რატომ არის აკრძალული ევროპის საბავშვო ბაღებსა და სკოლებში Wi-Fi-ის გამოყენება?
რატომ არის აკრძალული ევროპის საბავშვო ბაღებსა და სკოლებში Wi-Fi-ის გამოყენება?
ალბათ არ იცით, რომ ჯერ კიდევ 2015 წელს საფრანგეთის საბავშვო ბაღებსა და სკოლებში აკრძალეს Wi-Fi-ის გამოყენება. დიდ ბრიტანეთში მხარი დაუჭირეს ამ ინიციატივას. განაცხადეს, რომ ისინიც შემოიღებენ ასეთ აკრძლვას. ეს აკრძალვა შემოღებული იქნა ბავშვების ჯანმრთელობისათვის და აუცილებელია ქვეყანაში კანონმდებლობით იქნეს გათვალისწინებული.
ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ექიმი ერიკ-მერორი ბლიტი თავისი საცხოვრებელი ადგილიდან პროვინციაში გადასახლდა. მან თავისი ცხოვრებიდან სამუდამოდ ამოიღო მობილური ტელეფონით სარგებლობის წესი. ასევე უარყო წარმატებული კარიერა, რათა თავისი ცხოვრება გაეხადა ჯანსაღი.
უარი თქვა რადიაციაზე, რომელსაც ასხივებს Wi-Fi, მობილური ტელეფონი და უსადენო გაჯეტები.
დღევანდელ დღეს ექიმი მელორი ბრიტი ერთ-ერთი ავტორიტეტული კონსულტანტია, რომელიც შეისწავლის სხვადასხვა კლინიკურ აშლილობებს, რაც გამოწვეულია ელექტრო-მაგნიტური ველების ზემოქმედებით ადამიანის ორგანიზმზე. ექსპერტი დაჟინებით ამტკიცებს, რომ Wi-Fi თავისი გამოსხივების გამო საშიშია ბავშვის ჯანმრთელობისათვის. ამ მიზეზით მელორი ბრიტმა მოუწოდა ხელისუფლებას, აეკრძალა გაჯეტების და Wi-Fi გამოყენება საბავშვო ბაღებსა და დაწყებით სკოლებში.

ექსპერტის სიტყვებით, ბოლო პერიოდში საგრძნობლად მოიმატა ბავშვების მომართვიანობამ საავადმყოფოებში თავის ტკივილითა და ტანზე გამონაყარის ჩივილებით. მიუხედავად ექიმის გაფრთხილებისა, მშობლების უმრავლესობა ეჭვქვეშ აყენებს Wi-Fi-ს მავნებლობას. შვედმა პროფესორმა ოლე იოჰანსონმა განაცხადა, რომ პატარა ბავშვის გვერდზე სმარტფონის არსებობა იგივეა, რაც ელექტრო მატარებლის ძრავის გვერდით ყოფნა. ექსპერტი დაჟინებით აფრთხილებს მშობლებს გამორთონ
უსადენო გაჯეტები და უარი თქვან შენობაში Wi-Fi-ის დაყენებაზე. უკიდურეს შემთხვევაში, ის მაინც გააკეთონ, რომ არ დატოვონ ბავშვების საძინებელში არავითარი ტელეფონი, გაჯეტი და ბავშვთან ახლოს არ იყოს Wi-Fi, მით უმეტეს - ღამით. 
mshoblebi
ბოლო პერიოდში ევროპის ბევრმა ქვეყანამ მიმართა საფრანგეთის გამოცდილებას და ბევრგან აკრძალეს საბავშვო დაწესებულებებში Wi-Fi-ის გამოყენება. ათასობით გამოკვლევა ჩატარდა და მეცნიერები თამამად წერენ, რომ გაჯეტები, სმარტფონები და Wi-Fi ნამდვილად დიდ გავლენას ახდენს ადამიანზე, განსაკუთრებით კი - მოზარდზე.
ამ მოწყობილობების მიერ გამოცემული ტალღები იწვევს სიმსივნეს და სხვა სერიოზულ დაავადებებს. განსაკუთრებით ძლიერად მოქმედებს ბავშვის პორგანიზმზე. ბავშვის ძვლის ტვინი გამოსხივებულ რადიაციას 10-ჯერ უფრო აქტიურად ისრუტავს, ვიდრე ზრდასრული ადამიანის.


ტეგები: გაჯეტები
5255
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```