სტრესი, დაძაბულობა, შფოთვა ძალიან ბევრი ახალგაზრდა მშობლის პრობლემაა
იცოდით, რომ ერთ ზედმეტ ხმაურს შეუძლია მძინარე მზეთუნახავი წამში აქციოს გაანჩხლებულ ალქაჯად? ის თუ იცით, ოჯახის ჰარმონია გამოძინებული დიასახლისის ნერვებზე რომ გადის? აი, ჩემმა ოჯახის წევრებმა ეს კარგად იციან... მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ვცდილობ, ოჯახში ჯანსაღი წესები დავამკვიდრო, უძილობა ყველაფერს თავდაყირა მიყენებს. რა ვქნა, ვერ ვახერხებ სულ მხნედ, გაწონასწორებულად და მშვიდად ვიყო.
როგორც ვაკვირდები, სტრესი, დაძაბულობა, შფოთვა ძალიან ბევრი ახალგაზრდა მშობლის პრობლემაა. ეს თანდათან მოქმედებს ძილის ხარისხზეც, ემოციურ მდგომარეობაზეც და ადრე თუ გვიან აუცილებლად იმოქმედებს ბავშვზეც.
მშფოთვარე ფიქრები და მომავალი დღეზე დარდი ვის არ უფრთხობს დღეს ძილს, მაგრამ როცა ამას სისტემატური ხასიათი აქვს, ეს უკვე ჯანმრთელობაზეც აისახება და ოჯახის სიმშვიდესაც არღვევს. ამიტომ დედებო და მამებო, შფოთი და უძილობა მხოლოდ უსიამოვნოდ გატარებული ღამე კი არა, პრობლემაა, რომელიც, თუ არ უშველეთ, ნელ-ნელა "გამოხრავს" თქვენს ჯანმრთელობას, დადებით ემოციებსა და ოჯახულ სიამტკბილობას. ამიტომაც არის ძილი ჩემი პოსტის მთავარი თემა.
ერთ სოციალურ ჯგუფში წავიკითხე უძილობის ძალიან "ჭკვიანური" ახსნა: როცა ვერ იძინებ, ამ დროს ვიღაცას ესიზმრებიო... თუ ატყობთ, რომ ვიღაცის სიზმარში უკვე ფილმის მთავარ გმირად იქეცით, ზომები მიიღეთ. თუ ქმარს აწუხებს უძილობა, ამასაც უნდა უშველოთ, რადგან უძილობით დატანჯულ კაცებს ხშირად ასეთი დევიზი აქვთ: "თუ არ გეძინება შენ, გააღვიძე სხვაც" და ეს "სხვა" ძირითადად, ცოლია.
სამედიცინო საიტებზე ხშირად წერენ, რომ ვისაც ღამით ცოტა სძინავს, არ ჰყოფნის დრო ძალების აღსადგენად. ეს კი უარყოფითად მოქმედებს იმუნურ სისტემაზე, სისხლის შემადგენლობაზე, შაქრის დონეზე, რასაც საბოლოოდ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან მივყავართ.
უძილობას მრავალი ფაქტორი იწვევს, უპირველეს ყოვლისა ნერვული სტრესი, ცხოვრების დაძაბული რიტმი, მედიის საშუალებით მიღებული, უმეტესად ნეგატიური, ინფორმაციის დიდი ნაკადი…
მედიცინაში უძილობას ასე განმარტავენ: ეს არის ღამის ძილის ხანგრძლივობის შემცირება, დაძინების გაძნელება, ზერელე, წყვეტილი ძილი და ნაადრევი გაღვიძება.
ძილის მოსაგვრელად ყველაზე ეფექტური მაინც საძილე საშუალებებია, მაგრამ ქიმიურ პრეპარატებს მიჩვევა ახასიათებთ. შეიძლება მათ გარეშე საერთოდ ვეღარ დაიძინოთ. ამიტომ ისეთი საშუალება უნდა მიიღოთ, რომელიც მთლიანად მცენარეული შემადგენლობის იქნება. ასეთია მაგალითად პრეპარატი ტრანქვილი. არც მიჩვევას გამოიწვევს, არც გაგთიშავთ და დილითაც ჯანსაღ განწყობაზე გაიღვიძებთ.
ეფექტურია მათთვის, ვისაც უძილობა აწუხებს მათთვის, ვისაც ჯანსაღი ნერვული სისტემის შენარჩუნება სურს მათთვის, ვინც სტრესსა და დაძაბულობას განიცდის საუკეთესოა კრიტიკული დღეების დროსაც, რადგან ძილის გარდა ზოგადი დამამშვიდებელი ეფექტიც აქვს. იდეალურია იმ პერიოდისთვის, როცა სამსახურში საქმეები ცოტა აწეწილია და დაძაბულობას სახლშიც ვერ იხსნი. ეს ეფექტი საკუთარ ქმარზე მაქვს "დატესტილი". გამოადგებათ სტუდენტებს, აბიტურიენტებს, ყველას, ვისაც გონებრივი გადაძაბვა უწევს. მოზრდილები და 16 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებისთვის საკმარისია ერთი კაფსულა დღეში საკვებთან
ერთად.
შეიცავს კუნელს, კატაბალახას, ძახველს, მაგნოლიასა და პასიფლორას.
და ყველაზე მთავარი: უძილობა ხომ პირველ რიგში დიეტის მტერია. ყოველი გატეხილი ღამე სასუსნავის ახალი ულუფა და შემატებული კალორიებია. ასე რომ, შეცვალეთ ცხოვრების წესი, გამოიყენეთ ტრანქვილი და ნუ მოიმატებთ პრობლემებს.