როგორ უნდა მიხვდეთ ერთი შეხედვით, რომ კანდიდატი ვერ გაამართლებს
გგონიათ, რომ თუ ძიძას ბაღში და სკოლაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, იდეალური იქნება თქვენი შვილებისთვის? მართალია, მას ეცოდინება ბავშვებთან ურთიერთობა, აღზრდის წესები... მაგრამ "სისტემიდან" მოსულ პედაგოგებს ხშირად აქვთ საერთო ნაკლი: ისინი მიჩვეული არიან კოლექტიურ მუშაობას და არა კონკრეტულ ბავშვთან ურთიერთობას. მიჩვეული არიან, გამოიყენონ ავტორიტარული მეთოდები, ბრძანებები, ზოგჯერ მუქარებიც, რათა მიაღწიონ სასურველ შედეგს. გჭირდებათ ასეთი კადრი?
არის კიდევ ერთი გამონაკლისი - თუ ძიძა გინდათ ახალშობილისთვის, თამამად შეარჩიეთ ისეთი, ვისაც სამედიცინო განათლება აქვს.
გადავხედოთ, როგორი ძიძა შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი შვილების გვერდით, რომელსაც, შეგიძლიათ, მაშინვე უარი უთხრათ.
მე უფროსი და მონარქი ვარ
"ნინის სეირნობა უყვარს ქვიშაში",- ეუბნებით ერთ-ერთ კანდიდატს.
" ქვიშაში?"- მაღლა სწევს წარბებს - "რას ამბობთ, იქ ხომ მიკრობებით სავსე გარემოა, ნაყინი უნდა გაათბოთ და ისე აჭამოთ, უცხოური მულტფილმები ფსიქიკას უნგრევს ბავშვს"...
თქვენი და თქვენი ბავშვის მოთხოვნებს ასეთი ძიძა არ გაითვალისწინებს პრინციპული შეხედულებების გამო ან იმიტომ, რომ თავის თავს თვლის გამოცდილ ძიძად, რომელიც კარგად ერკვევა ბავშვის ფსიქოლოგიაში.
შევქმნათ მისგან ადამიანი
ძიძა კრიტიკულად ისმენს ისტორიას თქვენი ბავშვის შესახებ.
"როგორ, აქამდე არ მიაჩვიეთ ღამის ქოთანს? ძალიან ცუდი. ასოებიც არ იცის, ვერ იკრავს დამოუკიდებლად ზონარებს და სიბნელის ეშინია? დედიკო, კი მაგრამ რაზე ფიქრობდით აქამდე?თქვენ უკვე გაუფუჭეთ ბავშვს ცხოვრება."
ძიძა, რომლიც ფიქრობს, რომ ბავშვმა "უნდა იცოდეს", ვერ ხედავს ბავშვში პიროვნებას.
ეს ვარიანტი თქვენთავის არ არის.
როგორი შესანიშნავი ბავშვია!
თქვენ არც კი გისმენთ, ისე მიისწრაფვის პოტენციური აღსაზრდელისკენ. ერთ ჯიბეში ჩუპა-ჩუპსი უდევს, მეორეში- სათამაშო ძაღლი. თავის სიყვარულს ბავშვის მიმართ დემონსტრირებას უკეთებს ერთი ხელის მოქნევით, რადგან გულწრფელად ფიქრობს, რომ მშობლები ამას დააფასებენ. სინამდვილეში, ძიძის არჩევისას ის უნდა მოგეწონოთ თქვენ, ნდობა გამოიწვიოს თქვენი. ამ შემთხვევაში სულაც არ არის აუცილებელი არანორმალური სიყვარული გამოამჟღავნოს თქვენი შვილის მიმართ.
"ყოფილა პერიოდი, 4 ძიძაც მყოლია" - ბათუმელი 4 ტყუპიანი მშობლების და მათი და-ძმის ამბავი
მოგიყვებით, არაფერს დაგიმალავთ
გასაუბრებაზე ძიძა გაუჩერებლად ჰყვება თავის თავზე, თავის ნათესავებსა და ოჯახურ პრობლემებზე. რა მოისმინა გუშინ ბაზარში, როგორი აქცია ჰქონდათ მაღაზიაში... სად მუშაობდა აქამდე, როგორ არასამართლიანად მოექცნენ წინა ოჯახში და როგორი განაწყენებული წამოვიდა მათგან. სადაც კი ადრე უმუშავია, ყველა დამქირავებელს მოიხსენიებს აუგად: რომ ცოტას უხდიდნენ, არ აფასებდნენ, სახლში გვიან ბრუნდებოდნენ და ათასი სხვა... იცოდეთ, რომ თუ მას აიყვანთ ძიძად, თქვენც მალე შეუერთდებით უკმაყოფილო დამქირავებლების სიას...
ვისაუბროთ როგორც საქმიანმა ადამიანებმა
გასაუბრებაზე ძიძა მაშინვე სადავეებს იღებს ხელში და თანამშრომლობის პირობებს აცნობს მომავალ პოტენციურ დამქირავებელს. ბავშვზე რატომღაც არაფერს გეკითხებათ... სამაგიეროდ ხელფასის პირობებს აზუსტებს, დამატებით მიიღებს თუ არა საფასურს მათი დაგვიანების, დამატებითი სამუშაოს შესრულების შემთხვევაში, ვინ უნდა დაალაგოს ბავშვის ოთახი და სხვ.
ცუდი მიდგომაა: კარგი ძიძა მაშინვე დაინტერესდებოდა ბავშვით.