"ექსკურსიას აღიქვამენ, როგორც გართობის საშუალებას და არა შემეცნებით პროცესს. ამ მხრივ უცხელ ტურისტებთან მუშაობა აბსოლუტურად კომფორტულია" - რას ამბობენ მძღოლები
გომბორზე მომხდარი ავარიის შემდეგ, რომელსაც სამწუხაროდ, 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მწვავედ დადგა საკითხი, ატარონ თუ არა ბავშვები უფროსებმა ექსკურსიაზე და თუ უნდა ატარონ, როგორ შეიძლება ამ საკითხის დარეგულირება. მიუხედავდა იმისა, რომ უბედური შემთხვევებისგან დაზღვეული არავინ არის, მაინც ისმის კითხვა, რა პრევენციულ ზომებს შეიძლება მივმართოთ, იმისათვის, რომ მსგავსი უბედური შემთხვევა არ განმეორდეს და არის თუ არა გამოსავალი ექსკურსიებზე უარის თქმა.
ჩვენ რამდენიმე სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენელს დავუკავშირდით და ვკითხეთ, როგორც დამკვეთებს რა პირობებს სთავაზობენ მომხმარებელს და როგორ შეიძლება თავიდან ავირიდოთ ავარიული შემთხვევები ექსკურსიის დროს:
- ამ ეტაპისთვის ვერ გაგიწევთ მომსახურებას, რადგან ყველა მარშრუტი დაკავებულია. რაც შეეხება უბედურ შემთხვევას, ამისგან დაზღვეულები არავინ ვართ, თუმცა სანამ ჩვენი ტრანსპორტი ექსკურსიაზე გადის, აუცილებლად მოწმდება. მძღოლი აუცილებლად უნდა იყოს დასვენებულ მდგომარეობაში, ამაში იმას ვგულისხმობ, რომ არ უნდა იყოს წინა ღამის ნათევი. ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა და მესმის ყველა მშობლის, ვინც შეშიდნა, ამიტომ სანამა შეარჩევენ ტრანსპორტს, უნდა გაითვალისწინონ რამდენად გამოცდილი კომპანიიდან ირჩევენ მომსახურებას. ექსკურსიაზე უარის თქმა გამოსავალი არ არის. ისიც კი ითქვა, რომ მიკროავტობუსში ხმაური იქნებოდა. სასურველია არ იყოს ხმაური, თუმცა ეს ჩვეულებრივ ყოველდღიურ ტრანსპორტშიც ხდება, ასე რომ, ამ თემაზე საუბარი ცოტა ძნელია. სითამამე არ შეიძლება, ტრანსპორტში ცეკვა და ხტუნაობაც უნდა გამოირიცხოს.
ფაქტობრივად ყველა იმ კომპანიას, რომლებსაც ანონიმურად გავესაუბრეთ ერთნაირი პასუხები ჰქონდა.
რაც შეეხება თავად მშობლებისა და უფროსების დამოკიდებულება ექსკურსიებზე, გომბორის გზაზაე მომხდარმა ავარიამ აზრთა სხვადასახხვაობა გამოიწვია.
"არ ვარ მომხრე ქაოსური ექსკურსიების, ოჯახის წევრები მივდივართ ერთად და უფრო მშვიდად ვარ".
"ექსკურსია ბავშვებზე მეტად მშობლებს უხარიათ და ხშირად ჭამა სმის შეჯიბრს ემსგავსება".
"ხალხო, ასე არ შეიძლება, ხვდებით მაინც, რომ ძალიან ვსტრესავთ ბავშვებს, ექსკურსიებზე უარის თქმა, მხოლოდ იმიტომ, რომ ავარია მოხდა, არ არის საკითხისადმი სწორი დამოკიდებულება. უბედური შემთხვევისგან არავინ ვართ დაზღვეული, ღმერთმა ყველა გვაშოროს. უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ მაქსიმალურად დავიცვათ წესრიგი და სწორად შევარჩიოთ მარშუტი".
"ავარიამ ყველაზე ცუდად იმოქმედა და ჩვენმა კლასმაც გადავწყვიტეთ გადაგვეფიქრებინა, მაგრამ დამრიგებელი აღმოჩნდა ახირებული და მაინც წავედით საგურამოში".
"ისეთი საჩოთირო ამბავია, ვერც ჰოს იტყვი და ვერ არას, თუმცა ერთი რამ მართლაც დასაფიქრებელია, მარშრუტში დისკოს ცეკვა მგზავრობისას რომ არ შეიძლება და ზედმეტი ხმაური, ეგ არ უნდა დაგვავიწყდეს".