რა ხდება სინამდვილეში ბოლო დროს ინტერნეტში ცეცხლმოკიდებული შოკოლადების უამრავი ვიდეო გავრცელდა. ინტერნეტმომმხმარებლები სხვადასხვა ფირმის შოკოლადს ცეცხლს უკიდებენ და მაყურებელს აფრთხილებენ, რომ შოკოლადი, რომელიც ასე იწვის, საშიშია ჯანმრთელობისთვის. რა ხდება სინამდვილეში, ეკიდება თუ არა ცეცხლი ნატურალურ შოკოლადს და რა არის შოკოლადის აალების მიზეზი?
ამ კითხვას რომ პასუხი გავცეთ, კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ შიკოლადის შემადგენლობა.
გარდა ამისა, შავი შოკოლადი შეიცავს:
გოგორდს, ფოსფორს, კალიუმს, მაგნიუმს, რკინას სპილენძს.
კაკაოს ცხიმსაც რთული შემადგენლობა აქვს:
თეობრომინი, ანტიოქსიდანტები, არომატული ნივთიერებები, კოფეინი ცხიმოვანი მჟავა.
უხარისხო შოკოლადში კაკაოს ცხიმიც სხვა ცხიმებითაა ჩანაცვლებული, დამატებული აქვს სოიო ან სხვა ცილოვანი პროდუქტი.
კაკაოს ცხიმის გარდა მწარმოებელი ხშირად ქოქოსის, პალმის ან ნაღების კარაქს იყენებს. რომ გავარკვიოთ, უნდა იწვოდეს თუ არა შოკოლადი, ამ საკონდიტრო პოდუქტის შემადგენლობას კიდევ ერთხელ უნდა ჩავეძიოთ. განვიხილოთ პირველი ინგრედიენტი - სრესილი კაკაო: ის არ იწვის, სამაგიეროდ გაჯერებულია შაქრითა და ცხიმით, რაც მკვრივ ფილას ქმნის.
იდეალურ შემთხვევაში ცეცხლთან მიახლოებისას შოკოლადი ჯერ უნდა დადნეს, ჩამოღვენთავს თუ არა, ეს დამოკიდებულია ცხიმის შემაგდგენლობასა და რაოდენობაზე, ასევე შაქრის რაოდენობაზე.
როგორ მზადდება შოკოლადი [VIDEO]
როგორ მზადდება შოკოლადი
ცხიმის შემადგენლობაზეა დამოკიდებული მასის დნობის სისწრაფეც. ცნობილია, რომ ნებისმიერი ცხიმი გათბობისას ლღვება და იღვენთება. თუ შოკოლადი ცხიმით გაჯერებული არაა, შოკოლადის ფილა ცეცხლთან მიახლოებისას იწვის. ამ შემთხვევაში დამდნარი ნაწილი ხვდება დამწვარ ადგილზე და იწყებს დამოუკიდებლად წვას, როგორც სანთელში იწვის პარაფინი. იმის მიუხედავად, როგორი შოკოლადი იწვის, თავდაპირველად შოკოლადი უნდა გადნეს და მხოლოდ ამის შემდეგ აალდეს. ეს განპირობებულია იმით, რომ კარაქის გარდა საკონდიტრო ნაწარმი შაქარსაც შეიცავს, რომელიც იწვის, თუმცა ასანთით მისი აალება არცთუ ისე იოლია.
ხელნაკეთი შოკოლადები კი მინარევებს თითქმის არ შეიცავენ, ძირითადად, მხოლოდ კაკაოს ცხიმითა და სრესილი კაკაოთია დამზადებულია, ამიტომ სწრაფად იღვენთება და აალებას ვერ ასწრებს.
შოკოლადის თეფში - გააკეთეთ ბავშვთან ერთად, ეს ძალიან მარტივი და სახალისოა! [VIDEO]
შოკოლადის თეფში - გააკეთეთ ბავშვთან ერთად, ეს ძალიან მარტივი და სახალისოა!
შოკოლადში ამოვლებული ბავშვი
თერმირების მიზანი:
იმისათვის, რათა შოკოლადის ზედაპირზე არ წარმოიქმნას თეთრი ზოლები და ნადები. შოკოლადის მასისგან საკონდიტრო ნაწარმის შექმნის პროცესის დასაჩქარებლად. რათა საკონდიტრო ნაწარმს მიმზიდველი და კონკრეტული ფორმა ჰქონდეს.
იმის შესამოწმებლად იწვის თუ არა შოკოლადი შინაურულ პირობეში, გირჩევთ დაიცვათ უსაფრთხოების ზომები: ექსპერიმენტის დროს თქვენ გვერდით არ უნდა იყოს სწრაფად აალებადი ნივთები.
წაიკითხეთ ასევე: რომელი ასაკიდან მივცეთ ბავშვს შოკოლადი და რა რაოდენობით მშობლებო, უფრთხილდით შოკოლადს - პედიატრების საშიში დასკვნა ყველაზე მადის აღმძვრელი დესერტი ერთი ფილა შოკოლადით!