ბავშვის სასკოლოდ მომზადება ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა ბავშვის სასკოლოდ მომზადება ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა. ამაზეა დამოკიდებული, როგორ შეეწყობა ბავშვი ახალ გარემოს და თავს გაართმევს სასწავლო მასალას. პირველ შედეგებზე ბევრია დამოკიდებული - თუ ერთი გაუცხოვდა სასწავლო პროცესის მიმართ, შეიძლება მეცადინეობაზე საერთოდ აიყაროს გული.
ამიტომ ჯობია, ბავშვი სკოლაში მომზადებული შევიდეს. რა თქმა უნდა, არაა სავალდებულო წერა-კითხვა და მაგალითების ამოხსნა შეეძლოს, მაგრამ გონება უკვე მომწიფებული უნდა იყოს სწავლებისათვის.
მაგრამ როგორ მოვამზადოთ ბავშვი? მშობლისთვის ძალიან რთულია ყოველგვარი სასწავლო მასალისა და თვალსაჩინოების გარეშე დოზირებულად მიაწოდოს პატარას შემეცნებითი მასალა.
რა თქმა უნდა, წიგნების უზარმაზარი არჩევანია, მაგრამ თქვენ ამ შემთხვევაში უშუალოდ სასკოლოდ მოსამზადებელი მასალა გჭირდებათ 4-5-6 წლის ასაკისთვის.
წარმოგიდგენთ რამდენიმე ნიმუშს:
კითხვები იმდენად მარტივად ჟღერს, დავალებებიც ისეთი ფერად-ფერადი სახალისო ნახატებითაა, ბავშვი სიამოვნებით ერთვება პროცესში.
წიგნი ეხმარება ბავშვს განუვითარდეს კომუნიკაციის უნარი; თხრობისა და დისკუსიის უნარი; აღქმის, წარმოსახვის და შემოქმედებითი უნარები.