რატომ ეწინააღმდეგებიან ორთოპედები სუპინატორიან ფეხსაცმელს - როგორი ფეხსაცმელია ტერფისთვის საუკეთესო
რატომ ეწინააღმდეგებიან ორთოპედები სუპინატორიან ფეხსაცმელს - როგორი ფეხსაცმელია ტერფისთვის საუკეთესო
ბავშვის სხეულის ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სწორად სიარულს, ფეხის ტერფის სწორად ფორმირებას. აღნიშნულისთვის კი გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სწორად შერჩეულ ფეხსაცმელს.

ბავშვის ფეხსაცმელი უნდა იყოს მარტივი კონსტრუქციის, მოსახერხებელი და ნატურალური მატერიისგან დამზადებული. მშობლების დიდი ნაწილი ბავშვს თავიდანვე სუპინატორიან ფეხსაცმელს ყიდულობს, რასაც გამოცდილი ორთოპედები ეწინააღმდეგებიან. ბავშვის ტერფი სწორად რომ განვითარდეს, თავისუფლად უნდა იმოძრაოს, ხოლო სუპინატორი ხელს უშლის კუნთებისა და მყესების ბუნებრივი ჩამოყალიბების პროცესს. ამასთანავე, ყველა ბავშვს მეტ-ნაკლებად ინდივიდუალური ფორმის ტერფი აქვს, ერთი და იმავე ყალიბის ფეხსაცმელი ყველას როდი გამოადგება. ასე რომ,
თუ პატარას სუპინატორიანი ფეხსაცმელი სჭირდება, უმჯობესია ის ინდივიდუალურად დაამზადებინოთ და თან მხოლოდ 3 წლის ასაკიდან.
mshoblebi
აღნიშნულიდან გამომდინარე უმჯობესია ბავშვს სპორტული ფეხსაცმელი ეცვას და ასე ჩამოყალიბდეს ტერფი. ფეხსაცმლის ტიპის შერჩევის შემდეგ, მთავარი აქცენტი უნდა გაკეთდეს ფეხსაცმლის ხარისხზე, რაც ბავშვის შემთხვევაში ასმაგად უფრო საყურადღებოა. ხარისხიანი ფეხსაცმლის შერჩევა მარტივი ნამდვილად არაა. ხარისხის უპირობო განმსაზღვრელად მიიჩნევა ბრენდის წარმომავლობა და მისი ორიგინალობა. იდეალურია, თუ ბავშვს საერთაშორისო ბრენდის ორგინალ ფეხსაცმელს ჩააცვამთ, რადგან ის ხარისხთან დაკავშირებულ ნებისმიერ კითხვის ნიშანს მოგიხსნით.

ორიგინალი ფეხსაცმლის ყიდვით თქვენ შემდეგ პრობლემებს აირიდებთ თავიდან:
  • ფეხსაცმელი ბუნებრივი მასალისგან არ აღმოჩნდა შეკერილი და ბავშვს ფეხი უხურდება. აღნიშნულმა შეიძლება
    ალერგიული რეაქციაც კი გამოიწვიოს.
  • ქეჩამ დეფორმაცია განიცადა და ბავშვის ფეხმა თავისუფლად განვითარების შესაძლებლობა დაკარგა
  • ფეხსაცმლმა ფორმა შეიცვალა და ბავშვს თითზე დააჭირა, შედეგად კი ფრჩილი ჩაეზარდა
  • თუ თქვენ არ იცით, როგორი ფორმის და კონსტრუქციის ფეხსაცმელია თქვენი შვილისთვის იდეალური, ცნობილი ბრენდების მწარმოებლებმა ეს ნამდვილად იციან და სწორედ იმ ფორმის ფეხსაცმელს გთავაზობენ, რაც კონკრეტულ ასაკში თქვენს შვილს სჭირდება.

სპორტული ფეხსაცმელი თქვენი ბავშვისთვის, რომელიც მის სრულყოფილ ზრდა-განვითარებას უზრუნვეყოფს, ონლაინ მაღაზიაშიც არის ხელმისაწვდომი. შეგიძლიათ ონლაინ შეარჩიოთ და შეიძინოთ სასურველი ფერისა და სტილის სპორტული ფეხსაცმელი. კურიერი სასურველ პროდუქციას საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ ადგილზე მოგიტანთ. ხოლო თუ ონლაინ შეძენა თქვენთვის არ არის კომფორტული და გსურთ, რომ მაღაზიაში მოისინჯოთ ფეხსაცმელი და ისე შეიძინოთ, მაშინ მიმართეთ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლის მაღაზიებს თბილისში: ვაჟა-ფშაველას #20 და სავაჭრო ცენტრში "ისთ ფოინთი".
mshoblebi
ფეხსაცმლის შერჩევისას, ასევე, გაითვალისწინეთ შემდეგი ინფორმაცია: თქვენი შვილის ტერფის ზომა უნდა შემოწმდეს ყოველ 6-8 თვეში. 4 წლის ასაკამდე, ბავშვის ტერფი საშუალოდ წელიწადში 2 სანტიმეტრით იზრდება. დატოვეთ მინიმუმ 1 სანტიმეტრიანი სივრცე ფეხსაცმლის კიდესა და ყველაზე გრძელ თითს შორის. ფეხსაცმლის სიგანე უნდა იყოს ისეთი, რომ თითები თავისუფლად თავსდებოდეს და არ იყოს ერთმანეთთან მჭიდროდ მიჭერილი ფეხსაცმლის ზემოქმედებით.
6640
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
solomoni
0
რა სუპენატორი რის სპორტული ფეხსაცმელი, რაც გვქონდა იმას ვიცმევდით ან სართოდ ფეხშველები დავრბოდით და უფრო ჯანმრთელებიც ვიყავით!! :)
23:59 / 18-07-2018
ბექა
0
ნიუ-ბალანსის რეკლამაა? მე სერიოზულად ვკითხულობდი :))) ისე, კარგი ბრენდია, ყველას ვურჩევ.
10:14 / 18-07-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?