გამოიყენეთ გარგარი ბავშვის სიმაღლეში ზრდისთვის - გარგრის თვისებები, რაც მშობლებმა უნდა იცოდნენ
გამოიყენეთ გარგარი ბავშვის სიმაღლეში ზრდისთვის - გარგრის თვისებები, რაც მშობლებმა უნდა იცოდნენ
გარგარის სასარგებლო თვისებები ფართოდაა ცნობილი. ის ორგანიზმს აუცილებელი ვიტამინებითა და მინერალებით ამარაგებს. კაროტინის მაღალი შემცველობის გამო, რეკომენდებულია მისი ჩართვა ბავშვთა რაციონში.

გარგარი აუმჯობესებს მეხსიერებას, აძლიერებს ტვინის აქტივობას, რაც ძალზე მნიშვნელოვანია გონებრივი სამუშაოთი დატვირთული ადამიანებისთვის, სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის.

გარგარი ხელს უწყობს ბავშვის ზრდას, როგორც აღვნიშნეთ, მასში კაროტინის მაღალი შემცველობის გამო.
ის ასევე სასარგებლოა ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევის, კანისა და თვალის ლორწოვანი გარსის დაავადებების დროს.

  1. დადგენილია, რომ 100 გრამ გარგარს სისხლის წარმოქმნის პროცესზე ისეთივე მოქმედება აქვს, როგორიც 40 მილიგრამ რკინას ან
    250 გრამ ახალ ღვიძლს.
  2. გარგარის ჩირი და წვენი ძალიან სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს და ორსულთათვის.
  3. აუმჯობესებს ჰემოგლობინის დონეს.
  4. გარგარის რბილობი დიეტური პროდუქტია და მისი გამოყენება სასურველია ჭარბი წონის მქონე ადამიანებისთვის.
  5. დიეტოლოგების უმრავლესობას მიაჩნია, რომ გარგარი ჩინებულად უწყობს ხელს საჭმლის ნორმალურ მონელებას და ნივთიერებათა ცვლას.კურაგას - გარგარის ჩირს, შარდმდენი თვისება აქვს.
  6. შაქრის მაღალი შემცველობის გამო, გარგარი უკუნაჩვენებია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის, ასევე, მაღალი მჟავიანობის ფონზე მიმდინარე გასტრიტისა და სიმსუქნის დროს.


8811
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
მანანა
0
მეც იგივე შეკითხვა გამიჩნდა , მე-4 პუნქტი ეწინააღმდეგება მე-6 პუნქტს
11:47 / 01-08-2018
ნინო
0
მე-4 პუნქტში - სასურველია ჭარბი წონის მქონე ადამიანებისთვის და მე-6 პუნქტში - უკუნაჩვენებია სიმსუქნის დროს. ნეტავ რას ნიშნავს ყოველივე ზემოაღნიშნული????
14:08 / 18-07-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?