1 წლის ბავშვმა უკვე 3 ოპერაცია გადაიტანა ამ ნივთის გამო
პატარა ბავშვები გამუდმებით იკვლევენ გარშემო მყოფ სამყაროს და ყველაფერს პირში იდებენ. მაგრამ ზოგჯერ ერთი შეხედვით უვნებელი სათამაშოს ნაწილები შეიძლება ძალიან სახიფათო აღმოჩნდეს.
ორბიზი - ასე ჰქვია ჰიდროგელურ ბურთებს. ამერიკაში აკრძალეს მათი გაყიდვა, როგორც სათამაშოსი.
სულ ცოტა ხნის წინ 1 წლის ბავშვიის კუჭიდან ამოიღეს ზემოხსენებული ბურთი. ორშაბათიდან ოთხშაბათამდე ბავშვმა გადაიტანა 3 ოპერაცია. ჯერ ამოიღეს ერთი ბურთი, შემდეგ დაინახეს მეორე, დღეს კი - მესამე!!!!
საქმე ისაა, რომ ბურთები პატარებია, ფერადი და კანფეტებს ჰგავს. ბავშვის თვალს ადვილად იზიდავს, კუჭში მოხვედრისას კი მოცულობაში იზრდება.
პერიოდულად ბავშვები ხან ღილებს, ხან მონეტებს ყლაპავენ, რომლებიც იშვიათად გადადიან კუჭიდან ნაწლავებში. რენტგენზე უცხო სხეული კარგად ჩანს. შემდეგ კი იყენებენ ენდოსკოპიას.
ორბიზი
რითია საშიში ორბიზი?
1. ორბიზი ზომით პატარაა და ის ადვილად ეყლაპება ბავშვს.
2. ორბიზი ადვილად მისრიალებს კუჭიდან ნაწლავებში.
3. ზომაში დიდდება 400-ჯერ. შეიძლება მისმა ზომამ ტენისის ბურთის ზომას მიაღწიოს.
4. ორბიზი იფშვნება და მისი ნაწილაკების ამოღება რთულდება.
5. ორბიზი იწვევს ნაწლავების დაზიანებას.
6. ორბიზის ამოსაღებად საჭიროა სერიოზული ოპერაცია. ზოგჯერ არა ერთი.
შემთხვევების უმეტესობა 2013 წლის შემდეგ დაფიქსირდა. თუ კიდევ გაქვთ სადმე ამგვარი ბურთები - გადაყარეთ. ისინი უფრო საშიშია, ვიდრე ბისერები და ღილები, რომლებიც ალბათ უკვე გადამალული გაქვთ.
ეს არის იმ სიმპტომების ჩამონათვალი, რომლებიც არ უნდა დატოვოთ უყურადღებოდ და ეჭვი მიიტანოთ, რომ ბავშვმა რამე გადაყლაპა:
გულისრევა; შეკრულობა; ხვრინვა; გაძლიერებული ნერწყვდენა; მადის დაკარგვა; ყელის, გულმკერდის, მუცლის ტკივილი.
თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ბავშვმა გადაყლაპა ორბიზი, მაშინვე მიმართეთ ექიმს: რაც უფრო ნაკლები დროა გასული, მით ნაკლები იქნება ის ზომით და მით ახლოს იქნება საჭმლის მომნელებელ სისტემასთან.
ჯანმრთელობას გისურვებთ!