უნარები, რომლებიც გაუადვილებს ბავშვს დამოუკიდებელ ცხოვრებაში გადასვლას... ბავშვი რაც უფრო დამოუკიდებელი იქნება, მით უკეთესია მთელი ოჯახისათვის. ოთახის დალაგება, ჭურჭლის დარეცხვა, გაკვეთილების მომზადება - ეს მხოლოდ მშობლის ახირება კი არა, უნარებია, რომლებიც გაუადვილებს ბავშვს დამოუკიდებელ ცხოვრებაში გადასვლას. ამ უნარების სწავლება 3 წლის ასაკიდან შეიძლება დავიწყოთ. მაგ: ზონარის შეკვრა, ქურთუკის ჩაცმა და ღილების შეკვრა და სხვ.
თუ მშობლები ყველაფერს აკეთებენ სწორად, მოზარდობის ასაკში მან უნდა იცოდეს:
1. ტანსაცმლის მომზადება სარეცხისთვის
კარადიდან გასარეცხი სამოსის გამოღება, ფერების მიხედვით დახარისხება, სარეცხ მანქანაში შეყრა - 12-13 წლის ასაკში ბავშვებს შეუძლიათ ამ დავალების შესრულება.
2. ფულთან ურთიერთობა
ჯიბის ფულის პასუხისმგებლობით განაწილება ყველა მშობელმა უნდა ასწავლოს ბავშვს. მან უნდა იცოდეს, რომ ფული არ იშოვება მარტივად, რომ მშობლები შრომობენ ამისთვის. ამიტომ მან სასურველია, უფრო პატარა ასაკიდანაც იცოდეს ფულის სწორად განაწილება და უბრალო ბუღალტერია.
3. მარტივი საჭმლის მომზადება
ფაფა საუზმეზე, ბუტერბროდი ჩაისთან, ჩაის მომზადება.
4. საშინაო დავალებების მომზადება
მშობლის კონტროლისა და შეხსენების გარეშე მოამზადოს საშინაო დავალებები - უკვე მე-2-მე-3 კლასიდან. სჯობს თქვენს გარეშე დაწეროს თხზულება და მათემატიკა - შეცდომებით, სამაგიეროდ, ეს იქნება მისი ნამუშევარი.
ბავშვები, რომელთა მშობლებიც მათ მაგივრად აკეთებენ ყველაფერს, მოზრდილობაში ვერ შეძლებენ დამოუკიდებლად დაგეგმარებასა და პრობლემების გადაჭრას.
5. ზრდილობიანად საუბარი უფროსებთან
მასწავლებელი სკოლაში, მეგობრების მშობლები, მეზობელი - ბავშვს უნდა შეეძლოს თავაზიანად მისალმება და საუბარი. ეს ყველა ასაკისთვის არის საჭირო.
6. იმოქმედოს განსაკუთრებულ სიტუაციებში
მნიშვნელოვანია ბავშვმა იცოდეს პოლიციაში, სასწრაფოში და სახანძროში დარეკვა. იცოდეს, როგორ აღმოუჩინოს პირველადი დახმარება.
7. ქალაქში ორიენტირება
ადრე თუ გვიან ბავშვები ტოვებენ მშობლების სახლს და მიემგზავრებიან სხვა ქალაქში სასწავლებლად. ასწავლეთ ბავშვს საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა, გადასასვლელზე უსაფრთხოდ გადასვლა და სმარტფონში ბარათით სარგებლობა.
8. მადლიერება
მოზარდებს უკვე ჰყავთ თავიანთი მეგობრები, ვისთან ერთადაც წავლენ კაფეში. ასწავლეთ ბავშვს, რომ "ჩაი" უნდა მისცეს ოფიციანტს, რადგან ეს საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკაა და ყველანაირი შრომა უნდა იქნას დაფასებული.
9. დამოუკიდებლად გაღვიძება დილით
დამიჯერეთ, თქვენს ძილისგუდას ნამდვილად შეუძლია თქვენს გარეშე გაღვიძება იმ შემთხვევაში, თუ ის საკმარისად მოტივირებულია.
10. სახლის დალაგება
სახლის დალაგება საკმაოდ სასარგებლო უნარია. მოზარდისთვის მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ მას შეაქვს თავისი წვლილი ოჯახის საქმეში.