იაპონელ ბავშვებს დიდხანს სძინავთ მშობლებთან ერთად, და ეს ძალიან მართებულად მიაჩნიათ
იაპონელ ბავშვებს დიდხანს სძინავთ მშობლებთან ერთად, და ეს ძალიან მართებულად მიაჩნიათ
ნაწყვეტი კრისტინა გროს-ლოს წიგნიდან "მშობლები საზღვრების გარეშე. აღზრდის საიდუმლოებები მთელი მსოფლიოდან".

მუდმივი კამათია იმის თაობაზე, ბავშვს ცალკე უნდა ეძინოს თუ - მშობლებთან ერთად. ვიღაც თავისთან აწვენს ბავშვს (მამას კი მეზობელ ოთახში გასაშლელ დივანზე ძინავს), ვიღაც კი ცდილობს პირველივე დღიდან თავისი შვილი დამოუკიდებელად ძილს მიაჩვიოს. იაპონიაში ეს საკითხი პრობლემას არ წარმოადგენს. ბავშვებს სძინავთ მშობლებთან ერთად. კრისტინა გროს-ლო, წიგნის -"მშობლები საზღვრების გარეშე" ავტორი გვიხსნის, რა დადებითი მხარე აქვს მშობლებთან ერთად ძილს. იაპონელი მეგობრები ყოველთვის მეკითხებოდნენ: მართალია, რომ ამერიკაში მშობლები ბავშვებს ცალკე საწოლში
და ცალკე ოთახში აწვენენ?

მასაკოს (დედას ნაგოიდან) ვერ წარმოუდგენია ასეთი რამ. საღამოობით, ის სიამოვნებით უყურებს თავის 4 შვილს, რომლებიც იატაკზე შლიან მატრასს ისე, რომ თითოეულს საშუალება ჰქონდეს დედასთან ახლოს ყოფნისა. იმის გათვალისწინებით, რომ ისინი 4 არიან, რომელიღაც აუცილებლად იწვება დედის თავზე. მასაკი დიასახლისია, მისი მეუღლე - სტომატოლოგი. იაპონური სტანდარტით მათ საკმაოდ შეძლებული ოჯახი აქვთ. მაგრამ კვადრატული მეტრები - ამომავალი მზის ქვეყანაში საკმაოდ ძვირია, ამიტომ 6 სული საკმაოდ პატარა ტრადიციულ სახლში ცხოვრობს (თუმცა, თუ მასაკოს და მის მეუღლეს ცალკე დაწოლა მოუნდებათ, მათ ამის საშუალება აქვთ). იაპონელი ბავშვები დედასთან ერთად წვანან, - ამბობს მასაკო. რა
მოხდება თუ ბავშვი ღამე იტირებს? ან თავს მარტოდ იგრძნობს? იაპონელ ბავშვებს განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ ძილის მიმართ. მათ სძინავთ ყველგან: დედასთან ხელში, სლინგში, საბავშვო ეტლში, ფუტონზე, მშობელთა კრებაზე და მარკეტებშიც კი. ზოგჯერ იაპონელები ყიდულობენ საწოლებს, რომლებსაც დამცავი ბადე ან მოაჯირი აქვთ და დგამენ არა საძინებელში, არამედ სასტუმრო ოთახში. იქ, სადაც ოჯახი მთელ დღეს ატარებს.


რა საფრთხეებს შეიცავს ჩვილისთვის მშობლებთან ერთად ძილი


არც ერთი აიპონური ოჯახი არ აწყობს ცალკე საძინებელს ბავშვისთვის, იმ შემთხვევაშიც კი როდესაც ამისი საშუალება აქვთ (ფართიდან გამომდინარე). საწოლებს იყენებენ დღის და არა ღამის ძილისთვის. იაპონელ მშობლებს აზრადაც არ მოსდით, რომ ბავშვებს ცალკე სივრცე ესაჭიროებათ. პირიქით, ისინი ცდილობენ დიდხანს არ დატოვონ ბავშვები მარტო. იყო კარგი მშობელი - ნიშნავს მანამდე გაიგო ბავშვს რა უნდა, სანამ ის ტირილით გამცნობს. სწრაფად მოახდინო რეაგირება მის ტირილზე - ნიშნავს ჩამოაყალიბო ბავშვი ჰარმონიულ პიროვნებად. ბავშვები ყველგან თან დაჰყავთ მშობლებს. მათ სძინავთ ყველგან, სადაც მოუნდებათ. ისინი არ ეთანხმებიან ბავშვის რეჟიმით გაზრდას. "რამდენადაც მახსოვს, არავინ არ უჩიოდა ბავშვის უძილობას. მათ ეს პრობლემა საერთოდ არ აქვთ. ჩვენ ვთვლით, რომ თუ ბავშვის ძალიან დამოკიდებული იქნება მშობელთან, შემდგომ მას გაუჭირდება დამოუკიდებლად ცხოვრება მას შემდეგ, რაც ჩვენ აღარ ვიქნებით მის გვერდით".

იაპონელები არ თვლიან, რომ ბავშვის მიჯაჭვულობა მშობელთან არაჯანსაღი დამოკიდებულებაა. პირიქით, ამაში ხედავენ მნიშვნელოვანი უნარების განვითარების საფუძველს, რომლებიც დაეხმარებიან ბავშვს ცხოვრების რთულ გზაზე.

კალიფორნიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორებმა კელერმა და ვენდი გოლდბერგმა აღმოაჩინეს, რომ ბავშვები, რომლებიც ცალკე იძინებდნენ, მართლაც უფრო მალე იძენდნენ ზოგიერთ უნარს. მათ უფროსების გარეშე შეეძლოთ დაძინება და უფრო ადრე ამბობდნენ უარს ბუნებრივ კვებაზე. უფრო მეტად საინტერესოა მეორე რამ: ბავშვები, რომელთა მშობლებიც უპირატესობას ანიჭებენ ბავშვებთან ერთად ძილს, იზრდებიან უფრო დამოუკიდებლები, თვითდაჯერებული და რეალიზებულები. პროფესორებმა ასევე გამოკითხეს მშობლები, რომელთაც სკოლამდელი ბავშვები ჰყავდათ. კელერმა და გოლდბერგმა გამოავლინეს, რომ ბავშვები, რომლებიც მშობლებთან ერთად იძინებდნენ, გამოირჩეოდნენ ავტონომიით( თვითონ იცმევდნენ, თამაშის დროს თანატოლებთან დამოუკიდებლად აგვარებდნენ პრობლემებს) განსხვავდებოდნენ მათგან, ვინც ცალკე ოთახში იძინებდა.

"ტომო ჩემი მეგობრის შვილია. ის ძალიან დამოუკიდებელია. 6 წლის ასაკში ველოსიპედით მარტო მიდის სკოლაში და პარკში. მას ესაჭიროებოდა ცოტაოდენი თანხა, ცხვირსახოცი და წყლის ბოთლი. ეს ყველაფერი ედო ჩანთაში და მხარზე ჰქონდა გადაკიდებული. როდესაც ტომო ჩვენთან სტუმრად მოდიოდა, ფეხსაცმელს იხდიდა კართან და ქურთუკს ჰკიდებდა საკიდზე. ის არასოდეს არ ეძახდა უფროსებს დასახმარებლად, სამაგიეროდ, ხალისით ეხმარებოდა უფროსებს სამზარეულოში. საღამოს სახლში დაბრუნებული ხელ-პირს იბანდა, ივახშმებდა და თავის გამზრდელ დეიდასთან ერთად იძინებდა. დღე ტომო იყო დამოუკიდებელი, პასუხისმგებლიანი, ხოლო ღამით ეძინა ახლობელ ადამიანთან. ტომო არ არის ერთადერთი მაგალითი. იაპონიაში დიდი ხნის ცხოვრების შემდეგ, მე და ჩემმა მეუღლემ შევამჩნიეთ, რომ ბავშვები, რომლებიც ღამე მშობლებთან ერთად იძინებდნენ, უფრო დამოუკიდებლები, თავდაჯერებულები იყვნენ. შეეძლოთ საკუთარი თავის დაცვა, დამოუკიდებლად აგვარებდნენ თანატოლებთან ყოველგვარ კონფლიქტურ სიტუაციას. სწორედ ამას ელიან იაპონელი მშობლები თავიანთი შვილებისგან. ამასთან, ისინი არ ფიქრობენ, რომ ბავშვებისგან ბევრს ითხოვენ, რადგან მათ ოჯახებში ურთიერთობა იგება მუდმივ კომპრომისსა და დათმობაზე."
31083
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (7)
ბელა
0
12 წელი ჩემთან ეძინა ჩემს შვილს, ახლა უკვე ცალკე სძინავს.რათქმა უნდა მშობეკთან უნდა ეძინოს ბავშვს. მე ასე მომწონდა
07:50 / 31-08-2019
ეკო
1
ჩემ უფროს შვილსაც ჩემთან ეძინა და პატარასაც ჩემთან სძინავს მიუხედავად იმისა რომ საწოლი გვერდით გვიდგას დედიკოსთან ძილი ურჩევნია, ისედაც ვერ ვხედავ ბავშვს მთელი დღე და რო არ ჩავეხუტო ცუდად გავხდები. ჭკუას ვკარგავ ფუმფულა და გემრიელი რბილ ლოყებზე, თბილ ხელებზე რო მეფერება ხოლმე, დედიკოს ტკბილი სიყვარულია
02:37 / 30-08-2019
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი