"საზამთრო და ნესვი მავნე ნივთიერებებს მიწიდან ღრუბელივით ისრუტავს" - ქართული საზამთროსა და ნესვის კვლევის შედეგები
"საზამთრო და ნესვი მავნე ნივთიერებებს მიწიდან ღრუბელივით ისრუტავს" - ქართული საზამთროსა და ნესვის კვლევის შედეგები
საზამთროსა და ნესვში ნიტრიტებისა და ნიტრატების შემცველობა 3-4-ჯერ აღემატება დასაშვებ ნორმას, - ამის შესახებ ეკოლოგმა და გაეროს ექსპერტმა ხათუნა ახალაიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ფერმერულ მეურნეობაში არანაირი პროგრესი არ შეინიშნება. როგორც მან აღნიშნა, პროდუქციაში ნიტრიტებისა და ნიტრატების გადაჭარბებულმა შემცველობამ ჯანმრთელობის მდგომარეობის ისეთი სერიოზული გართულებები შეიძლება გამოიწვიოს, როგორიც არის ანემია, გონებრივი ჩამორჩენა და ა.შ.
„ნესვი და საზამთრო, ისეთი ბაღჩეული კულტურებია, რომლებსაც დაბინძურებული მიწის გასასუფთავებლად იყენებენ ხოლმე. ეს ნიშნავს იმას, რომ ნესვი
და საზამთრო ძალიან მარტივად ითვისებს ყველაფერს, რაც მიწაშია და როდესაც მასზე მინერალური სასუქები არასწორად გამოიყენება, ეს კულტურები ღრუბელივით ისრუტავს მათ. „მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციაში“ შემავალი ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, საზამთროსა და ნესვში ნიტრიტებისა და ნიტრატების შემცველობა 3-4-ჯერ აღემატება დასაშვებ ნორმას. ეს ნიშნავს იმას, რომ არანაირი პროგრესი ფერმერულ მეურნეობაში არ შეინიშნება.
mshoblebi
სისხლის შემცველობაში არის ჰემოგლობინი, რომელიც ჟანგბადს ითვისებს და ჩვენს ორგანიზმს ჟანგბადით კვებავს. როგორც კი ნიტრიტებით გაჯერებულ პროდუქციას იღებს ადამიანი, ჟანგბადს ანაცვლებს ნიტრიტი და სისხლი ხდება უჟანგბადო. ეს იწვევს ანემიას, ანემიისგან გამომდინარე ხდება იმუნური სისტემის დაქვეითება, გონებრივი ჩამორჩენა. თუ ღრმად წავალთ, ვნახავთ, რომ ძალიან სერიოზულ პრობლემებთან მიგვიყვანს,“ - განაცხადა ხათუნა ახალაიამ.

როგორც ეკოლოგმა განმარტა, საზამთროსა და ნესვის დაბინძურების მთავარი მიზეზი ფერმერებისგან მომდინარეობს, რომელიც მწვანე მასის შენარჩუნების მიზნით, მცენარეს აზოტოვანი სასუქების დიდ რაოდენობას აწვდის.

„პროდუქტების დაბინძურების უმთავრესი მიზეზი არის ფერმერი, რომელიც სასუქს იყენებს მიუხედავად იმისა, საჭიროა თუ არა. საზამთრო და ნესვი ჩვენთან ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოში მოჰყავთ, სადაც ზოგიერთი ადგილი ძალიან მშრალია. ამ ადგილებში მალევე ხდება მცენარეების გადაყვავილება და სიმწვანის დაკარგვა. აზოტოვანი სასუქი კი მცენარეს ქლოროფილს უნარჩუნებს, რომლითაც ის ზრდის თავის ნაყოფს. აქედან გამომდინარე, ფერმერი ცდილობს, რაც შეიძლება დიდხანს შეუნარჩუნოს მწვანე მასა მცენარეს, რომ უფრო დიდი საზამთრო და ნესვი მიიღოს,“ - აღნიშნა ხათუნა ახალაიამ.

3576
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
ლარა
1
კარგი, აღარ შევჭამთ, აბა სურსათის უსაფრთხოების სამსახურს ხომ არ შევაწუხებთ?
17:09 / 17-07-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?