დიასახლისი ხომ ოჯახის სულია, მისი ემოციები ძლიერ კვალს ტოვებს ოჯახზე რა დაგავიწყებთ იმ წუთებს, როცა დედა გახდით. საბოლოოდ სამშობიაროში გატარებულმა რთულმა დღეებმაც ჩაირა და აღტაცებული ნათესავების ჟრიამულმაც. ცხოვრება კი თანდათან მდორე კალაპოტში ჩადგა: ქმარი საღამომდე სამსახურში, ოჯახის და ახალშობილის პარალელურ რეჟიმში მოვლა საფენების ცვლით, კოლიკასთან და ტირილთან ბრძოლით, ღამეების თენებით და ზოგჯერ საღამომდე გაუხდელი ხალათით. ამიტომაც ახალბედა დედები, იმის მაგივრად რომ ბედნიერებისგან ბრწყინავდნენ, ხშირად ჩაშავებული თვალებით, მოწყენილი სახეებით და ნერვიული მოძრაობებით გამოირჩევიან. თავს ისე გრძნობენ, როგორც ციყვი ბორბალში... მძიმე სურათია არა? სინამდვილეში კი აქ უჩვეულო არაფერია. ეს მშობიარობის შემდგომი დეპრესიაა, რომელსაც მედიცინა კარგად იცნობს. მისი აღმოცენება ჯერ კიდევ არ არის საშიში, მთავარია, დროულად გაუმკლავდეთ და ისევე გადალახოთ, როგორც მაგალითად, ბავშვის კოლიკის პრობლემა... სამწუხაროდ, მასთან გამკლავებას დედები წლების განმავლობაში ვერ ახერხებენ, რაც შემდეგომ ბავშვის ცხოვრების ხარისხზეც აისახება.
დამტკიცებულია, რომ მშობიარობისშემდგომი დეპრესია ნეგატიურად აისახება ბავშვის უსაფრთხოების შეგრძნებაზე, თავითდაცვით მექანიზმებზე, კონცენტრაციისა და მეტყველების განვითარებაზე.
თუ დროულად არ გაუმკლავდით, დეპრესია ბოლომდე „შეგჭამთ“, უარესად და უარესად გახდებით, ეს დაგეტყობათ სახეზეც, განწყობაზე, წონაზეც... საბოლოოდ ის მთელი ოჯახის ყოფიერებაზე მოახდენს გავლენას - დიასახლისი ხომ ოჯახის სულია, მისი ემოციები ძლიერ კვალს ტოვებს ოჯახზე.
რა თქმა უნდა, არსებობს ანტიდეპრესანტები, მაგრამ ქიმიური საშუალებების იმედად ყოფნა ნამდვილად ძნელია. სამაგიეროდ, არსებობს ბუნებრივი ანტიდეპრესანტიც, სახელწოდებით ტრიპტოფანი, რომელიც სეროტონინის ე.წ. ბედნიერების ჰორმონის გამომუშავებას უწყობს ხელს. ის აფრიკული ბუჩქოვანი მცენარის Griffonia simplicifolia თესლისგან მიიღება და იმ ამონომჟავებს შეიცავს, რაც სეროტონინის გამომუშავებას ააქტიურებს.
შეიძლება ბევრი რჩევა ბანალური მოგეჩვენოთ, მაგრამ მთავარია რეალურად სცადოთ მათი განხორციელება. ტრიპტოფანიც ადვილად ხელმისაწვდომია, ნებისმიერ აფთიაქში იყიდება და რეცეპტის გარეშეც შეგიძლიათ დალიოთ. თუმცა, ლაქტაციის პერიოდში, ბუნებრივია, ექიმს ან ფარმაცევტს რჩევა უნდა ჰკითხოთ.