდით, ყველამ ერთად დავიწყოთ მსგავსი პრობლემების კონტროლი. შენიშნავთ მსგავს სიტუაციას - გამოიძახეთ მენეჯერი, მიწერეთ მფლობელებს, დარეკეთ 112-ში, და, რაც მთავარია გააკონტროლეთ ყველაფერი ბოლომდე. მაგისთვის არ არის საჭირო მინისტრი იყოთ. მოქალაქეობა ნიშნავს გარკვეულ ვალდებულებებს და უფლებებს. თქვენ გაქვთ იმის უფლება, რომ მოითხოვოთ უსაფრთხო გარემო თქვენთვის და თქვენი ოჯახის წევრებისთვის. და იმის ვალდებულებაც, რომ ჩვენს შვილებს უკეთესი და უსაფრთხო ქვეყანა ჩაბარდეს. კვირიკაშვილი მანდ არ დადის. თქვენ დადიხართ და თქვენი ბავშვები. წარმოიდგინეთ, რა დალაგებულ ქვეყანაში ვიცხოვრებთ, თუ დავიწყებთ ერთმანეთზე ზრუნვას" - ნათქვამია პოსტში.
ვინაიდან არსად არ ვართ დაზღვეულები უბედური შემთხვევებისგან (5 ვარსკვლავიან სასტუმროშიც კი ხალხი ხანძრის დროს ბოლისგან გაიგუდა)
3 წესი, რომელიც ხანძრის შემთხვევაში ბავშვებს უნდა ასწავლოთ:
1. მიდიხართ გასასვლელისკენ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენი ახლობლები ჩამორჩნენ. ჩერდებით მხოლოდ შენობიდან გასვლის შემთხვევაში. 2. აკურატულად უქცევთ გვერდს: ბოძებს, წინაღობებს, კუთხეებს. წინ მიიწევთ მკერდზე გადაჯვარედნებული ხელებით. თითებით მხრებს ხართ ჩაფრენილი. თუ დაგეჯახებიან ან მიგჭყლიტავენ, მშვიდად სუნთქვას შეძლებთ. 3. თუ წაიქეცით, 3 წამი გაქვთ, რომ ნებისმიერ ფასად წამოდგეთ. ხელებით წაეპოტინეთ ვინმეს, რამეს, მაგრამ წამოდექით და გააგრძელეთ გზა გასასვლელისკენ.
გისურვებთ, ეს ინსტრუქცია ინფორმაციად დარჩეს და მისი გამოყენება არასდროს დაგჭირდეთ.