თქვენს მიერ სახლისთვის ნაყიდ საღ ბურღულსაც შეიძლება მატლი გაუჩნდეს ცნობილმა პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა საკუთარი ოჯახისთვის შეძენილ ფაფაში მატლები აღმოაჩინა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს:
"სერიოზულად შეშფოთებული ვარ. აღმოჩნდა, რომ სანამ პირადად არ განიცდი იმას, რასაც ხალხი ამბობს და წერს, ვერ იჯერებ ბოლომდე, რომ ადამიანებს ყველაფერი შეუძლიათ, იმ ბოროტების ჩადენაც კი, რასაც მათი ჯანმრთელობის ხელყოფა შეუძლია! კარფურში შევიძინე ეს ფაფა (მისტრალი 7/1). როდესაც რაღაცას ვყიდულობ, განსაკუთრებით ბავშვისთვის, სრულად ვეცნობი ყველაფერს ამ პროდუქტის შესახებ, ვაკონტროლებ ვადებს, ეტიკეტირებას და ა.შ და აი, შედეგიც... მოვხარშეთ ფაფა, რომლის ზედაპირზეც შავი არსებები ცურავდნენ. როდესაც ბურღული გადმოვყარე ყუთიდან... ჰოი საოცრებავ.. ცოცხალი ჭიები ფუთფუთებდნენ, რამაც მომცა საშუალება ყველაფერი დამეჯერებინა, რასაც აზიარებს და წერს ხალხი (ადრე მარკეტინგული ხრიკები მეგონა). გაფრთხილებით შემოვიფარგლები ამჟამად! ფრთხილად! ბავშვები! მომავალი თაობა! მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა!! პრიორიტეტები! სწორად იფიქრეთ,მე არ ვიცი ვისი ან რის ბრალია, თუმცა მგონია, რომ პროდუქტებზე ვადები გადაწერილია!!! აღარავის არ ვაპატიებ მსგავს შემთხვევას მეოორედ, თუმცა არც პირველად და არც სხვისი შემთხვევების გამო, არ უნდა ეპატიოს არავის ეს ბოროტება!" - წერს მამუჩიშვილი.
მატლი საბავშვო ნამცხვარში - ვიდეო, რომელმაც დედები აღაშფოთა
ჩვენი მკითხველისთვის ბურღულში ნაპოვნი ჭია-მატლი ახალი ამბავი ნამდვილად არ არის. არაერთი მომხმარებლის პოსტი გაგვისაჯაროვებია, სადაც მსგავს დარღვევებზეა საუბარი. საქმე ისაა, რომ მოვაჭრეები ბურღულს შენახვისას სპეციალურ პირობებს არ ქმნიან. ფიქრობენ, რომ ეს პროდუქტი არ ფუჭდება. ამის გამო ბურღულეული თვეობით აწყვია საწყობებში, სადაც არავინ ზრუნავს ტემპერატურასა და სიმშრალეზე. როგორც წესი, ბურღული ქაღალდის ან მუყაოს ყუთებშია მოთავსებული და ადვილად ნესტიანდება. აქედან ჩნდება ჭიებიც.
ამიტომ კარგად დააკვირდით ხოლმე ყუთს. თუ ზედმეტად შელახული, მტვრიანი ან გახუნებული გეჩვენებათ, დიდი შანსია, რომ შიგთავსიც არასახარბიელო მდგომარეობაში იყოს.
თქვენს მიერ სახლისთვის ნაყიდ საღ ბურღულსაც შეიძლება მატლი გაუჩნდეს, თუ დიდი ხნის განმავლობაში ინახავთ და შესაბამის პირობებს არ უქმნით.
მატლი შვრიის ბურღულში - რომელი ბურღულია ყველაზე სანდო?
ბურღულის სახეობების მიხედვით ( ოთახის ტემპერატურაზე), შენახვის ვადებიც განსხვავებულია: ხორბლის, მანის, სიმინდისა და შვრიის ბურღული ინახება 4-10 თვე, წიწიბურა 20 თვე, ბრინჯი 16-18 თვე.
თუ თქვენ ბურღულეულის დიდ მარაგს იკეთებთ, აუცილებელია მისი წელიწადში
3-4-ჯერ შემოწმება, თუ მასში აღმოაჩინეთ მწერები - პროდუქტი საკვებად აღარ გამოიყენება; სოფლის პირობებში გაფუჭებული პროდუქტი შეგიძიათ ფრინველის საკვებად გამოიყენოთ