მეთოდები, რომლებიც ბევრმა გამოსცადა უსაფუძვლო რჩევებით ტვინის ადუღება გარშემო მყოფების საყვარელი საქმიანობაა. ჩვენ ისეთი რჩევები მოგიმზადეთ, რომლებიც საინტერესოცაა და რეალურად გამოსადეგიც...
1. კბილების გათეთრება ნახშირით - გასაოცარია, მაგრამ ასეა. ნახშირი დაფხვენით, ცოტა წყალი დაუმატეთ, ფაფისებური მასა უნდა მიიღოთ და 3-4 წუთის განმავლობაში გამოიხეხეთ კბილები. ასეთი მეთოდი მოგაშორებთ ყვითელ ნადებს კბილებზე და მათ გაათეთრებს.
2. თავი უნდა დაიბანოთ ლუდით და არა კონდიციონერით - თავის დაბანის შემდეგ კონდიციონერის ნაცვლად თმაზე ლუდი გადაივლეთ, 10 წუთი გაიჩერეთ და წყლით ჩამოიბანეთ. ის აუმჯობესებს თმის სტრუქტურას, ანიჭებს ბზინვარებას, აბრეშუმის ეფექტს. სხვათა შორის, ეს მეთოდი კეტრინ ზეტა-ჯონსის ინტერვიუში ამოვიკითხეთ. განაგრძეთ კითხვა