თუ ძალის გამოყენებას ეცდებით, მას განუვითარდება ნეგატიური მოგონებები ღამის ქოთანზე როგორ? თანდათან და მოთმინებით. ღამის ქოთანი უნდა იდოს ერთი და იგივე და თვალსაჩინო ადგილას. ერთხელაც ბავშვი თვითონ მიირბენს და დაჯდება მასზე. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ბავშვის ძალით დასმა ქოთანზე. შეგიძლიათ შესთავაზოთ, სთხოვოთ და შეუთანხმდეთ კიდეც, მაგრამ არ მოსთხოვოთ. თუ ძალის გამოყენებას ეცდებით, მას განუვითარდება ნეგატიური მოგონებები ღამის ქოთანზე. არ დაგავიწყდეთ შექება - ნებისმიერი შედეგის დროს. არ ეჩხუბოთ თუ შემთხვევით გადმოუყირავდა ქოთანი. შარვლის მორიგი დასველების შემთხვევაში, მოთმინებით აღიჭურვეთ და მშვიდად აუხსენით, რომ შარვალი სველია, ხომ არასასიამოვნოა? კარგია, როდესაც მშრალია. კიდევ რომ არ დასველდეს შენი შარვალი, უნდა დაჯდე ღამის ქოთანზე. შემდგომში დაჯექი კარგი? კი მაგრამ, სად დევს ის? დღის მანძილზე შეახსენეთ ამ საგნის არსებობა. დასვით ქოთანზე ბავშვის დათუნია და მოუყევით ზღაპარი თუ როგორი კმაყოფილია იგი მას შემდეგ, რაც მშრალი შარვლით დადის. ეს საკმარისია. დანარჩენი დროის ამბავია.
როდის უნდა მიეჩვიოს ბავშვი ღამის ქოთანს?
ნუ დააჩქარებთ მოვლენებს. სიმშვიდე შეინარჩუნეთ. მთავარია ბავშვს განუვითაროთ შარდვის კონტროლის პროცესი. დროდადრო შეახსენეთ და დასვით ქოთანზე. 3 წლის ბავშვიც შეიძლება თამაშში გაერთოს, დაავიწყდეს და დაასველოს შარვალი. 4 წლის ბავშვსაც შეიძლება "ავარია" მოუხდეს. ნუ იღელვებთ იმაზე, თუ მეზობელი თავს მოიწონებს და გეტყვით, რომ თავისი შვილი 1,5 წლის ასაკში უკვე ქოთანზე დაჯდომას ითხოვდა. თუკი 1 წლის ბავშვები უკვე ქოთნით სარგებლობენ, რატომაა ბაღში 2 წლის ბავშვებს მუდამ გამოცვლა რომ ესაჭიროებათ?
ფსიქოლოგი ანა ბიკოვა