ბოლო დროს ფსიქოლოგები ხშირად ურჩევენ მშობლებს, რაც შეიძლება მეტი დრო დაუთმონ ბავშვის შემოქმედებით განვითარებას.
ბოლო დროს ფსიქოლოგები ხშირად ურჩევენ მშობლებს, რაც შეიძლება მეტი დრო დაუთმონ ბავშვის შემოქმედებით განვითარებას. შემოქმედებითი აზროვნება მთავარი წინაპირობაა კრეატიული იდეებისთვის, რასაც საბოლოოდ წარმატებისკენ მივყავართ. შემოქმედებითი უნარების განვითარებისთვის კი დღეს საუკეთესო გზად ხელსაქმეს მიიჩნევენ. ეს საქმიანობა ყველაზე კარგად აყალიბებს მომავალში ანალიტიკურ აზროვნებას.
ბავშვის მიერ საკუთარი ხელით რაიმეს შექმნა არამარტო ფანტაზიას, არამედ ბევრ სხვა საჭირო თვისებასა და უნარ-ჩვევის გამომუშავებას მოითხოვს. ამიტომაც აღიარეს კრაფტი (ხელსაქმე) ერთ-ერთ ყველაზე პოზიტიურ და განმავითარებელ აქტივობად.
სიზუსტე, დაკვირვება, დეტალებში გარკვევა, შედეგისკენ სწრაფვა - სწორედ ამ უნარებს იყენებს ბავშვი ხელსაქმისას და დაგვეთანხმებით, ყველა მათგანი ძალიან საჭიროა წარმატებისთვის. ამას ფსიქოლოგების შემდეგ ყველაზე კარგად მასწავლებლები აცნობიერებენ. ამიტომ უფრო და უფრო ხშირად დაჰყავთ მოსწავლეები კრაფტის მასტერკლასებზე.
"საბავშვო ხელსაქმის მასტერკლასები რამდენიმე თვეა "ბიბლუსი გალერეებში" (ჭავჭავაძის 7 და კანდელაკის 7) სისტემატურად ტარდება. თავდაპირველად ხელსაქმით დაინტერესებულ ბავშვებს ვმასპინძლობდით, რომელთაც შაბათობით გალერეებში მოსვლა და ხელსანკეთი ნივთების დამზადება შეეძლოთ. თანდათან ამ მასტერკლასებს სკოლებიც შემოუერთდნენ - მასწავლებლები დაინტერესდნენ და აქტიურად დაიწყეს კლასების მოყვანა. დღეს სკოლებიც ისევე ხშირად გვსტუმრობენ, როგორც მშობლის მოყვანილი ბავშვები.
მოსწავლეები აკეთებენ ფერად ჩარჩოებს, ზარდახშებს, სწავლობენ თიხაზე მუშაობას და ხის მასალაზე ხატვას. ახლახან დაამზადეს ფერადი ანბანი და ციფრები. მასწავლებლები თვლიან, რომ მსგავსი აქტივობები ბავშებისათვის ძალიან სასარგებლოა და დაგვპირდნენ, რომ კვლავ გვესტუმრებიან" - ამბობს ელენე, "ბიბლუსი გალერეას" კრაფტის სპეციალისტი.
ირმა მებზევიშვილი, 55-ე საჯარო სკოლის მე-3 კლასის დამრიგებელი.
"მოსწავლეებს არდადეგებზე მივეცი დავალება, რომ უნდა წაეკითხათ ერთი ნაწარმოები და შემდეგ წაკითხული წიგნის პრეზენტაცია ჩაეტარებინათ. ამის შემდეგ გადავწყვიტეთ მოვსულიყავით "ბიბლუსი გალერეაში" და საყვარელი წიგნის პერსონაჟები გაგვეფორმებინა. ბავშვები ძალიან აქტიურად არიან ჩართულები და სიხარულით ასრულებენ მოცემულ დავალებას".
"ბიბლუსის გალერეა" მზადაა, სხვა სკოლების მოსწავლეების და საბავშვო ბაღის დამამათავრებელი ჯგუფების აღსაზრდელების მისაღებად. ის ბავშვები, რომლებიც ადრეულ ასაკში იწყებენ ხელსაქმეს, სკოლაში მარტივად ადაპტირდებიან, სწრაფად ითვისებენ წერა-კითხვას. მათი აკადემიური მოსწრება როგორც წესი, მაღალია. ასეთ ბავშვებს მარტივად შეუძლიათ საკუთარი მოქმედებების დაგეგმვა და ორგანიზება. უდავოდ აქვთ ის უნარები, რომლებიც თანატოლებისგან გამოარჩევთ.