კარაქი - ჯანსაღი ცხიმი პატარებისთვის
კარაქი - ჯანსაღი ცხიმი პატარებისთვის
კარაქი ცხიმში ხსნადი ვიტამინების ძალიან კარგი წყაროა

იცოდით თუ არა, რომ კარაქი ცხიმში ხსნადი ვიტამინების ძალიან კარგი წყაროა - შეიცავს ვიტამინ А, D, E და K-ს.
კარაქი თავისთავად ძალიან ცხიმიანია, თუმცა ცხიმები აუცილებელია საკვები ნივთიერების ასათვისებლად, განსაკუთრებით კი წყალში-ხსნადი ვიტამინების. ცხიმის გარეშე, პატარების ორგანიზმი ვერ ითვისებს საკვები მინერალების უმეტესობას.

ჯანსაღი მინერალების წყარო


● კარაქი შეიცავს ისეთ სასარგებლო მინერალებს როგორიც არის მაგნიუმი, თუთია, სპილენძი, სელენი, ლაურინის მჟავა და ქრომი.

● მინერალები ეფექტური ანტიოქსიდანტებია, რაც ბავშვების ორგანიზმს მავნე ინფექციებისგან იცავს

● კარაქში შემავალი ლაურინის მჟავები
თქვენს პატარას ეხმარება სოკოვანი ინფექციების და კანდიდის წინააღმდეგ ბრძოლაში.

აუმჯობესებს მონელებას


კარაქი შეიცავს ე.წ. გლიკოსფინგოლიპიდებს, ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უშლიან ბავშვებში ნაწლავური ინფექციის (გასტროენტერიტი) პროგრესირებას, შესაბამისად ხელს უწყობენ საჭმლის მონელებას.
mshoblebi

ჯანსაღი ქოლესტერინის კარგი წყარო


კარაქი არის ჯანსაღი ქოლესტერინის შესანიშნავი წყარო. ე.წ. "კარგ", ჯანსაღ ქოლესტერინს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ბავშვთა სათანადო ზრდაში და განვითარებაში. იგი ხელს უწყობს ნატურალურად აღმოცენებული სტეროიდების სინთეზს სხეულში. იცავს ორგანიზმს გულის და მენტალური დაავადებებისგან, არსებობს მოსაზრება რომ ჯანსაღი ქოლესტირინი ანტიკარცეროგენულია

ეხმარება ტვინის განვითარებას


კარაქი შეიცავს ომეგა-3 და ომეგა-6 ცხიმოვან მჟავებს, იგივეს, რაც თევზი და ზღვის პროდუქტი. ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები ხელს უწყობენ ტვინის
განვითარებას. ბავშვის ორგანიზმი ზრდისას ამ ცხიმოვანი მჟავების რეგულარულ მიწოდებას მოითხოვს. ასე რომ კვებით რაციონში კარაქის გათვალისწინება საკმაოდ კარგი იდეაა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თევზი (ომეგა-3 და ომეგა-6 ცხიმოვანი მჟავების მთავარი წყარო) ხშირად პატარებს არ მოსწონთ და უარს ამბობენ მირთმევაზე.

mshoblebi
ძალიან ხშირია კითხვა, თუ როგორ მივაწოდოთ პატარებს კარაქი მათთვის მისაღები გზით. საკვების უმეტესობა, განსაკუთრებით გამომცხვარი პროდუქტი, რაიმე ფორმით მაინც შეიცავს კარაქს. როგორც წესი საკმაოდ მცირე რაოდენობით, ამიტომ კარაქის ბავშვისთვის მიწოდების შესანიშნავი ფორმაა - კარაქზე გამომცხვარი ორცხობილები, ბისკვიტები თუ სხვა ზომიერი რაოდენობით კარაქის შემცველი პროდუქტი (რეკომენდებულია რაციონში შეტანა დღიური კალორიული ნორმის გათვალისწინებით).

8098
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (6)
ნიკა
0
https://www.facebook.com/%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98-Anchor-Butter-913049538856834/
08:23 / 23-07-2018
მოქალაქე
0
რომელი" კარაქია" კარაქი და არა სპრედი?
10:21 / 20-07-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?