საფრთხეები, რაც პლასტმასის ქილებსა და ბოთლებში მოთავსებულმა პროდუქტებმა შეიძლება მოგვიტანონ - მათი ვარგისიანობის ან მაღალი ხარისხის მიუხედავად მომხმარებელთა უდიდესი ნაწილი სუპერმარკეტში საკვების შეძენისას მხოლოდ ეტიკეტს და პროდუქტის ვარგისიანობის თარიღებს ამოწმებს. შეგიმოწმებიათ ის ჭურჭელი, რაშიც საკვები პროდუქტებია განთავსებული?
დღეს იმ საფრთხეებზე ვისაუბრებთ, რაც პლასტმასის ქილებსა და ბოთლებში მოთავსებულმა პროდუქტებმა შეიძლება მოგვიტანონ - მათი ვარგისიანობის ან მაღალი ხარისხის მიუხედავად.
პლასტმასის ჭურჭლის ძირზე განთავსებული უნდა იყოს ციფრი ან ლათინური ასოებისაგან შემდგარი აბრევიატურა, რაც პლასტმასის ხარისხსა და საფრთხეებზე მიგვითითებს.
1 - PET, PETE- პოლიეთილენ ტერაფტალატი გამოიყენება წყლისათვის, ამავე ბოთლებით უშვებენ შამპუნებს, პირის ღრუს სავლებ ხსნარებს, მცენარეული ზეთებისათვის, სალათების შესაკმაზი სოუსებისათვის საჭირო ჭურჭელს.
თუ თქვენ ამ ჭურჭლის განმეორებით გამოყენებს ეცდებით, ვთქვთ, ცარიელი წყლის ბოთლს ხელმეორედ აავსებთ სასმელი წყლით, იცოდეთ, რომ სერიოზულ საფრთხეს უქმნით თქვენი და თქვენი პატარების ჯანმრთელობას. განმეორებითი გამოყენება იწვევს ბაქტერიებით ამ ტიპის ჭურჭლის ძლიერ დაბინძურებას მისი ქიმიური შემადგენლობის გამო, აგრეთვე ჯანმრთელობისათვის საშიში ნივთიერებების გადასვლას ხელმეორედ ჩასხმულ სითხეში.
2 - HDPE – მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენი - მისგან ამზადებენ ჭურჭელს რძისა და რძისგან დამზადებული სხვა პროდუქტებისაგან, გამოიყენება წყლისათვისაც , ხილის წვენების ჩამოსახმელად, ამადებენ ბოთლების თავსახურებს, დეტერგენტების ჩამოსასხმელ ჭურჭელს. პრაქტიკულად უსაფრთხო და საიმედო პლასტმასია.
3 - V - ვინილი ან PVC - ამ ტიპის მასალას შამპუნის ბოთლებისათვის, გარეთა ავეჯის, შხაპის ფარდების წარმოებაში იყენებენ.
4 - LDPE - დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენი - გამოიყენება პურისა და გაყინული პროდეუქტების შესაფუთად, საკვების კონტეინერებისათვის, საყიდლების ჩანთებისათვის. უსაფრთხო პლასტიკატია.
5 - PP - პოლიპროპილენი- ამ ტიპის ჭურჭელში ასხამენ კეტჩუპს, მარგარინს, მაიონეზს, ზოგიერთ იოგურტს, იყენებენ აგრეთვე სამედიცინო დანიშნულების ნაწარმისთვის.
6 - PS- პოლისტერენი -მისგან კვერცხისშესანახი კონტეინერები, ერთჯერადი ჭიქები და თეფშები მზადდება.
7 - სხვა - კეტჩუპის, 3 და მეტი ლიტრი ტევადობის წყლის ჭურჭლისათვის გამოიყენება. შეიცავს ბიფენოლ A-ს. ბიფენოლი მოქმედებს ორგანიზმზე ესტროგენების მსგავსად, მისმა სიჭარბემ შესაძლოა გამოიწვიოს სიმსივნური დაავადებები, უნაყოფობა, ასევე მუცლადყოფნის პერიოდში ნაყოფის განვითარების დარღვევა და სიმახინჯეები.
აღნიშნული საფრთხეების გამო ზოგიერთმა ქვეყანამ ამ ტიპის პლასტიკატის ჭურჭლის გამოყენება საერთოდ აკრძალა. მაგალითად, კანადაში 2008 წლიდან ასეთ პლასტიკატს არ იყენებენ.