ეს ძალიან საჭირო ინფორმაციაა აუცილებელი რჩევები მშობლებს:
სახელი, ასაკი, მისამართი - ეს ყველაფერია, რაც თქვენმა ბავშვებმა უნდა იცოდნენ. ბავშვს, ტანსაცმლის შიდა ჯიბეში ყოველთვის უნდა ჰქონდეს თქვენი სავიზიტო ბარათი (წერილი) სადაც მშობლების ტელეფონის ნომრების გარდა, სახლის მისამართი და თქვენი მეგობრების ნომრებიც იქნება მითითებული. იმ შემთხვევაში თუ ბავშვს აქვს რაიმე სახის სამედიცინო ჩვენება, ეგეც უნდა იყოს აღნიშნული წერილში. ასწავლეთ ბავშვს მობილურის გამოყენება. ყველაზე პატარებს შეგიძლიათ ასწავლოთ სწრაფი დარეკვის ფუნქცია (როდესაც რომელიმე ერთი ღილაკი შეესაბამება ახლობლის ნომერს). მნიშვნელოვანია: ტელეფონი გვეხმარება ბავშვის ადგილმდებარეობის დადგენაში. შეამოწმეთ თქვენი ტელეფონის წიგნაკი. მასში უნდა გქონდეთ ბავშვის მასწავლებლების, ბავშვის მეგობრების და მათი მშობლების ნომრები. ასევე, შეადგინეთ სია იმ ორგანიზაციების, რომლებიც თქვენს ქალაქში დაკარგული ბავშვების ძიებით არიან დაკავებულნი. პოლიციისგან განსხვავებით, ისინი ჩქარა მოახერხებენ სამძებლო სამუშაოების ორგანიზებას. იპოვნეთ ამგვარი შემთხვევების სარეგისტრაციო ბიუროს ტელეფონის ნომერი. ეთამაშეთ ბავშვს: ისაუბრეთ იმაზე, თუ რას მოიმოქმედებს იმ შემთხვევაში თუ ქალაქში დაიკარგება. პასუხებიდან გამომდინარე, გაიგებთ თუ რამდენად არის მზად ბავშვი კრიტიკული სიტუაციებისთვის. ეცადეთ მარტივად აუხსნათ ბავშვს თუ რა უნდა ქნას დაკარგვის შემთქვევაში, თუ ის ძალიან პატარაა, მაშინ გაითამაშეთ ამბავი ზღაპრის სიუჟეტის მიხედვით. როდესაც ასწავლით ბავშვს, თუ როგორ უნდა მოიქცეს დაკარგვის შემთხვევაში, გაუმახვილეთ ყურადღება, რომ არავითარ შემთხვევაში არ გაუბრაზდებით მას. ყველაზე მარტივი წესი, რომელიც უფროსებს ბავშვობიდან გვახსოვს: „იდექი სადაც დგახარ“ ასწავლეთ ეს ბავშვსაც. ასე უფრო მარტივად იპოვნით ერთმანეთს დიდ სუპერმარკეტში ან მუზეუმში დაკარგვისას.⠀ დაკარგულ ბავშვს, ფსიქოლოგები ურჩევენ დაჯდეს ძირს და ხმამაღლა დაუძახოს მშობლებს. კიდევ ერთი რამ, რაც მშობლებმა უნდა ასწავლონ ბავშვს: თუ მასთან მივიდა უცხო ადამიანი და ცდილობს სადღაც წაყვანას, ბავშვმა უნდა ძალიან ხმამაღლა იყვიროს: „შენ უცხო ხარ, მე შენ არ გიცნობ! ეს არ არის ჩემი მამა, (დედა), მიშველეთ!" მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ბავშვი შეძლებს გამვლელების ყურადღების მიქცევას. (წინააღმდეგ შემთხვევაში უცხო ხალხს ეს ჩვეულებრივი ოჯახური სცენა ეგონებათ)
ავტორი: იგორ ფილატოვი
თარგმანი: დარია ცინცაძე