როგორი ველოსიპედი სჭირდება ბავშვს - ყველაზე ჯანსაღი გასართობი
 როგორი ველოსიპედი სჭირდება ბავშვს - ყველაზე ჯანსაღი გასართობი
საზაფხულო არდადეგები ახლოვდება და ველოსიპედი საუკეთესო შენაძენია. თუ ახლა აპირებთ მის ყიდვას, ზოგიერთი დეტალის ცოდნა ძალიან გამოგადგებათ.
ზაფხული ის პერიოდია, როცა ბავშვს თანატოლებთან ურთიერთობისთვის, თამაშისა და დასვეებისთვის უამრავი დრო აქვს. გაიხსენეთ საკუთარი ბავშვეობა, რა განიჭებდათ ყველაზე დიდ ბედნიერებას? ეცადეთ, თქვენს შვილსაც ჰქონდეს დაუვიწყარი ზაფხული, თუმცა, ნურც აქტიურობა დაგავიწყდებათ. ჯანმრთელობისთვის სასარგებლო და დიდი პოზიტივის წყარო სწორდ ველოსიპედია.
შვიდ წლამდე ბავშვისთვის შეგიძლიათ სამბორბლიანი ან ოთხბორბლიანი (ორი ძირითადი და ორი პატარა დამხმარე ბორბალი) შეიძინოთ. 7 წლის ბავშვი კი ორბორბლიანი ველოსიპედზე უნდა გადაადგილდებოდეს. ყურადღება
მიაქციეთ საიმედოობას, მოხერხებულობას და რაც მთავარია, უსაფრთხოებას.
როგორ შევარჩიოთ ველოსიპედი?

mshoblebi
  1. ბაზარზე ორბორბლიანი ველოსიპედის ფართო არჩევანია. კონფიგურაციისა და ფასის მიხედვით. თუ ბავშვს აქამდე ველოსიპედზე სეირნობის გამოცდილება არ ჰქონია, დამხმარებორბლიანი შეიძინეთ, რომელსაც დროის გასვლის შემდეგ მოხსნით. მას შემდეგ, როცა ბავშვი ველოსიპედზე შიშის გარეშე, თავდაჯერებული გაივლის. დააკვირდით რეგულაციას. ნუ შეიძენთ საჭიროზე დიდი ველოსიპედს მხოლოდ იკმიტომ, რომ „გაისადაც გმოადგება“.
  2. რაც შეეხება ბავშვის ფიზიკურ პარამეტრებს, თუ ბავშვი 130 სმ სიმაღლისაა, 20-დუიმიანი დიამეტრის ბორბლები იდეალურა მისთვის. თუ თქვენმა შვილმა სიმაღლის ამ ზღვარს გადააჭარბა, 24-დუმიანბორბლიანი ველოსიპედი შეიძინეთ. ხოლო, ვინც უკვე 135 სმ-ზე მაღალია, მას 26-დუიმიანბორბლიანი ველოსიპედი დასჭირდება.
  3. ველოსიპედის სიმაღლის შესარჩევად
    შემდეგი მეთოდიც გამოგადგებათ: გააჩერეთ ველოსიპედი სწორ ზედაპირზე, სთხოვეთ ბავშვს, რომ ის ფეხებშუა მოიქციოს. ბავშვსა და ველოსიპედის ჰორიზონტალურ რკინას შორის მანძილი 5 სმ იყოს, უმჯობესია, თუ 10 იქნება. ამგვარად ბავშვი უკეთ შეიკავებს ველოსიპედის საჭეს და საჭიროების შემთხვევაში უსაფრთხოდ ჩამოხტება საჯდომიდან.
  4. რაც შეეხება საჯდომის რეგულირებას. გახსოვდეთ, რომ ბავშვი თავისუფლად უნდა სწვდებოდეს პედლებს, რომელიც დაბლა მოექცევა. ამასთანავე, ბავშვი საჯდომიდან არ უნდა სრიალდებოდეს.

mshoblebi

  1. საჭის რეგულირებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ბავშვი მოხერხებულად უნდა იჯდეს და ხერხემალი არ იხრებოდეს. გარდა ამისა, საჭე თავისუფლად უნდა მოძრაობდეს, რომ მკვეთრი მოსახვევის დროს ბავშვს საფრთხე არ შეექმნას.
  2. 7 წლის ბავშვისთვის სასურველია ველოსიპედს ფეხის მუხრუჭი ჰქონდეს. ავარიულ სიტუაციაში შეიძლება დაიბნეს და ხელის მუხრუჭის გამოყენება დაავიწყდეს. ეცადეს, არ შეიძინოთ რთული მექანიზმის ველოსიპედი, რომელიც გაურთულებს ბავშვს გადაადგილებას.
  3. ყურადღება მიაქციეთ ჯაჭვსა და ვარსკვლავს. მათზე სპეციალური დამცავი უნდა იყოს, რომ ველოსიპედიდან ჩამოხტომის შემთხვევაში, ბავშვს სამოსი არ დაუზიანდეს.
  4. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. ველოსიპედი მსუბუქი და ტრანსპორტირებისთვის მოსახერხებელი უნდა იყოს.
  5. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ არა ვიზუალს, არამედ ხარისხსა და გამძლეობას.
  6. იმისათვის, რომ ველოსიპედის არჩევაში არ შეცდეთ. ყურადღება მიაქციეთ გამოცდილ და ცნობილ ბრენდებს. ჯობია, ცოტა მეტი გადაიხადოთ, სპეციალურ მაღაზიაში შეიძინოთ და გარანტია მიიღოთ, ვიდრე დაზოგოთ თანხა და უხარისხო ნივთის მფლობელი გახდეთ.
ტეგები: ველოსიპედი
1014
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?