ბავშვის აღზრდა ყველა ოჯახს თავისებურად ესმის ბავშვის აღზრდა ყველა ოჯახს თავისებურად ესმის და ზოგჯერ უცნაურადაც გვეჩვენება განსხვავებული აზრის მოსმენა. არადა სხვადასხვა ქვეყნებსა და კულტურის მქონე ხალხებში აღზრდის განსხვავებული მიდგომები არსებობს.
სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული ღირებულებები გააჩნიათ და შესაბამისად, სხვადასხვანაირად ზრდიან ბავშვებს.
სხვადასხვა ქვეყნის დედები აღზრდის 11 საიდუმლო
აჭამეთ ბავშვებს ის, რასაც თავად მიირთმევთ -
მრავალ ქვეყანაში მშობლები უარს ამბობენ საბავშვო კვებაზე. მაგალითად, სამხრეთ კორეაში ბავშვი იმას მიირთმევს, რასაც მაგიდაზე იპოვის. ამგვარად, ეს შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი ბოსტნეული - ფერმენტირებულიც და მარინადიც. ადრე მიაჩვიეთ ქოთანს -
ჩინეთისა და ინდოეთის რაიონებში ბავშვებს ექვსი თვიდან ასწავლიან ქოთანზე ჯდომას. ამისათვის აცვამენ სპეციალურ შარვალს, რომელსაც უკანალთან ქსოვილი ამოჭრილი აქვს და დედას არ უხდება ბავშვისთვის ყოველ ჯერზე შარვლის ჩაცმა-გახდა. ელაპარაკეთ ბავშვს -
საფრანგეთში მშობლები ჩვილებსაც და მოზრდილებსაც თანატოლებივით ესაუბრებიან. ამით უფროსები პატივისცემას გამოხატავენ ბავშვებისადმი. ასწავლეთ დამოუკიდებლობა -
გერმანიაში სამი წლი-ნახევრიდან ბავშვებს, ყოველწლიურად, გაზაფხულზე სამი დღით უშვებენ სასოფლო ბანაკში. სადაც ისინი დამოუკიდებლობას ეჩვევიან. იგნორი ისტერიკას -
იტალიელი მშობლები ბავშვის ისტერიკას ყურადღებას არ აქცევენ. ამით ასწავლიან, რომ პატარა ვერ შეძლებს მშობლების მანიპულირებას და სასურველის მიღებას. საოჯახო ვახშამი -
იტალიელი, ეგვიპტელი და არგენტინელი მშობლები ცდილობენ, ბავშვები რეგულარულად დაასწრონ საოჯახო ვახშმებს. მათ აზრით, ეს აუმჯობესებს დამოკიდებულებას ოჯახის წევრებს შორის და ბავშვები პატარაობიდანვე ითავისებენ ოჯახურ ღირებულებებს. ბავშვებმა ფული უნდა გამოიმუშაონ -
ლათინურ ქვეყნებში ყველაზე პატარა ბავშვებსაც კი აკისრათ საოჯახო ვალდებულებები. მათი შესრულებისას ისინი მცირე თანხით ჯილდოვდებიან. ამგვარად, ბავშვი პატარაობიდანვე სწავლობს შრომასა და ფულის გამომუშავებას. მუდმივად სუფთა ჰაერზე ყოფნა -
სკანდინავიურ ქვეყნებში ბავშვები სუფთა ჰაერზე დიდ დროს ატარებენ, ზამთარშიც კი. ბავშვი პატარაობიდანვე უნდა გაკაჟდეს, მიაჩნიათ მათ. ჩახუტება -
ინდოელი დედები არ აღიარებენ საბავშვო ეტლებს და შვილები გულზე მიკრული დაჰყავთ. აგრეთვე, მათი ტრადიციისამებრ, დედებს შვილებთან ერთად ჩახუტებულებს სძინავთ. საღამოს ძილი - ესპანეთში ბავშვები საღამოს ათ საათამდე არ იძინებენ. შუადღის სიესტის გამო შვილებიცა და მშობლებიც დასვენებულები არიან ად ბავშვებს საშუალება ეძევათ, მეტი დრო გაატარონ უფროსებთან ერთად. რატომ არ შეიძლება ძალდატანებით ბავშვის კვება?
5 გამოცდილი ხერხი "უჭმელი" ბავშვის გამოსაკვებად