რატომ ჯობია ცოტა სათამაშო ბევრს - ფსიქოლოგები ბავშვისთვის ბევრი სათამაშოს წინააღმდეგნი არიან
რატომ ჯობია ცოტა სათამაშო ბევრს - ფსიქოლოგები ბავშვისთვის ბევრი სათამაშოს წინააღმდეგნი არიან
ბავშვის ოთახში მიმოფანტული თოჯინები, მანქანები თუ პატარ-პატარა სათამაშოები დედის მუდმივი საზრუნავია. ახლანდელი გამოკვლევის შედეგები კი იმის საბაბს გვაძლევს, რომ სახლში სათამაშოების რაოდენობა შევამციროთ. ამ გამოკვლევის შედეგები გამოქვეყნდა გამოცემა Infant Behavior & Development-ში.

ჩატარებულმა ექსპერიმენტმა სპეციალისტები ასეთ დასკვნამდე მიიყვანა: როდესაც ბავშვები იმყოფებიან შეზღუდული რაოდენობის სათამაშოების გარემოცვაში, მათ სინამდვილის შედარებით ბედნიერი და ჯანმრთელი აღქმის უნარი უყალიბდებათ.

ექსპერიმენტის დროს მეცნიერები ნახევარი საათის განმავლობაში აკვირდებოდნენ 36 ბავშვს, რომელთა ასაკი 18-დან 36 თვემდე იყო. ისინი ორ სხვადასხვა ოთახში იმყოფებოდნენ. პირველში 4 სათამაშო იყო, ხოლო მეორეში - 16.
პირველ ოთახში ბავშვები უფრო დიდხანს თამაშობდნენ, რადგან სათამაშოების მცირე რაოდენობა ჰქონდათ. ისინი იყენებდნენ თავიანთ შემოქმედებით ინსტიქტებს და უნარებს. გარდა ამისა, პირველ ოთახში ისინი უფრო მეტად იყვნენ დაინტერესებულები სათამაშოებით.

"ყოველივე ეს ამტკიცებს შემდეგს: სათამაშოები ყურადღებას უფანტავს ბავშვს, აიძულებს ერთზე სწრაფად თქვას უარი და შეისწავლოს მეორე", - ნათქვამია გამოკვლევაში. ლოგიკურად ჟღერს: რაც მეტია სათამაშო, მით ნაკლებად ფოკუსირდება ბავშვი ერთიდაიგივე სათამაშოზე. დიდი რაოდენობით გასართობი სათამაშოები თრგუნავს ყურადღების ფიქსაციას ერთიდაიგივე საგანზე.

საინტერესოა ამ თემაზე რას ფიქრობენ თავად მშობლები. თუ სათამაშოების რაოდენობიდან გამომდინარე გარკვეული დასკვნები გაქვთ გაკეთებული, შეგიძლიათ კომენტარებში შემოგვთავაზოთ.
3540
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
ლელა
0
განვითარებისთვის აუცილებელია, ბავშვს ჰქონდეს ბევრი და მრავალფეროვანი სათამაშო. მთავარია, როგორ მიაწვდის ამ სათამაშოებს მშობელი. თუ ერთდროულად ბევრს მიაწვდის, ბუნებრივია, ბავშვს კონცენტრირება გაუჭირდება რომელიმე მათგანზე. ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია, ჰქონდეთ შეზღუდული არჩევანი, (3-5 სათამაშო) .
10:05 / 09-04-2019
სუზი
0
ვეთანხმები 100%. ბევრ სათამაშოს ბავშვი მხოლოდ ფანტავს აქეთ-იქით, თვითონაც იფანტება და ირევა. ცოტა სათამაშოთი უფრო კარგად ერთობა და თამაშობს. ჩემი 2,5 წლის შვილიშვილი ასეა.
21:50 / 06-05-2018
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი