ამ მიზეზებს რომ წაიკითხავთ, აუცილებლად გარეცხავთ ახალ შეძენილ სამოსს მაშინაც კი, თუ შეიძინეთ ახალი ტანსაცმელი, აუცილებელია მისი გარეცხვა და აი რატომ:
ცოტა თუ დაფიქრებულა იმაზე, რა მოაქვს ნაჭერს, რითიც შეკერილია ჩვენი ტანისამოსი. არადა ის ხომ დამუშავების რამდენიმე ციკლს გადის მანამ, სანამ მაღაზიის თაროზე მოხვდება.
ციკლი პირველი - გათეთრება
თავდაპირველად ყველა ნატურალური ნაჭერი (ძაფი) ყავისფერია. მათ ალბობენ ქლორში, წყალბადის ზეჟანგში და სხვა მათეთრებლებში, რის შემდეგაც აშრობენ და ანიავებენ. რა რჩება ქსოვილზე? მართალია, ხსნარის უწვრილესი ნაწილაკები. თუ თქვენ ჩაიცმევთ ასეთი ქსოვილისგან შეკერილ გაურეცხავ ტანსაცმელს და თუ თქვენ მგრძნობიარე კანი გაქვთ, თქვენ მიიღებთ კანის მსუბუქ გაღიზიანებას ან კონტაქტურ დერმატიტს.
ციკლი მეორე - ქსოვილის შეღებვა ან რაიმე ნახატის დატანა
პროცედურა იგივეა. სველი საღებავით ხდება ნახატის (წარწერის) შესრულება, რის შემდეგაც ხდება ქსოვილის გაშრობა. რაც უფრო მკვეთრია ნახატი, მით მეტი მიკრონაწილაკები რჩება ქსოვილზე. ანილის საღებავების უმრავლესობა კანცეროგენულია. საღებავის ნაწილაკები არ იხსნება წყალში. მაგრამ ოფლთან ერთად ისინი ხვდებიან თქვენს ტანზე.
ციკლი მესამე - გზა დახლამდე
იმისთვის, რომ მზა ტანსაცმელი, თუნდაც ყველაზე ნატურალური, არ დაიფაროს ობით და არ დაიკუჭოს, სანამ ის მიაქვთ კონტეინერებით ჩინეთიდან- მაღაზიამდე, მას ამუშავებენ.
მას ამუშავებენ წყალგაუმტარი ნივთიერებებით, რომლის ჰიპოალერგიულობაზე დამიჯერეთ, არავის ზრუნავს. ასევე მას ამუშავებენ ფორმალდეგიდით, რათა ქსოვილზე არ იყოს ძლიერი, გამოუსწორებელი ლაქები.
მანამ, სანამ მზა ტანსაცმელი მოხვდება თქვენს ხელში, მას არავინ რეცხავს. მხოლოდ ამუშავებენ სხვადასხვა ნივთიერებით, რომელიც არ წარმოადგენს რაიმე სასარგებლოს თქვენი ორგანიზმისთვის. გარდა ამისა, დახლზეც, მით უმეტეს, თუ ბაზრობაზე ყიდულობთ, მტვერში კიდია ხშირად და რამდენიმე ადამიანის მოსინჯულიც იქნება, მაღაზიაშიც და ბაზრობაზეც. ასე რომ...
შეძენისთანავე გარეცხეთ თქვენი სამოსი.