რატომ აღარ იყენებენ წარსულში ცნობილ წამლებს და რა უკუჩვენებები აღმოაჩნდათ მათ - მშობლები

რატომ აღარ იყენებენ წარსულში ცნობილ წამლებს და რა უკუჩვენებები აღმოაჩნდათ მათ

2018-06-13 06:47:58+04:00

რა გვერდითი მოვლენები აქვთ ცნობილ ნახშირის აბებს, ციტრამონს, ნო-შპას და სტრეპტოციდს ალბათ, ერთხელ მაინც გსმენიათ უკმაყოფილო ფაციენტების ნათქვამი, ამ წამლებს ძალა საერთოდ არა აქვთო. ისიც გვსმენია, რომ ექიმის დანიშნული წამლებისგან ზოგიერთი საერთოდ არაფრის მომცემი არ არისო. ამიტომ ზოგს მხოლოდ ადრინდელი და კარგად ნაცნობი მედიკამენტების სჯერა. მოკლედ, წამლებთან დაკავშირებით ყოველთვის არსებობს კითხვები და ამჯერად სწორედ ზემოხსენებულ კითხვებზე გაგვცემს პასუხს "სახალხო აფთიაქის" პარმაცევტი ნანა ხურციძე გვპასუხობს.

- ხშირად გაგვიგია გამოთქმა, „ამ წამლებს ძალა საერთოდ არა აქვს“. შეიძლება პრეპარატი იმდენად უხარისხო იყოს, რომ შედეგი საერთოდ არ

მოგვიტანოს? - სწორედ დღეს მოვემსახურე მომხმარებელს, რომელმაც შემომჩივლა, რომ უკვე ორი კვირაა ექიმის დანიშნულ წნევის დამწევ წამალს სვამს და შედეგი არა აქვს. წამალი, რომელსაც ღებულობდა, არის 24 საათიანი მოქმედების, მიიღება დილით უზმოზე, არის საუკეთესო ხარისხის. ჩავეძიე და აღმოჩნდა, რომ წამალს კი არ ყლაპავდა, ღეჭავდა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ასე ეფექტს უფრო სწრაფად მიიღებდა. სინამდვილეში კი წამლის დაღეჭვა ხელს უშლიდა მის 24-საათიან მოქმედებას, არადა ეს მომხმარებელი სწორედ ასე ამბობდა, ამ წამალს ძალა არა აქვსო.... მინდა გითხრათ, რომ წამლის ძალა დამოკიდებულია მისი მიღების წესის ზედმიწევნით დაცვაზე, მკურნალობის კურსის სრულყოფილად ჩატარებაზე, ასევე შესაძლებელია, ერთდროულად მიღებულმა წამლებმა ერთმანეთის ეფექტი შეამცირონ, მაგალითად რკინის და კალციუმის პრეპარატის ერთად მიღება ხელს უშლის ორივეს ათვისებას. რაც შეეხება ხარისხსს, კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ წამლის ხარისხი, მოქმედების სისწრაფე დამოკიდებულია მისი დაზადების ტექნოლოგიაზეც. მაგალითად - ორი ერთნაირი წამალი, ერთი გამოდის ტაბლეტის ფორმით, მეორე კი კაფსულის და კაფსულაში წამლის მოქმედი ნივთიერება მიკრონაწილაკებად არის დაყოფილი. ნაწლავებში მოხვედრისას, რა თქმა უნდა, მეორე უფრო სწრაფად შეიწოვება სისხლში და უფრო ეფექტურად იმოქმედებს.

mshoblebi

თუ ნებისმიერი წამლის ანოტაციას ჩახედავთ, ნახავთ, რომ არის ასეთი ცნება: ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან, მაგალითად ერთერთი ტკივილგამაყუჩებელი საშუალების მიღება ამცირებს წნევის დამწევი წამლის ეფექტურობას. ასევე წამლის ძალა დამოკიდებულია მისი მიღების წესის ზედმიწევნით დაცვაზე. მაგალითად, ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები კარგად შეითვისება, თუ მას წყლის ნაცვლად რძეს ან ფორთოხლის წვენს მივაყოლებთ.

- ექიმებიც და მშობლებიც ხშირად ახსენებნ ფრაზას - "ზედმეტი წამლები". ფარმაცევტები რას უწოდებთ ზედმეტ წამლებს? ანუ არსებობს ისეთი შემადგენლობის პრეპარატები, რომლებიც თითქმის არაფერზეა გათვლილი, არც რგებს და არც წყენს პაციენტს?

- მედიცინაში ზედმეტი წამლის დანიშვნას პოლიპრაგმაზია ეწოდება. შეიძლება გაგიკვირდეთ, და ხშირად ანტიბიოტიკის დანიშვნა არის პოლიპარგმაზია, რადგან ხველა, გაციება, გრიპი ვირუსული ინფექციაა და მასზე ანტიბიოტიკი არ მოქმედებს. არის ასეთი სტერეოტიპი, რომ რაც მეტი წამალია დანიშნული, მით უკეთესი და მით უფრო სწრაფად მორჩება პაციენტი. ასევე გეტყვით, რომ წამლის მიღებისას მოქმედებს პლაცებო ეფექტი - ორი ადამიანიდან ერთს რომ მსუბუქი დამამშვიდებელი წამალი დავალევინოთ, და მეორეს პირობითად "აბი გლუკოზა’’, შესაძლებელია ეფექტი ერთნაირი იყოს... რა თქმა უნდა, არსებობს წამლები, რომელთა ეფექტი გადაჭარბებულად არის წარმოჩენილი. ეს ჩვეულებრივი მარკეტინგული ხერხია. მე პირადად ყოველთვის ვცდილობ, მომხმარებელს ის წამალი შევთავაზო, რომლის ეფექტურობაშიც მაქსიმალურად დაწრმუნებული ვარ და რა თქმა უნდა, რისი შეთავაზებაც ფარმცევტის კომპეტენციას არ სცილდება.

- შეგიძლიათ გაიხსენოთ წამლები, რომლებიც ერთ დროს ძალიან პოპულარული იყო, დღეს კი თითქმის აღარავინ იყენებს. მაგალითად, ნახშირი, ნოშპა, ციტრამონი, სტრეპტოციდი. ისინი უკეთესმა ანალოგებმა ჩაანაცვლეს თუ უბრალოდ, დაივიწყეს?

- ძალიან კარგი კითხვაა. დავიწყებ სტრეპტოციდით. დაახლოებით 50 წლის წინ ეს ყველაზე პოპულარული ანტიბაქტერიული საშუალება იყო. დღესაც გვყავს მომხმარებელი, ვისაც სჯერა რომ ყელის ტკივილი არ მოურჩება, სანამ სტრეპტოციდის აბს არ გაღეჭავს. მის ჯადოსნური მოქმედების შესახებ დღესაც არის მითები, თუმცა ექიმები მას პრაქტიკულად აღარ იყენებენ, რადან ახალი, უფრო ეფექტური და უსაფრთხო ანტიბაქტერიული საშუალებები გამოჩნდა. ყელის ტკივილს რაც შეეხება, ის ხშირად ვირუსული ბუნებისაა და სტრეპტოციდი კი ვირუსებზე არ მოქმედებს.

mshoblebi

ციტრამონი -დღემდე რჩება ყველაზე პოპულარულ ტკივილგამაყუჩებელ საშუალებად. ჩემი რჩევები ასეთია: ციტრამონი შეიცავს კოფეინს, ამიტომ თუ თქვენ უძილობა გაწუხებთ ან არტერიული ჰიპერტენზია, მოერიდეთ ციტრამონის ხშირად მიღებას. ასევე ციტრამონი შეიცავს აცეტილსალიცილის მჟავას, რაც კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას იწვევს.

mshoblebi

ნახშირი - ამ ბოლო დროს პოპულარულია ნახშირის მიღება წონაში კლების მიზნით. მე მყავდა მომხმარებელი, რომელიც ყოველდღე ღებულობდა 12 აბ ნახშირს, სანამ დეტალურად არ ავუხსენით რა შედეგი შეიძებოდა დამდგარიყო. ნახშირი არის ადსორბენტი და გაზების გარდა სასარგებლო ნივთიერებებსაც შთანთქავს, ამიტომ მისი ხშირად მიღება არ არის სასურველი, თუ შებერილობა გაწუხებთ, არის სხვა ბევრად ეფექტური და უფრო უსაფრთხო საშუალება.

mshoblebi

ნო-შპა დღემდე რჩება ყველაზე მოთხოვნად წამლად, არადა მისი ხშირად გამოყენებაც მავენებელია, იწვევს უძილობას და სხვა გვერდით ეფექტებს. ასე, რომ წამლები, რაც ჩამოთვალეთ, ნამდვილად აღარ არის შეუცლველი პრეპარატები, მაგრამ ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი მაინც ერთგულია მათ მიმართ. მე ყოველთვის ვცდილობ ჩემს მომხმარებელს მივაწოდო ინფორმაცია, რა შეიძლება გამოწვიოს ერთი შეხედვით "უწყინარი“ წამლის ხშირმა მიღებამ, ვურჩიო მინიმალური გვერდითი ეფექტების მქონე საშუალება და რაც შეიძლება მეტი რეკომენდაცია ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ.

mshoblebi

თუ გაქვთ შეკითხვები მედიკამენტებთან დაკავშირებით, შეგიძლიათ კომენტარებშიც მოგვწეროთ. "სახალხო აფთიაქის" ფარმაცევტები ყველაზე აქტუალურებს უპასუხებენ.