როგორ უნდა მოიქცეთ მიწისძვრის დროს?
როგორ უნდა მოიქცეთ მიწისძვრის დროს?
თუ შენობაში ხართ მიწისძვრის დროს:
  • არ შეხვიდეთ ლიფტში.
  • პირველი ბიძგების შეგრძნებიდან ნგრევამდე 10-15 წამი გაქვთ. ეცადეთ სასწრაფოდ დატოვოთ შენობა კიბით ან პირველი სართულის ფანჯრებიდან.
  • ნუ დატოვებთ შენობას, თუ ვერ დასცილდებით მას უსაფრთხო მანძილამდე.
  • თუ იმყოფებით მეორე სართულზე და ზემოთ, ნუ შეეცდებით შენობის დატოვებას.
  • ნუ გამოხვალთ კიბეზე, აივანზე. არ ისარგებლოთ ლიფტით. უმჯობესია დარჩით იქ, სადაც ხართ.
  • გაჩერდით შუა კედლების კუთხეში, საყრდენი კედლის კარის თაღში ან ოთახის კუთხეში - ფანჯრებიდან, კარადებიდან, ჭაღიდან, კარიდან და სარკისგან მოშორებით.
  • თავი შეაფარეთ საწოლის ან მაგიდის ქვეშ, რომელიც დაგიცავთ ნგრევის ან რყევის შედეგად
    ჩამოვარდნილი მძიმე საგნებისა და ნამსხვრევებისაგან.
  • გამორთეთ
    ტელევიზორი და სხვა ყველაფერი, რაც ჩართულია.
  • არ ისარგებლოთ ასანთით, სანთელით, სანთებელით - შესაძლოა აირის გაჟონვისას ხანძარი გაჩნდეს.
  • მაშინვე ჩააქრეთ ხანძრის ნებისმიერი წყარო.
  • გააღეთ კარი, რათა საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოთ შენობიდან გამოსვლის შესაძლებლობა.
12949
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
მოქალაქე
3
ნეტავ თქვენ, ჟურნალისტებმა იცოდეთ მაგ დროს ქცევის წესები. რეიტინგისთვის ყველაფერს იკადრებთ. მიწისძვრა მოხდა თუ არა მაშინვე წამოწიეთ თემები, რომლებიც ისედაც აღელვებულ ხალხს კიდევ უფრო ააღელვებს. ყველას კი არ აქვს მყარი ფსიქიკა, რა იყო ის ,,გორი მიწასთანაა გასწორებული" ან ის გულისმომკვლელი სტატია 8 წლის დამ 4 წლის და რომ გადაარჩინა მიწისძვრის დროს თვითონ კი დაიღუპა. ნეტავ არ წამეკითხა წუხელ ეგ სტატია, სულ იმ ბავშვებზე მენერვიულება. P.S. მასეთი სტატიების შემდეგ სულ მინდა დაგბლოკოთ, მაგრამ იმის გამო რომ დრო და დრო მართლაც საინტერესო და სასარგებლო სტატიებს აქვეყნებთ, მაგიტომ არ ვტოვებ ჯერჯერობით თქვენს გვერდს.
08:37 / 06-06-2018
2
00:10 / 06-06-2018
მსგავსი სიახლეები